"გაზაფხულზე ამოდიან, ამაღლალვენ ცხვარსა, საქონსა, შაიყრების ხალხი. მერე სთველთ (შემოდგომაზე) იქავ გაიკრიფებიან, გაღრეკვენ საქონს იქავ და წავლენ საზამთროდ. ეშმათ მეტ აღარა რჩების აქ. აი, რო გავხენებ წინხადუს, გინდა ჭალას, კაციშვილის ჭაჭანება აღარ ას. ხალხ რო გაიკრიფებ, ეშმან ეპატრონებიან აქაობას. ჯვარის, ხატის გნივ ვერ მივდიორ მე აქით, თორე აქ მარტო კაცის ცხოვრება
არ შაიძლების," - ასე აღწერს გორშეღმის ხეობაში არსებულ პირობებს სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები, 75 წლის მიხა არაბული.
გორშეღმის ხეობა პირაქეთა ხევსურეთში, ბაცალიგოს თემში მდებარეობს. 1926 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ხეობაში
ახლა გორშეღმის ხეობის თხუთმეტი სოფლიდან რვა ნასოფლარად არის ქცეული: მისახში, მაჭეხში, ხიტალეში, ესაჩუში, ხეისში, ხორიელსა და უსტამალაეში აღარავინ ცხოვრობს. დარჩენილ შვიდ სოფელშიც ხალხი მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე ადის. უკანხადუში, ჩხუბასა და აყნელში მხოლოდ თითო კომლიღა ცხოვრობს. ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელი წინხადუა, სადაც ზაფხულში 4 ოჯახია. ზამთარში მთელ ხეობაში მხოლოდ ერთი კაცი, ზეისტეჩოელი მიხა არაბული რჩება.
მისი ერთადერთი მეზობელი ბარში ჩვიდმეტი წლის წინ გადაბარგდა. მას შემდეგ მარტოობაში ატარებს ყოველ ზამთარს და ხეობაში დარჩენილი 7 სოფლის ერთადერთი მასპინძელია. სახლი 20 წლის წინ დაენგრა და ფარდულში ცხოვრობს.
"სახლი იყო და 6 სული ჯალაფისა. მშობლები დაიღუპნენ, ძმებიც დამეხოცნეს. ერთ მე დავრჩი ფეხზედ. ერთ დღეს დაინგრა სახლი. მე დავრჩი გარეთი. გამოვთხარე მიწა, გავაკეთე ფარდული და იმაში ვცხოვრობ.
როგორც ველის ნადირი რაღაცას გამოჰქვაბავს, აეგრე ვცხოვრობ. შეიძლება თქვათ, გიჟიაო, მაგრამ გიჟი არა ვარ. რო თოვს, ქარი რო არის, ზედ მაყრის ბუქსა და წვიმასა. არ მეკუთვნება ერთი ოთახი? როგორ შეიძლება ამ გორის მიტოვება. ერთ კაც მაინც უნდა იყოს აქ ყოველთვის. სანთელი და შუქი არ უნდა გაქრეს აქედან!
აქ ხალხის მეტი რა იყო. მაგრამ იმდენი სიცოცხლე არ გავიდა აქედან, რამდენი სიკვდილიც," - ამბობს მიხა არაბული.
იხილეთ გაგრძლება და ფოტოები
კომენტარები
-ზოგიერთ ამ ჩვენ ახალგაზრდას საიდა მისდით ასეთი ბრძნული აზრები, მაცოდინა ნეტავ!