მაღალმთიან ქართულ სოფლებს დღეს, ძირითადად, მოხუცები აცოცხლებენ. მათი დაუზარელი მუხლისა და გაუტეხავი სულის წყალობით, ჯერ კიდევ ამოდის კვამლი ძველისძველი სახლებიდან.
ცოტა ხნის წინ კინტრიშის დაცულ ტერიტორიას ჟურნალისტების ჯგუფი ესტუმრა. მათ შორის ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია მომავალ კოლეგებს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლის. ეს ფოტორეპორტაჟიც მან მოგვაწოდა.
ოლიკო ცისკარიშვილი:
"სოფელ დიდვაკეში, 87 წლის შოთა ბაბუმ გვიმასპინლა... ხალისიანი, მშრომელი მოხუცია. მიწას ამუშავებს, ფუტკარსაც უვლის. 800-900 კილო თაფლს ვიღებო.
მამამისი 104 წლის გარდაცვლილა. ახლომახლო სოფლებში სულ 80-ს მიტანებული მოხუცები ცხოვრებენ. კილომეტრებს გადიან ფეხით,
რომ ერთად შეკრიბონ... ჩაუსხდებიან და სვამენ, ლაპარაკობენ.
კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. ტურისტებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ნაკრძალის მოსანახულებლად ივლის-აგვისტოა.
ჩვენ გაგვიმართლა, კარგი ამინდი იყო. 40 კილომეტრიან გზის გავლას 4 საათზე მეტი მოვანდომეთ მაღალი გამავლობის მანქანით, თუმცა გზად სოფელ ხინოშიც შევჩერდით, სადაც ადრე 600-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად შვიდი ოჯახია შემორჩენილი".
ვლადიმერ ქარცივაძე, 74 წლის, ხინოს მკვიდრი.
"სოფელი უპატრონოდაა დარჩენილი. ძირითადად ცხოვრობს სამი კომლი, დანარჩენები აქ მხოლოდ 9 თვე ცხოვრობენ. ყოველთვის მინდოდა აქ ვყოფილიყავი და აქ ვარ. აქაა ჩემი სული და გული, აქაა ჩემი ცხოვრება.
ფუტკარს ვუვლი. ზოგი მე ვიყიდე, ზოგიც მთავრობამ მომცა. ფუტკარს მიხედვა უნდა. აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვითქვავ სულს, ქვევით რომ ჩავდივარ, იქ ვიხრჩობი. ტურიზმის განვითარებისთვის სერიოზული ტერიტორიაა. ყველა ქვის და ხის ძირი ვიცი, უკაპიკოდ რომ ვემსახურო. მაინც ვემსახურები, იმიტომ რომ მიყვარს ეს კუთხე.
მაღაზია აქ არ გვაქვს, მოსასვენებელი არ გვაქვს. არადა, ტურისტებს აინტერესებთ. მაინტერესებს, რომ სოფელი ფეხზე დადგეს. თუ პირობას შეუქმნის სახელმწიფო, დაბრუნდება ახალგაზრდობა. უნდა შეკეთდეს გზები, განვითარდეს ტურიზმი, პირობები შეიქმნას."
მოხუცები უშუქობას უჩივიან. იხვეწებიან, რომ ზამთარში მაინც ჰქონდეთ სინათლე...

კომენტარები