გარეთ ნელ-ნელა თბება, დათბობასთან ერთად აუცილებელია ვიზრუნოთ პროდუქტების სწორად შენახვაზე, რაც პირდაპირ კავშირშა ჩვენს ჯანმრთელობასთან. არსებობს პროდუქტები, რომელიც უცილებლად საჭიროებს მაცივარში შენახავს და ამის შესახებ ვიცით, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი, რომლისთვის ადგილიც, როგორც წესი, სამზარეულოს კარადებში გვაქვს ხოლმე გამოყოფილი, მაცივრის გარეშე გვრჩება. ასე აღნიშნული პროდუქტი ერთის მხრივ უფრო დიდხანს ინახება, მეორეს მხრივ კი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. მოდით ვნახოთ, რომელ პროდუქტებზეა საუბარი.
თხილი და თხილის კარაქი

თუ თხილის და თხილის კარაქის ჭამას მომდევნო ორი დღის განმავლობაში არ აპირებთ და რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავთ მის შენახავს
ჩირეული

ჩირი, ისევე როგორც თხილი, შეიცავს მცირე რაოდენობით წყალს და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ინახება, თუმცა, თუ მათ შენახვას დიდი ხნით გეგმავთ შეინახეთ მაცივარში. ასე ვიზუალსაც შეუნარჩუნებთ და გემოვნურ თვისებებსაც.
შოკოლადის სიროფი

შოკოლადის სიროფი გრილ, ბნელ ადგილას შეიძლება ორი-სამი წლის განმავლობაში ინახებოდეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დალუქულია, თუმცბა ევრი ადამიანი გახსნის შემდეგ მას კარადაში ინახავს. თუ შოკოლადის სიროფს რამდენიმე დღეში არ მიირთმევთ გირჩევთ გახსნის შემდეგ მაცივარში მოათავსოთ, ასე ის ექვს თვემდე უსაფრთხოდ შეინახება. წინააღმდეგ შემთხვევაში,თქვენი შოკოლადის სიროფი შესაძლოა დაობდეს ან ამჟავდეს.
სოიოს სოუსი

სანელებლების უმეტესობის მსგავსად, სოიოს სოუსი მაცივრის გარეშე არ ფუჭდება ნატრიუმის მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, კარადაში შენახული გახსნილი სოიოს სოუსი კარგავს გემოვნურ თვისებებს. თუ მთლიანი ბოთლის გამოყენებას ერთი ან ორი თვის განმავლობაში არ გეგმავთ უმჯობესია ის მაცივარში შეინახოთ.
მთელმარცვლოვანი ფქვილი

მთელმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი გახსნის შემდეგ მაცივარში უნდა შეინახოთ, რადგან ხორბლის ჩანასახი, შესაბამისად მისი ფქვილი, უფრო მალე ფუჭდება ვიდრე სხვა ფქვილი. იგივე ეხება ნუშის ან ქეშიუს ფქვილს.
ალოე

ქორფა ალოე მაცივარში უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს მაღაზიაში შეძენილ გელებსაც ეხება. მისი შენახვა მაცივარშია რეკომენდებული, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან გაცივებული ალოე შესანიშნავი საშუალებაა მზის დამწვრობის დროს.
გახსნილი წითელი ღვინო

ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ წითელი ღვინო, თუნდაც გახსნილი ბოთლი, ოთახის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. არადა, სწორედ მაცივარში ნელდება ჟანგვის პროცესი, რაც ხელს უშლის ღვინის ძმრად გადაქცევას. გახსნილი ღვინის შენახვა მაცივარში ხუთ დღემდეა შესაძლებელი. სუფრასთან მიტანის წინ ღვინო უნდა გამოიღოთ და ოთახის, დაახლოებით 18,3 გრადუს ტემპერატურამდე უნდა დაიყვანოთ .