ნამდვილად არ ვიცი იმ ფერმერებს, ვის ამბებსა თუ გამოცდილებაზეც ვწერთ ხოლმე, ბავშვობაში საკუთარ დიდ მეურნეობასა და ფერმერობაზე თუ უოცნებიათ, ამაზე არასოდეს უსაუბრიათ. აი, 10 წლის ნანუკა მეზვრიშვილი, რომელიც უკვე ყველაზე მცირეწლოვანი ფერმერია, ნამდვილად ოცნებობს ამაზე. მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, თხებს აშენებს. ნანუკას ბებია, ნანა მეზვრიშვილი გვეუბნება, რომ მათი მეთხევეობა სწორედ შვილიშვილის,
ნანუკას დაბადებასთან ერთად დაიწყო.
"ფერმერთა ასოციაციამ ნანუკას საპატიო დიპლომი გადასცა, სადაც ეწერა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ყველაზე პატარა და საამაყო წევრს"
ნანა მეზვრიშვილი: - აფხაზეთიდან ვარ, სადაც თხის რძით
ვიზრდებოდი. ამიტომ კარგად ვიცოდი ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ. როცა ორთაჭალაში კერძო სახლში ვცხოვრობდით, ციკნიანი თხა ვიყიდეთ და თხის რძით დავიწყეთ ნანუკას გაზრდა. შეიძლება ითქვას, ციკანი და ნანუკა ერთდროულად იზრდებოდნენ. როცა ბავშვმა ფეხი აიდგა, ციკნები მტკვრის პირას საბალახოდ რომ მიგვყავდა, მათ ნანუკაც დაჰყვებოდა. იმ პერიოდში საქართველოში თხები და თხის ფერმა ცოტა იშვიათობა იყო და ინტერნეტში უცხოურ ფერმებს ვეცნობოდით. ამას ბავშვიც უყურებდა და ოთხი წლის რომ გახდა, გვითხრა, მინდა მსოფლიოში საუკეთესო ფერმა მქონდესო. მერე 6 წლის ნანუკა შემთხვევით მეყველე ანა ჩიკვაიძემ ნახა და გადაირია, როგორ? თბილისში 6 წლის ბავშვი თხებს დაჰყვება და მწყემსავსო? ნანუკას ამბავი მისგან გაიგო მედიამ... იმ პერიოდში გვეწვია ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და ნანუკას ფერმერთა ასოციაციის საპატიო დიპლომი გადასცა, სადაც ეწერა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ყველაზე პატარა და საამაყო წევრს ნანა მეზვრიშვილს". მერე ორთაჭალიდან სოფელ ოთარაანთკარში გადავედით, პატარა ეზო ვიყიდეთ, რომ თხებისთვის უკეთ მოგვევლო. აქეთ ჩვენს გადმოსვლასა და ნანუკას ოცნების ახდენაზე მისმა მამიდამ იზრუნა.
- მოგვიყევით ნანუკას საქმიანობაზე თქვენს მეურნეობაში?
- თავიდანვე ასე იყო: დილას თხებს რომ გავიყვანდით საბალახოდ, ნანუკა ციკნებს შემოღობილში ჩაკეტავდა, სადაც დედების დაბრუნებამდე უნდა ყოფილიყვნენ. ამასობაში, წყალს თუ დაღვრიდნენ, ჭურჭელს უვსებდა, ეთამაშებოდა, თხების მოსვლის დროისთვის კი შინ მოიყვანდა. უხაროდა, ყველა მიჯერებს, ჩამწკრივდებიან და მომყვებიანო, არადა, მაშინ 52 ციკანი გვყავდა. დღესაც თუ რომელიმე დაჩაგრული ციკანია, იმას ეფერება. ახლახან თხა მოგვიკვდა და მისი ციკნები გაზარდა. ნანუკას დიდი როლი აქვს ჩვენს მეურნეობაში. განაგრძეთ კითხვა