რატომ ჯობია "ვაფლის" პირსახოცი ფუმფულა გასამშრალებლებს: "უფრო პრაქტიკულია როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოში"


ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ საუკეთესო აბაზანის პირსახოცი უნდა იყოს დიდი, რბილი და, რა თქმა უნდა, ფუმფულა! თუმცა, თუ შევადარებთ ფუმფულა და ვაფლის პირსახოცების პრაქტიკულობას და შეწოვის უნარს, აღმოჩნდება, რომ არჩევანი არც ისე მართებულია.

ვაფლის პირსახოცებს აქვს ვაფლისებრი ტექსტურა, აწეული კიდეებით. ვაფლის ნაქსოვი პირსახოცები ჩვეულებრივ უფრო თხელია, ვიდრე ჩვეულებვრივი პირსახოცები.

შეწოვა


ამობურცული უბნები ვაფლის პირსახოცების ზედაპირზე იძლევა წყლის უფრო ეფექტურად შეწოვის საშუალებას. ეს მოსახერხებელია და პრაქტიკულია როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოში.

გაშრობა


ქსოვის უფრო თხელი დიზაინი და ფორმა ეხმარება ვაფლის
პირსახოცებს ფრო სწრაფად გაშრეს, ვიდრე ჩვეულებრივი პირსახოცები, ასევე ვაფლისებრ ქსოვას აქვს ჰაერის გატარების უკეთესი უნარი. თითქმის გარანტირებულია, რომ ვაფლის პირსახოცი აუცილებლად გაშრება მომდევნო გამოყენებამდე.

ჰიგიენა


ვაფლის პირსახოცების უფრო სწრაფი გაშრობის დრო მინიმუმამდე ამცირებს მათში უსიამოვნო სუნის გაჩენის ან ქსოვილის დაობების ალბათობას.

კანის მოვლა
ვაფლის ტექსტურა შეიძლება ერთი შეხედვით უხეში ჩანდეს, მაგრამ ვაფლის ქსოვილი შეიძლება იყოს ძალიან რბილი და დამამშვიდებელი კანისთვის. ამავდროულად, ამ ტექსტურას აქვს მსუბუქი აქერცვლის უნარი, რაც კანს უფრო გლუვს ხდის. სამზარეულოშიც ძალიან მოსახერხებელია.

კომპაქტური საცავი

უფრო თხელი ქსოვილი აადვილებს ვაფლის პირსახოცების დაკეცვას და ის საგრძნობლად ნაკლებ ადგილს იკავებს კარადაში, ვიდრე ჩვეულებრივი, ფუმფულა პირსახოცები, რაც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესანახი ადგილები. ასევე სამოგზაუროდ ან სპორტდარბაზში ასეთი პირსახოცის წაღება ბევრად მოსახერხებელია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები