ბიომეურნეობა უფრო ხედვაა, პროცესი, რომელიც გულისხმობს ნიადაგის სწორად დაცვას, ხვნას, წამლობას, ხოლო თუ ვენახზეა საუბარი, იქ თუნდაც "სასტუმრო სახლების" ჩადგმა სასარგებლო მწერების მოსაზიდად და საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა. მაგალითად, ობობა უამრავი ბუგრის მომნელებელია, ჭიამაიაც ბუგრებით იკვებება, ფუტკარი კი დამტვერვაში დიდ როლს თამაშობს.
ამჯერად ვენახში სწორედ ჭიამაიების როლზე იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან ვსაუბრობთ. ის ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში უვლის ვენახს, აყენებს ნატურალურ ღვინოს, რომლის გასინჯვა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. როგორც ბატონი გიორგი ამბობს, ვენახის მოვლა და
ღვინის დაყენება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
- ბუნებრივი მეღვინეობა და საზოგადოდ, სოფლის მეურნეობა, არა მარტო დარგი, არამედ ფილოსოფიაცაა. ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ კი არ აკეთებ, რომ ხარისხიანი ყურძენი გქონდეს, არამედ იმიტომ, რომ გარემოს გაუფრთხილდე. ამიტომ ცდილობს ნებისმიერი მევენახე შხამქიმიკატი ნაკლებად გამოიყენოს ვენახში. თუმცა ისეთი პრეპარატების გამოყენებას ვერ ავცდებით, მაგალითად, როგორიც არის ბორდოს ხსნარი, რომელიც ჭრაქისგან სამკურნალოა, ან გოგირდი - ნაცრის სამკურნალოდ.
მეორე მხრივ, არის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც ძლიერდება, იმუნიტეტს გამოიმუშავებს და ყოველწლიურად ამ პრეპარატებს სულ მეტს და მეტს მოითხოვენ. სხვა ტიპის მავნებლებს ან მწერებს შეგვიძლია მათი ბუნებრივი მტრების გამრავლებით ვებრძოლოთ. მათ შორის არიან სწორედ მტაცებელი მწერები. ისინი იკვებებიან არა მცენარით, არამედ მცენარეზე მცხოვრები სხვა მწერების კვერცხებით, ან თავად სხვა მწერებით. შესაბამისად, მევენახე დაინტერესებული უნდა იყოს იმ მწერების გადარჩენით, რომლებიც არა ვაზს, არამედ ვაზზე არსებულ მავნებლებს, მავნე მწერებს ანადგურებენ. ასეთთა შორისაა ჭიამაია, რომელიც ადრე გაზაფხულზე კვირტის ტკიპას კვერცხებით იკვებება. ამიტომ, თუკი ვენახში ბევრი ჭიამაია ჰყავთ, ამ ტკიპების მოსაშორებლად შეიძლება უარი თქვან პირველ წამლობაზე. ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია, წამალს ნაკლებს ყიდულობ. მწერები, რომლებიც იკვებებიან სხვა მწერების კვერცხებით, ანუ სხვა მწერებს ანადგურებენ, შენი მეგობრები არიან. განაგრძეთ კითხვა