როგორც არაგვისპირში მდებარე ამ ლამაზი მარნის, ეზო-ბაღის და ღვინის შემომქმედები ამბობენ, არაგვისპირის მარნის ისტორია იწყება ღვინის და კულინარიის სიყვარულით. ოჯახური ჩანაფიქრი მალე მოიყვანეს სისრულეში და დღეს წარმატებით საქმიანობენ. საოჯახო სტარტაპზე გვესაუბრება სოფო ჯოხაძე, რომელიც მშობლებთან ერთად შრომობს საოჯახო ბიზნესის სამომავლო წარმატებებისთვის.
- ჩვენი გუნდი შედგება ჩემი ოჯახის წევრებისგან - მამა ირაკლი ჯოხაძე მეღვინე, სანამ ღვინის წარმოებას ჩაუდგებოდა სათავეში, კერძო სექტორში იყო დაკავებული. დედა ეკა ჩიკვაიძე პროფესიით კინომცოდნეა, ასევე - კულინარი, ხელმძღვანელობდა საკმაოდ დიდ კომპანიას, იყო ბევრი პროექტის მენეჯერი. მე ტურიზმის მიმართულებით მივიღე უმაღლესი
განათლება და სწორედ ასეთმა გუნდმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენი კომპანიის დაბადებას.
პირველად ღვინო დავწურეთ 2010 წელს, როდესაც დუშეთის რაიონის სოფელ არაგისპირში შევიძინეთ სახლი და პირველი მოსავალიც იქ მივიღეთ.
ღვინოს ვაწარმოებთ ქართლის რაიონში მოწეული ბიოლოგიურად სუფთა ყურძნის ჯიშებისაგან: ჩინებული, თავკვერი, ხოლო კახეთის მხარიდან, რქაწითელს და მწვანეს. წელს დავამატეთ თავკვერის როზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამორჩეული ჯიშებისგან ვაწარმოოთ საინტერესო და განსხვავებული ღვინოები.
2020 წელს დავიწყეთ მარნის მშენებლობა. პანდეემის პირობებში გართულდა მშენებლობის პროცესის უწყვეტად გაგრძელება, ფაქტობრივად სულ შეფერხბებით მიდინარეობდა. ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა საცალო წარმოებით მეცადა, გამომშრალი პომიდორი მთის სუნელებით, შავი ქლიავი ჭაჭაში დავარგებული, წითელი და მწვანე ტყემალი ახლად შეკმაზულ, წითელი პომიდვრის საწებელი. რომლის ხაზიც განვავითარეთ.
მარნის მშენებლობა კი 2022 ივლისში დასრულდა და აგვისტოში უკვე წარვდექით მომხმარებლის წინაშე. მარანი კულინარიული სივრცით და ოთხი ოთახით საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. საბოლოოდ გასტრონომიულ სივრცედ ჩამოყალიბდა, რომელიც სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. სტარტაპი ყოველთვის რთულია და აქ ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2020 წელს ჩავერთე USAID-ის ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამაში, სადაც მივიღე დიდი გამოცდილება, პროდუტის შექმნის, მისი ბაზარზე დამკვიდრების... ამ პროგრამის ფარგლებში მივიღე დაფინანსება.
ასევე დედაჩემი, რომელიც ხელმძღვანელობს გასტრონომიულ მიმართულებას, შეარჩიეს საქრთველოს 100 მეწარმე ქალს შორის გაეროს და ფერმერთა ასოციაციის პროგრამის ფარგლებში, სადაც მოიპოვა გრანტი და ეს დაგვეხმარა მასტერკლასების სივრცის მოწყობაში. ამ ეტაპზე სტუმრებს ვთავაზობთ გასტრონომიულ გამოცდილებას, მასტერკლასებს, მარანში ღვინის დეგუსტაციებს.
ძალიან გვინდა, ყველა სტუმარს სულ სხვა თვალით გავაცნოთ, დავამახსოვროთ და შევაყვაროთ საქართველო! ჩვენი მთავარი მიზანი ტრადიციისა და თანამედროვე ხედვის გაერთიანება, სამზარეულოს მრავალფეროვანი მემკვიდრეობის პუპულარიზაცია და იმ ამბის თხრობაა, რომელიც სიყვარულზე, თანასწორობაზე და მშვიდობაზეა დაფუძნებული.
- რამდენად ადვილია დღეს რეგიონში ამგვარი საქმიანობა, რა პრობლემებია თქვენი გადმოსახედიდან და თუ არის რამე, რაც ხელს გიშლიდათ, გაბრკოლებდათ ან ახლა გიშლით?
- ადვილიაო, ვერ ვიტყოდი. ყოველდღიურად ვაწყდებით გამოწვევებს და რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები ჩვენ გვზრდიან, მაგრამ კარგი იქნება, თუ მეტი პროგრამა იქნება გამოყოფილი რეგიონის გასაძლიერებლად. ჩვენ დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მოსახლეობა, ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქტს, რათა ხელი შეუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებას და სტიმული მივცეთ. ჩვენც გვჭირდება დახმარება, რომ შევძლოთ ჩვენი საქმიანობის განვითარება.
- რა მიზნები, გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჩვენი სურვილია შევქმნათ არაგვის ხეობაში, არაგვისპირას, მარანი, სადაც ვიცხოვრებთ, შევქმნით ღვინოს და ვუმასპინძლებთ მხოლოდ სეზონური და ადგილობრივი პროდუქტებისგან მომზადებული გასტრონომიული კერძებით და ჩვენს ღვინოსთან ერთად, ახალ გემოვნურ რეცეპტორებს ვაზიარებთ ჩვენ სტუმრებს.