ცნობილი იურისტის უცნობი საქმე და ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული სამოთხე - "ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს"

ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი თა­ვის მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, გუ­რი­ა­ში, მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას მის­დევს.

"შე­მოქ­მე­დი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დიდი და ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ფე­ლია, ლა­მა­ზი მო­ნას­ტრით, ხე­ო­ბით, მდი­ნა­რით. ჩვენ­გან სულ რა­ღაც 20 კი­ლო­მეტრშია გო­მის მთაც, რო­მე­ლიც ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. არის ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სახლ-მუ­ზე­უ­მი. ერთი სი­ტყვით, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სო­ფე­ლია. პრაქ­ტი­კუ­ლად, თე­მია, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა სო­ფე­ლი შე­დის", - ასე იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

- ალ­ბათ, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი
იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ მეღ­ვი­ნე ან მე­ვე­ნა­ხე ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღვი­ნოც და­მი­ყე­ნე­ბია, ვა­ყე­ნებ და და­ვა­ყე­ნებ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვე­ნახ­საც ვმარ­თავ, მეღ­ვი­ნე არა ვარ, ალ­ბათ, უფრო ენ­თუ­ზი­ას­ტი, რად­გან ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო სფე­როა.


- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ამ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დით?

- რო­გორც თით­ქმის ყველ­გან, ღვი­ნოს ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გუ­რი­ა­შიც აყე­ნებ­დნენ. ეს იყო ჰიბ­რი­დუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი, რომ­ლის­გა­ნაც, ცხა­დია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო არ დგე­ბა. თუმ­ცა იმ რი­ტუ­ა­ლებს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ყუ­რძნის მოყ­ვა­ნას­თან, მოვ­ლას­თან, და­წურ­ვას­თან, და­ყე­ნე­ბას­თან, ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი და ეს ჩემ­თვის სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ღვი­ნის სუნი და არო­მა­ტი ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი ხა­რის­ხის ღვი­ნოს ძნე­ლად თუ წა­ა­წყდე­ბო­დი. მეღ­ვი­ნე­ო­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვინ­ტე­რეს­დი. მერე ნელ-ნელა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის მეშ­ვე­ო­ბით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევრ რა­მეს გა­ვე­ცა­ნი.


- ბოლო დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო ამ სფე­რო­ში...

- დიახ. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გვხვდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია გუ­რი­ა­ში არ­სე­ბულ ღვი­ნის კულ­ტუ­რა­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი იყო. 2014-2015 წლებ­ში ქა­ლაქთან ახ­ლოს საც­დე­ლი ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნეთ. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მოგ­ვე­კი­და ხელი.

2016 წელს ჩვე­ნი საგ­ვა­რე­უ­ლო მი­წის მე­ზობ­ლად ძვე­ლი ოდა შე­ვი­ძი­ნეთ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ით. ნელ-ნელა გავ­ფარ­თოვ­დით და ახლა ჯამ­ში 2,5 ჰექ­ტა­რი მიწა გვაქვს. დიდი ფარ­თო­ბი არ არის, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბი­სა და ღვი­ნის და­წურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებთ.


- საქ­მე­ში მთე­ლი ოჯა­ხი ხართ ჩარ­თუ­ლი?

- ჩემს ძმას, მა­მა­ჩემ­სა და დე­დას შრო­მა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს. გვაქვს პა­ტა­რა სას­ტუმ­როც, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ეზო, ხე­ხი­ლი, ბოს­ტა­ნი და სხვა... ვე­ნახს ჰექ­ტარ­ზე ცოტა მეტი ფარ­თო­ბი უკა­ვია.

- რა ჯი­შის ყუ­რძე­ნი გაქვთ?

- ძი­რი­თა­დად, ჩხა­ვე­რი. წლე­ულს და­ვა­მა­ტეთ გუ­რუ­ლი ჯიში საკ­მი­ე­ლაც. თეთ­რი ყუ­რძე­ნია და თეთ­რი ღვი­ნო დგე­ბა. ვფიქ­რობთ, ვე­ნა­ხი გა­ვა­ფარ­თო­ოთ და საკ­მი­ე­ლა კი­დევ ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე ჩავ­ყა­როთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები