გაგიმართლათ, თუ ეზოში ლავანდა გაქვთ... - კოღოებისგან დამცველი და ბუნებრივი არომატიზატორი

გაუმართლა მას, ვისაც ეზოში ხალიჩასავით ამოსული ლავანდა აქვს! მისი ყვავილები არა მხოლოდ სასიამოვნოა თვალისთვის, არამედ ძალიან სასარგებლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ლავანდა.

მოათავსეთ ახალი ლავანდის თაიგული თქვენს საძინებელში, რათა მოიგერიოთ კოღოები და უზრუნველყოთ კარგი ძილი. მცენარე ასევე დაიცავს ნივთებს ჩრჩილისგან, თუ გარდერობის გარშემო განათავსებთ ან პატარა ტომსიკებში მოათავსებთ. რა თქმა უნდა, ეფექტი ხანმოკლეა, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში ლავანდა თქვენს კარადას მწერებისთვის აუცილებლად დაიცავს.

ლავანდა თავისი სასიამოვნო არომატით ბუნებრივი დეზოდორანტია კარადაში მოთავსებული ნივთებისთვის. შეურიეთ გამხმარი ლავანდის კვირტი ორ
ნაწილად ბრინჯთან და მოათავსეთ ნაზავი ქსოვილის ტომარაში. მოათავსეთ კარადაში საწოლების კომპლექტებს, პირსახოცებსა და სეზონურ ტანსაცმელს შორის, ასევე ფეხსაცმელში, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი.

თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, ალბათ ცდილობთ გამოიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები მაღაზიაში შეძენილი ქიმიკატები და მეტი ნატურალური პროდუქტები. ლავანდის გამოყენებით შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაწმინდოთ ხალიჩა. ერთი მუჭა ლავანდის ყვავილს შეურიეთ 2 ჭიქა სოდა. უფრო გამოხატული დეზოდორული ეფექტისთვის შეგიძლიათ დაამატოთ 10-20 წვეთი მცენარეული ეთერზეთი. დატოვე ნარევი 24 საათის განმავლობაში, რათა სოდა გაიჟღინთოს არომატებით. მიღებული პროდუქტი უხვად დაასხით დაბინძურებულ ხალიჩაზე, დაელოდეთ რამდენიმე საათს (რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი) და შემდეგ კარგად გაასუფთავეთ მტვერსასრუტი. სოდა აშორებს ჭუჭყს და უსიამოვნო სუნს, ლავანდა კი სასიამოვნო სურნელს მიანიჭებს.

არც ისე დიდი ხნის წინ შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევები ლავანდის ეთერზეთების გავლენაზე ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაზე. 55-დან 80 წლამდე ასაკის 30 მოხალისეს ერთი თვის განმავლობაში დაძინებამდე ყვავილების სურნელს აყნოსინებდნენ. ტესტებმა აჩვენა, რომ უკვე პირველ კვირაში მონაწილეთა ძილი გაუმჯობესდა და ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე, გააქტიურდნენ. გარდა ამისა, ლავანდის არომათერაპია ზოგადად დამამშვიდებელია და ხელს უწყობს თავის ტკივილის მოხსნას.

მშვიდი ღამეებისთვის შეკერეთ ლავანდის სურნელოვანი ბალიში. 25-30-სანტიმეტრიან ჩანთაში მოათავსეთ რბილი სათამაშოებისთვის განკუთვნილი ერთი მუჭა სინთეზური შიგთავსი, ასევე - დაჭრილი ლავანდა. გამოიყენეთ ბალიში ძილის წინ სამი თვის განმავლობაში, ხოლო დღის განმავლობაში შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ჩანთაში. დროთა განმავლობაში, ლავანდის ყვავილები უნდა შეიცვალოს ახლით, ან შეგიძლიათ პროდუქტს ლავანდის დაუმატოთ.
არომატის გასაძლიერებლად ბალიში გააჩერეთ ცხელ რადიატორზე 10-15 წუთის განმავლობაში.
ლავანდა ფართოდ გამოიყენება კულინარიაშიც. დავიწყოთ იმით, რომ ლავანდის ყველა ნაწილი ვარგისია საკვებად, ის გამოიყენება ყველა ქვეყნის სამზარეულოში, განსაკუთრებით კი ფრანგულში. კერძებს ყველაზე ხშირად უმატებენ ახალი ლავანდის ფოთლებსა და ღეროებს. მცენარის ზეთს იყენებენ საკვების არომატიზებისთვის.
ლავანდის მარილის დასამზადებლად შეურიეთ 1 ჩ.კ. გამხმარი ლავანდის ყვავილები ნახევარი ჭიქა უხეში მარილით, რათა შეიქმნას არომატული სურნელი თევზისა და ფრინველის დასამარინადებლად.
ლავანდის მარილი ასევე გამოიყენება კოქტეილების მირთმევისას ჭიქების პირის გასაფორმებლად.
ლავანდა უსაფრთხოა შინაური ცხოველებისთვის, მცენარე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოველის ბეწვის გასაწმენდად და მისთვის სასიამოვნო არომატის მისანიჭებლად.

ლავანდის უნიკალური თვისებები მას შესანიშნავ ინგრედიენტად აქცევს დამამშვიდებელ მალამოებისა და ბალზამების დასმზადებლად, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ქავილის, შეშუების და სიმშრალის საწინააღმდეგოდ.

კომენტარის დამატება