მერი ბლიაძე ჩვენი ჟურნალისტია და სამი შვილის დედა, რომელიც სულ ოცნებობდა ლამაზ ეზოზე. როგორც იქნა, ოცნება აისრულა და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, ეზოს ფოტოებთან და სახალისო ვიდეოსთან ერთად.
- არ მიყვარს ცივი ბეტონის, უსახური კედლები, არც ქვაფენილები და მარმარილოს მოაჯირები. თვალებს როცა დავხუჭავ, სიმწვანე, ფერადი ყვავილები და პეპლები გამოჩნდებიან ხოლმე. ყურში ჩიტების ჭიკჭიკი და ჭრიჭინების ჭრიჭინი ჩამესმის. ბუნება და ლამაზი ხედები ჩემი სტიქიაა.
დილა რომ თენდებოდა და ეზოში გავდიოდი, ვოცნებობდი, ვარდის სურნელი და მწვანედ აბიბინებული ეზო დამხვედროდა, იქ ყავა დამელია და
სამსახურში ენერგიამოკრებილი წავსულიყავი. თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველ დილით გადათხრილი, ატალახებული ეზო მხვდებოდა.
ველოდი, დიდხანს ველოდი და აი, ნანატრი დღეც დადგა. ბევრისთვის საყვარელი მებაღის, მაია ბიძინაშვილის ძალისხმევით ჩემი წარმოსახვა რეალობად იქცა. ის, რასაც ფოტოებზე ხედავთ, ერთი წლის შედეგია. არ დაიშურა ფანტაზია, ენერგია ძალა და ჩემი პატარა "უდაბნო” ნამდვილ ბაღნარად აქცია. ისეთი მარტივი მეგონა ბაღის მოვლა… ასე არ აღმოჩნდა. პატარა ბავშვივით უნდა ყურადღება, მოფერება. მაიასგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე: კვება, შეწამვლა, ნიადაგის განოყივრება, გასხვლა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რაც წლები მოემატება ჩემს ბაღს, უფრო და უფრო დამშვენდება.