ნოდარ ლატიბაშვილი ახალგაზრდა ფერმერია. ოჯახთან ერთად თბილსში ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერმერობას მიჰყო ხელი, საგარეჯოში გადასახლდა. მისი მეურნეობა ძალიან მრავალფეროვანია. აქვს ვენახი, მოჰყავს ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი. წელს გააშენა თხილი და მოიყვანა შვრია. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მოჰყავს, არ იყენებს შხამ-ქიმიკატებს. საგარეჯოში აშენებს ნამჯის სახლს, რომელიც სამომავლოდ აგროტურიზმისთვის არის განკუთვნილი.
- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ყვარელში. ოჯახური მიზეზების გამო გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი თელავში. დაოჯახების შემდეგთ ბილისში გადავედი საცხოვრებლად. ამჟამად უკვე შეიძლება ითქვას, რომ საგარეჯოში გადავსახლდი
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. განათლებით იურისტი ვარ, თუმცა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაზე მაქვს დაცული. მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესია არის ის, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ და რაც შემოსავალს მაძლევს, ეს არის სოფლის მეურნეობა, ასე ვთქვათ, ფერმერი ვარ. ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციაში ვარ სათათბიროს წევრი. მაქვს ვენახი, მომყავს ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი, ასევე წელს გავაშენე თხილი და მოვიყვანე შვრიაც. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მაქვს, არ ვიყენებ შხამ-ქიმიკატებს და ჰერბიციდებს. ვაშენებ ნამჯის სახლს, რომელიც სამომავლოდ აგროტურიზმისთვის არის განკუთვნილი. ეს გახლავთ ეკო-სახლი და იდეალურად ჯდება ჩემს საქმიანობაში თავისი შინაარსით, თან ძალიან ლამაზია და ენერგოეფექტური.
- როდის გადაწყვიტეთ ფერმერობა?
- ბოლო პერიოდში რამდენიმე წელი ვმუშაობდი სადაზღვევო სფეროში, სადაც აქტიურად მომიწია შეხება აგრო- დაზღვევასთან და შესაბამისად ძალიან ბევრი დადებითი თუ უარყოფით მხარე დავინახე სოფლის მეურნეობის საკითხში. მივხვდი, თუ რა იყო მთავარი პრობლემები, რის გამოც ფერმერებს არ შეეძლოთ განვითარება. ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ არასწორი ხედვის გამო წრეზე ტრიალებს პრობლემები წლიდან წლამდე. გადავწყვიტე, მე თვითონ მომეკიდა ხელი ამ ძალიან საინტერესო, მომგებიანი და რაც მთავარია, ეროვნული საქმისთვის.
- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში? რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული თქვენი საქმიანობა?
- შორიდან რომ დავიწყოთ, ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანების შეგნება და უნდობლობაა. მაგალითად, იმის გამო, რომ რწყვის პერიოდში არავის ადარდებს უპატრონოდ მიგდებული წყალი, რომელიც მინდვრის გზებს ტბორავს და შესაბამისად გადაადგილება რთულდება, ცენტრალური გზიდან ნაკვეთამდე სამი კილომეტრის ფეხით გავლა მიწევდა ყოველდღიურად.
- რამდენი ჰექტარი მიწის მფლობელი ხართ და დღესდღეობით რა პროდუქტს აწარმოებთ?
- ამჟამად 6 ჰექტარი მაქვს მფლობელობაში, საიდანაც ნახევარი ჰექტარი ვენახია ერთი ჰექტარი თხილი, ხოლო დანარჩენზე შვრიას და ხორბალს ვთესავ.
- რით არის გამორჩეული და განსაკუთრებული წითელი დოლის ხორბალი?
- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძველი ქართული ენდემური ჯიშის რბილი ხორბალი, რომელიც თითქმის დაკარგული იყო და ბოლო პერიოდში მოხდა მისი გამრავლება. კარგად უძლებს გვალვას და დაავადებებს, მისი პური გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და დიდხანს ინახება. აქვს გლუტენის დაბალი შემცველობა, რაც ერთ-ერთი დადებითი მხარეა.
- რაც შეეხება ყურძენს,რა ჯიშის ყურძენია თავმოყრილი თქვენს ვენახში?
- ამჟამად მაქვს რქაწითელი და კახური მწვანე სულ ნახევარ ჰექტარზე. წელს დაგეგმილი მაქვს ქართული იშვიათი ჯიშის ვაზის აღდგენა და გაშენება, როგორიცაა სიმონასეული, ჩიტისთვალა, იყალთოს წითელი და შავი რქაწითელი. უფრო მეტი აქცენტი სიმონასეულზეა. სამეცნიერო კვლევით ცენტრში დაცულია ეს ჯიშები, სადაც ხდება ღვინის დაყენება და შეფასება. როგორც კვლევამ აჩვენა, დიდი პოტენციალით ხასიათდება სიმონასეულის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ღვინო.
- თხილის პირველ მოსავალს როდისთვის ელოდებით და რა მოლოდინი გაქვთ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ახალშენია, თხილის მოსავალს ველოდები 4 წელში და იმედი მავს, რომ გაამართლებს მოლოდინებს.
- რამდენად რთულია ბიოპროდუქტის მოყვანა? დიდი ძალისხმევა გჭირდებათ?
- სიმართლე გითხრათ, დიდ სირთულეებს არ ვხვდები ამ კუთხით, შედარებით მცირე მოდის მოსავალი, მაგრამ გაცილებით ხარისხიანი და შესაბამისად ფასსაც მეტს მიხდიან პროდუქციაში.
- რა ტიპის სასუქს იყენებთ მოსავლისთვის და რა სიხშირით?
- ვენახში სპილენძის და გოგირდის შემცველ პრეპარატებს ვიყენებ მინიმალური დოზებით, მე თვითონაც ვაყენებ მცენარეულ ნაყენებს მეგობრების დახმარებით, რაც საკმაოდ ეფექტურია, როგორც მავნებლებთან საბრძოლველად, ასევე ნიადაგის გასანოყიერებლად და მცენარის გამოსაკვებად.
- ქართულ ბაზარზე ბიოპროდუქტზე დიდი მოთხოვნაა?
- როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი მოთხოვნაა, საზოგადოება მაღალ ინტერესს იჩენს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიმართ. მიწოდებას გაცილებით აღემატება მოთხოვნა. ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას სურათებით და ვიდეოებით სოციალურ ქსელში ვასაჯაროებ, შესაბამისად, ვისაც აინტერესებს შეუძლია თვალყური ადევნოს, თუ როგორ მომყავს პროდუქცია და სრული ინფორმაცია ჰქონდეს მის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ბიო-სერტიფიკატი არ მაქვს (რაც კიდევ უფრო არ გამიზრდიდა პროდუქციის თვითღირებულება), საერთოდ არ შემქმნია პრობლემა რეალიზაციაზე.
- თქვენი ნაწარმის რეალიზებას როგორ ახერხებთ?
- რეალიზაციისთვის ისევ სოციალურ ქსელს ვიყენებ, რაც ძალიან მიადვილებს საქმეს.
ასევე იხილეთ: ბიოსახლი კახეთში და ოჯახი, რომელმაც თბილისურ კომფორტს სოფლის სიძნელეები არჩია
- სულ ახლახან დაიწყეთ ნამჯის სახლის აშენება. რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდით აშენებულ სახლს?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმთავრესი უპირატესობა არის ენერგოეფექტურობა, ზაფხულში გრილია და ზამთარში თბილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაძვირდა ხე-მასალა, მაინც საკმაოდ იაფი ჯდება აშენება, თან ძალიან ლამაზი და განსხვავებულია.
- რა ეტაპებს გადიხართ მშენებლობის დროს და ახლა რა ეტაპზე ხართ? როდის ფიქრობთ დასრულებას?
- ამჯერად უკვე მოხდა სახურავის დაფარება და შემდეგი ნაბიჯი კედლების გალესვაა, სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე მოვახერხებ სრულად დამთავრებას.
- ძვირი სიამოვნებაა ნამჯის სახლის აშენება? ფასი დაახლოებით საიდან სადამდე მერყეობს?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არის გაძვირებული ხე-მასალა, მაინც არ ვფიქრობ, რომ ძვირი სიამოვნებაა. პირველი ნამჯის სახლი როცა, აშენდა 1 კუბი ფიცარი 350 ლარი ღირდა, ახლა კი 620 ლარი ღირს, შესაბამისად, დაახლოებით 10-12 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს ფასი, ჯერჯერობით ვითვლი ხარჯებს და ზუსტი ციფრები დასრულების შემდეგ მეცოდინება.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ ვგეგმავ მარნის აშენებას ჩემს მიწაზე და ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოებას, ასევე გავაკეთებ თონეს და გამოვაცხობ წითელი დოლის პურს, ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში მომცემს შესაძლებლობას აგროტურიზმი განვავითარო გარეჯის გზაზე. კიდევ მაქვს ძალიან საინტერესო იდეები, რომლებზეც მომავალში ვისაუბრებ ხმამაღლა.
მერი ბლიაძე

კომენტარები