30 წლის მოცეკვავე კაკი ლობჟანიძე გასულ წელს მეუღლესთან მარიამ უზნაძესთან ერთად ლაგოდეხის რაიონში, სოფელ რაჭისუბანში გადავიდა საცხოვრებლად. სოფელში ჟოლოს ბაღი და ვენახი გააშენა, რომელსაც წყვილი დაუღალავად უვლის და თავს ევლება. წელს ახალგაზრდა ფერმერი 10 000 კილოგრამამდე კენკრის მოსავალს ელოდება. წყვილი გადაწყვეტილებას არ ნანობს. ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, რადგან ქალაქის მოსაწყენ რუტინას თავი დააღწიეს.
- დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვცეკვავდი ანსამბლ „რუსთავში“ და ანსამბლ „ერისიონში“. პროფესიით ვარ ლოტბარი, ქორეოგრაფი და ფერმერი. ამჟამად ვცხოვრობ მეუღლესთან და ცხრა
თვის ალექსანდრესთან ერთად ლაგოდეხში, სოფელ რაჭისუბანში.
- რამდენი ხანია რაც სოფლად გადახვედით საცხოვრებლად?
- სამი წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ერთი წელია მეუღლესთან ერთად საერთოდ წამოვედით თბილისიდან.
- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მეუღლე როგორ შეხვდა ამას?
- გამოვექეცით ქალაქის მოსაწყენ რუტინას, ერთფეროვან და არაფრისმომცემ ცხოვრებას ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
- დღეს რას მოიცავს თქვენი მეურნეობა, რა ფართობზე გაქვთ კენკრა გაშენებული?
- ჩვენი მეურნეობა მოიცავს ერთ ჰექტარ ჟოლოს ბაღს და ერთ ჰექტარ ქლიავის ბაღს. ასევე, მცირე ფართობზე გვაქვს ვენახი გაშენებული. მთელი დღის განმავლობაში ბაღში უამრავი სამუშაოა, ამჟამად მიმდინარეობს პლანტაციის გასხვლა, ბაღის მოწესრიგება და ახალი მოსავლისთვის მზადება. მოგეხსენებათ, ბაღი ახალი გაშენებულია და წელს ველოდებით ყველაზე უხვ მოსავალს, დაახლოებით 5 000 დან 10 000 კილოგრამამდე კენკრას.
- ფიზიკურად მხოლოდ თვითონ მუშაობთ, თუ დახმარე ხელიც გყავთ დაქირავებული?
- მოსამზადებელ სამუშაოებს მარტო ვასრულებთ, მოსავლის პერიოდში აუცილებელია დამხმარე პერსონალი კრეფისთვის.
- რა ჯიშის ჟოლო მოგყავთ და რით არის გამორჩეული თქვენი მოყვანილი კენკრა?
- ამჟამად ჟოლოს სამი ჯიში მოგვყავს. ესენია კ- აროლინა, ჟოზეფინა და ბრილიანტი. ჩვენი ჟოლო გამორჩეულია გემოვნური თვისებებით, იტანს ტრანსპორტირებას და ინარჩუნებს საბაზრო ღირებულებას.
- როგორი მოსავლელია ჟოლო და რა სეზონზე რა სამუშაოებს ატარებთ ბაღში?
- ჟოლო საკმაოდ რთული მოსავლელია. სეზონზე რამდენიმეჯერ სჭირდება ბალახის გამოცლა, რომელიც მხოლოდ ხელით შესასრულებელია. მსხმოიარობის პერიოდში ყოველდღიურად სჭირდება მორწყვა და რა თქმა უნდა, კრეფა, რომელიც ძალიან დიდ ცოდნასა და ენერგიას მოითხოვს.
- სოფელში რა სირთულეებს აწყდებით უმეტესად?
- ძირითადი სირთულეები საწყის ეტაპზე შეგვხვდა, რადგან საკუთარი ხარჯებით მოგვიწია ბაღის გაშენება. შესაბამისად იყო ფინანსური პრობლემები, თუმცა წელს გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი და იმედს ვიტოვებთ, ყველა მომდევნო წელი ერთმანეთზე უკეთესი იქნება.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ ვგეგმავთ აგროტურიზმის განხრით განვითარებას. ჩვენს ბაღში ვაპირებთ ეკო კოტეჯების ჩადგმას. გვსურს ჩვენს კოტეჯებში ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ ტურები ლაგოდეხის ღირსშესანიშნავ ადგილებში, ასევე შევთავაზოთ საცხენოსნო ტურები.
ასევე, გვსურს საკუთარი ვენახიდან ვაწარმოოთ ქვევრის ღვინო, რომლითაც ასევე ჩვენს სტუმრებს გავუმასპინძლდებით. მოკლედ, გეგმები დიდი გვაქვს.
მერი ბლიაძე

კომენტარები