შორენა შონია წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ ლამაზ საზღვრისპირა სოფელში - ფახულანში ცხოვრობს, სადაც ყველის ფერმა მოაწყო და სოფელში მდებარე ულამაზესი მდინარის პატივსაცემად, ოლორის ფერმა უწოდა. შორენა სამი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაა, მეწარმე და ამავდროულად, საბავშვო ბაღის დირექტორი. თუ როგორ გახდა მეწარმე, რით გამოირჩევა სხვებისგან მის მიერ მომზადებული ყველი და რა მიზნები აქვს სამომავლოდ, ამაზე თავად გვესაუბრება:
- თავიდან ერთი ძროხა მყავდა, რომელიც მშობიარობას გადაყვა და დარჩა ერთი ხბო. მეზობლებისგან ნათხოვარი რძით გამოვზარდე, შემიყვარდა, გაიზარდა და კარგი ჯიშის გამოდგა. ეს ის
პერიოდი იყო, როცა ჩემი უფროსი გოგო აბიტურიენტი გახლდათ, ფინანსური საჭიროება გაჩნდა და გადავწყვიტე, რძის პროდუქცია ყველის სახით გამეყიდა და გადამეხადა რეპეტიტორის თანხა. შემდეგ ეს ერთი ძროხა მოვამრავლე, რა თქმა უნდა, დრო დამჭირდა და ახლა მყავს 16 სული, რომელთაგან 7 მეწველია.
რძის პროდუქცია რომ გამეზარდა პარალელურად, ყველთან ერთად დავიწყე მაწონზე მუშაობა და ასე გავხადე ჩემი სამი შვილი სტუდენტი.
შემდეგ საერთაშორისო პროექტში მივიღე მონაწილეობა და ავაშენე სტანდარტული ფერმა. გარკვეული დრო რომ გავიდა, სამეგრელოში შემოვიდა ორგანიზაცია ფაო, რომლის საქმიანობაშიც ჩავერთე. ამირჩიეს ლიდერ ქალბატონად და ჩემს ოჯახში შეიქმნა საველე სკოლა, სადაც გაერთიანებული იყო 22 ქალბატონი. გავიარეთ ტრენინგები ადგილზე და ვისწავლეთ საქონლის მოვლა, თუ როგორ მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის სუფთა, ნატურალური პროდუქტი. ამ ორგანიზაციამ გადმომცა პასტერიზატორი, სამუშაო მაგიდა, ვაკუუმ შეფუთვის აპარატი და მრავალი სხვა ინვენტარი, რაც ხელს შემიწყობდა უკეთ განვითარებისთვის.
ამჟამად ვარ აწარმოე საქართველოს გამარჯვებული და ვაშენებ რძის საწარმო ოთახს,რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს ჩემთვის
- რით არის გამორჩეული თქვენი ნაწარმი, რით იზიდავს მყიდველს და რატომ გამოარჩევენ სხვებისგან? რომელი ყველი სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით თქვენი ნაწარმიდან?
- ქართული ტრადიციულიდან სულგუნს ვამზადებ, ევროპულებიდან ვამზადებ კაჩოტა, კაშხავალს, ჰალუმნის, ბრინზას და ა.შ., ოღონდ ყველანაირს ვამკობ სხვანდასხნა დანამატით. მაგალითად, თხილით, ქონდარით, ქართული სუნელებით, ღვინოში დავარგებით, ჩირებით, ნიგვზითა და თაფლით.
ჩემი ყველი გამოირჩევა პიკანტური გემოებით, რასაც თავად მომხმარებლები აღნიშნავენ. გამორჩეული ალბათ სულგუნია და ევროპულებიდან - კაჩოტა, რომლებსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
- რამდენად ადვილია დღეს მეწარმისთვის საქმიანობა, რა პრობლემებია თქვენი გადმოსახედიდან და თუ არის რამე, რაც ხელს გიშლიდათ, გაბრკოლებდათ ან ახლა გიშლით?
- ჩემთვის "დაბრკოლება" სიტყვა არ არსებობს, რადგან ვარ მებრძოლი, მაგრამ მეწარმეს აუცილებლად სჭირდება დახმარება ფინანსურად. არ არის დალხენილი ცხოვრება. მე ვიტყოდი, რომ პირადად ჩემთვის დაბრკოლებაა რძის პროდუქციის უკმარისობა, რამდენი მომხმარებელიც მყავს, იმდენი რძე არ მაქვს, რადგან მოთხოვნა გამეზარდა და რძე საკმარისი არაა. მე რომ მყავდეს დამატებით კიდევ 10 მეწველი სული, მომხმარებელს უკეთ დავაკმაყოფილებდი.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- 10 დან 13 ნოემბრის ჩათვლით მივემგზავრები საბერძნეთში, სადაც მეწარმე ქალბატონებმა მიგვიწვიეს. მაქვს მიზნები და გეგმები, აუცილებლად უნდა გავფართოვდე და მინდა, რომ ჩემი პროდუქცია გაიცნოს ევროპამ.