როგორ მოვაწყოთ აგარაკზე კომფორტული დასასვენებელი ზონა



მყუდრო და კომფორტული დასასვენებელი ზონის მოწყობა შესანიშნავი იდეაა მათთვის, ვისაც ბუნებით ტკბობა და მყუდრო ატმოსფეროში დასვენება სურს. ასეთი სივრცის იდეა და დაგეგმვა შეიძლება საინტერესო პროცესად აქციოთ. მნიშვნელოვანია ისეთი საინტერესო სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას და შემოქმედებითობას და შექმნის ხელსაყრელ პირობებს უფროსების დასვენებისთვის.

პატარა დეკორატიული აუზი


პატარა დეკორატიული აუზის გაკეთება სულაც არ მოითხოვს მნიშვნელოვან ხარჯებს. ძვირადღირებული აუზების კარგი ალტერნატივაა ხელნაკეთი, ხელმისაწვდომი მასალებისგან დამზადებული, რომელშიც შეგიძლიათ დაამატოთ თევზი ან წყლის მცენარეები, რაც მას დამატებით ხიბლს შესძენს.
აუზის გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ
ფართო ტაშტი ან სათლი, ჩამარხოთ ის მიწაში. აუზის კიდე ქვებით მოალამაზეთ, ნაპირები სუკულენტებით გააფორმეთ.

ჰამაკი

ბუნებით ჭეშმარიტად ტკბობისთვის საჭიროა ჰამაკი სუფთა ჰაერზე დასასვენებლად და დასაძინებლად. ჰამაკი შეიძლება გახდეს საკითხავი კუთხეც.
ჰამაკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. უპირველეს ყოვლისა, ჰამაკის დამონტაჟებამდე ყურადღებით უნდა შეამოწმოთ იმ ხის მდგომარეობა, რომელზეც აპირებთ მის ჩამოკიდებას. ხე უნდა იყოს ჯანსაღი, ბზარების და დაზიანების გარეშე, რათა გაუძლოს დატვირთვას და არ გატყდეს. ჰამაკი სათანადოდ გასწორებული და დაჭიმული უნდა იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოყენებისას გადახვევის ან გადახრის საშიშროება. ასევე რეკომენდირებულია ჰამაკის ქვეშ სპეციალური ხალიჩების გამოყენება.

საქანელა



საქანელა ჰამაკის ალტერნატივაა, ის შეიძლება დამონტაჟდეს პერგოლას ან სხვა ტიპის სახურავის ქვეშ ეს ადგილი იდეალურია წიგნების კითხვისთვის, ძილისთვის, დასასვენებლად ან ფილმების საყურებლად, ასევე საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ან უბრალოდ სუფთა ჰაერით ტკბობისთვის. მყუდრო გარემოს შესაქმნელად პერგოლა ასევე შეიძლება გაფორმდეს გამწვანებით ან ყვავილებით.

პატიო


პატიო შეიძლება მოპირკეთდეს ქვით, შექმნათ დასასვენებელი ადგილი რბილი პუფებითა და სავარძლებით, ან საქანელებით ან ჰამაკით. დაამატეთ განათება და დეკორატიული ელემენტები ატმოსფეროს შესაქმნელად. ტერასაზე, რომელიც ესპანური სიტყვის "პატიო"-ს სინონიმია, ჩვეულებრივ განთავსებულია ბაღის ავეჯი.

გრილის ან მაყალის კუთხე

აგარაკზე საჭიროა ღია ცის ქვეშ გემრიელი კერძების მოსამზადებელი ადგილიც . ასეთ ადგილას შეგიძლიათ მოათავსოთ მაგიდა და სკამები, დაკიდოთ ნათურები. აგარაკზე სამწვადე ადგილის მოწყობა აუცილებელია.

სცენა

თუ ამის საშუალება არის, კარგი იდეაა აგარაკზე სცენის მოწყობაც პატარ-პატარა პერფორმანსებისთვის. ეს ბავშვებსაც გაახარებს და უფროსებსაც, ზაფხულის საღამოებს კი ნამდვილად გაგიხალისებთ.

კარავი


ბავშვები გიჟდებიან კარვებზე და თავგადასავლებზე, ასე რომ, კრეატიული ადამიანებისთვის კარავი აგარაკზე ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები