ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა გაგვიშუქებია, როდესაც ქალაქში მცხოვრები ადამიანები სოფლებს უბრუნდებიან, მეურნეობას აწყობენ, ცდილობენ, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანონ, საკუთარი ოჯახისთვისაც გამოიყენონ და შემოსავლის წყაროდაც აქციონ. ქალაქებში დაბინძურების დონემ და ეკოლოგიურმა საფრთხეებმა უკვე სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, სოფელს მიაშუროს და იქ დაიწყოს ახალი ცხოვრება.
ეს პოსტი ერთ ჩვეულებრივ ქართველ დედას, პოეტს მანანა ზურაშვილს ეკუთვნის და ბევრის სათქმელს ამბობს:
"მძულს არა და აღარ მინდა ქალაქი... აღარ მინდა, გენმოდიფიცირებული და სასიკვდილოდანამატებიანი საკვები ვაჭამო შვილებს, მშობლებს! არ მინდა,
ტყვიით დაბინძურებული საწვავის გამონაბოლქვი ვასუნთქო!!! არ მინდა, ჰქონდეთ წვდომა იმ დამაზომბირებელ ქსელებთან!!! მინდა, რომ ისეთი ბავშვობა ჰქონდეთ, როგორც მე მქონდა!!! მინდა, სალმონელიანი და ბოტულიზმიანი ხორც-რძის პროდუქტები აღარ მოვიხმარო და ჩემი ხელით ჩამოწველილი რძე და შეყენებული მაწონი ვაჭამო!!! მინდა, უამრავი ფრინველი მყავდეს, შევძლო და დავამუშავო იმხელა მიწის ნაკვეთი, რომ ოჯახის საკმარისი ბოსტნეული მოვიყვანო!!!! მინდა, ხილის ნერგები დავამატო ეზო-ყურეს და აღარაფრის ყიდვა აღარ უწევდეთ, ყველაფერს მე ვუგზავნიდე!!! წამიყვანეთ სოფელში!..
ამოვიდა ეს ბუქიანი... ჭუჭყიანი... აჭრელებული... გაღლეტილი... გატუტუცებული და გამაიმუნებული ქალაქი ყელში!!!!!"
პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე კომენტარს აქვე გთავაზობთ:
"ბოლო წლებია ეგ აზრი და სურვილი მიტრიალებს თავში.. როგორ მინდა ერთი, მთიანი კოპწია სოფელი... ნეტავ გამაჩნდეს სადმე".
"სახელმწიფო რომ კრიჭაში გიდგას და არანაირ რესურსს არ გიტოვებს! მიწებს გაგისხვისებს და მეზობლად ვიღაც სხვა აღმსარებელი მიცვალებულს ააბურბურებს და ცხვირი, ხორცი და ძვლებიც რომ გეწვის სიმწრისგან! დასაქმებით ვერსად დასაქმდები და შვიდსულიან ოჯახს ჰაერში ვერ გამოკიდებ, ვერ წახვალ "ჰაერზე" მხოლოდ.... ეჰ... სულ მცირე წახალისება... სულ მცირე კომპენსაციები და ასობით ოჯახი დაუბრუნდებოდა კერიებს..."
"ამას სვანის მეტი ვინ იზამდაო... აუცილებლად გაიფიქრებთ! ერთოთახიანი ბინა გავყიდე თბილისში (შემოსავლის წყარო) და თეთრიწყაროს ერთ სოფელში ვიყიდე სახლი. ძროხა და დამბალხაჭო არა, მაგრამ ბევრი რამე მაქვს ნატურალური. მოკლედ, ჩემი სვანეთი მოვიწყვე და უუჰ რა კარგია!!!!"
"ქალაქის მოსახლეობას გაუჩნდა სურვილი სოფელში შეიძინოს სახლები. ჩემთან, ორი წლის განმავლობაში ათმა თბილისელმა შეიძინა სახლი. ეს ძალიან კარგია!"

კომენტარები