წალენჯიხის 120 წლის წინ თურქების მიერ აშენებული ოთხბუხრიანი ოდა ინტერნეტჰიტად იქცა

სოციალურ ქსელში ოთხბუხრიანი, უძველესი ოდის ფოტო გავრცელდა, რომლის შესახებაც ეწერა რომ თურქების მიერ არის აშენებული ჯერ კიდევ 1895 წელს... ოდა ძალიან ბევრ დამსვენებელს იზიდავს და როგორც დამსვენებლები მიიჩნევენ, ზაფხულობით ამ ოდაში დასვენება და ძილი ძალიან დიდი ბედნიერებაა... ოდაზე მისი ბინადარი – გვანცა ფიფია გვესაუბრა...

- წალენჯიხის რაიონის სოფელ – მუჟავაშია ეს უძველესი, ხის სახლი. ოდა 1994-1995 წლებში აშენდა თურქების მიერ და დღეს უკვე 120 წელზე მეტი ხნისაა... ოდა გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ ჩვენს სოფელში ერთადერთია შემორჩენილი. ამიტომაც მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობს... აღსანიშნავია
რომ სრულიად პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. მხოლოდ სახურავი შევუცვალეთ რამდენიმე წლის წინ, რადგან მთლიანად სახლის განადგურების საფრთხე იქმნებოდა... ჩვენს ეზოში ჩვეულებრივი, თანამედროვე სახლიც დგას, სადაც მუდმივად ვცხოვრობთ და ოდა საპატიოდ სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. დამსვენებლებს ყველას ოდაში სურთ ყოფნა. ვინც კი უცხო მოდის, ყველა ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს და ისევ სურთ მოსვლა... 


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ლია 2021-09-27 17:29
რა თურქი არ გრცხვენიათ ყველაფერს რომ გვიკარგ ავთ ავად!ესაა კოლხური ოდა-,ჯერ გაიგეთ,რა არის ო და !
lazo 2018-08-03 17:00
თურქები არ კიტრი. ლაზური ოდებია. ეახც არის ლაზეთში და სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეში ანალოგიური სახლები, თან ბლომად!
dito 2018-06-30 15:12
რა სისულელეა, ხალხო... რა თურქები, რისი ყიზილბაშები... ლაზი ოსტატები იყვნენ და არიან საუკეთესო დურგლები. სახლი მათი აშენებულია!!!
ბბბ 2018-03-23 16:08
რა თურქები, მთელი იმერეთი, სამეგრელო გურია სულ ასეთი სახლები იყო და ბევრი დღესაც არის ქარტველების აშენებეული. რა ყველგან თურქები აშენებდნენ? მაგათგან ნგრევის და პარტახის მეტი არაფერი ყოფილა
1.1 2018-03-12 17:09
მაგნაირი ოდები და უფრო ძველიც გურიაში მრავლადაა, უბრალოდ რეკლამა აკლია :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები