წყვილმა გადაწყვიტა, თავი აერიდებინა იპოთეკისთვის და სახლი გამოქვაბულში აიშენა

საცხოვრებელი სახლის პრობლემა ადამიანებს ახალ-ახლი იდეებისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ თუ იპოთეკისთვის თავის არიდებაც სურთ.
აი, მაგალითად, არიზონას შტატში (აშშ) მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი ორდონიანი სახლის შესაქმნელად კლდის ნაწილის აფეთქება გადაწყვიტა, შედეგად კი ამ საოცარი უძრავი ქონების მეპატრონეები ყოველდღიურად ტკბებიან ულამაზესი ხედებით, სიგრილით, უსუფთავესი ჰაერით და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვთ არანაირი ვალი.


ქეითი და რენდი ყოველთვის ოცნებობდნენ ჩულოს კანიონის მახლობლად დასახლებაზე. როდესაც მიეცათ შანსი მახლობლად მიწა ეყიდათ, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან, იცოდნენ, რომ ეს შენაძენი მათ ოცნებას ფრთებს შაესხამდა.


თუმცა აღმოჩნდა,
რომ 15 ჰექტარზე არ იყო ისეთი მოსწორებული ადგილი, სადაც სახლის მშენებლობის დაწყება იქნებოდა შესაძლებელი, მეტიც, ირგვლივ სულ კლდეები იყო. სწორედ ეს ფაქტი იყო მიზეზი იმისა, რომ წყვილი ახალი შენაძენით ტკბობას მხოლოდ დასვენებებზე ახერხებდა და ამ ადგილს მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად სტუმრობდნენ.


ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მათი ყურადღება ძლიერი აფეთქების ხმამ მიიქცია. თავდაპირველად ძალიან შეშინდნენ, თუმცა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ამ აფეთქებით მათი მეზობელი ადგილს აფართოვებდა სახლის ასაშენებლად. აი, მაშინ მიხვდნენ, რომ დრო იყო საკუთარი ოცნებაც განეხორციელებინათ.


წყვილმა შეარჩია შესაფერისი ადგილი, მოიწვიეს სპეციალისტები, დეტალურად შეისწავლეს ყველა ნიუანსი. აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ გამოქვაბულს ჩაუტარეს გამაგრებითი სამუშაოები, რათა დროთა განმავლობაში ქვები არ ჩამოცვენილიყო.


ქეითს და რენდის 5 წელი დაჭირდა კომფორტული მიწისქვეშა სახლის მოსაწყობად. საბოლოოდ კი მოხერხდა შესანიშნავი სასტუმრო ოთახის, დიდი ჰოლის, რამდენიმე კორიდორის, სამი საძინებლის (თითოეულს თავისი სველი წერტილი აქვს), დიდი სამზარეულოს, სასადილო ოთახის, ბიბლიოთეკის, სახელოსნის, საბილიარდოს და კიდევ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ოთახის გაკეთება.



გამოქვაბულის შესასვლელთან იყო ერთი პატარა სწორი ადგილი, სადაც ვერანდა გააკეთეს. აქედან კანიონის საოცარი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. ამ შენობაში მოაწყვეს პატარა საძინებელი და ზამთრის ბაღი. სააბოლოოდ კი, ყველა ოთახის ჩათვილით, მიიღეს 277 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი.



სახლში კედლები ქვის არის, თითქმის ხელშეუხებლად დატოვეს, უბრალოდ სპეციალური მასალით დაამუშავეს, რათა კონდენსატი არ დარღვეულიყო და ქვები არ ჩამოცვენილიყო. იატაკი ზოგან ქვის არის, ზოგან გამოყენებულია მეტლახი.



წყვილმა ამ სახლში რამდენიმე წელი იცხოვრა, თუმცა მოგვიანებით მისი გაყიდვა გადაწყვიტა და 987,5 ათას დოლარად გაყოდა. ახალი მფლობელები ამ ადგილს მილიონ დოლარად აფასებენ.



გამომდინარე იქიდან, რომ გამოქვაბული საკმაო სიღრმეზე მდებარეობს აქ ტემპერატურა უცვლელად არის შენარჩუნებული. თანამედროვე ვენტილაციის წყალობით კი ამ სახლის ბინადრებს არც ნესტი აწუხებთ.







კომენტარები

გივი 2020-06-12 09:12
ამერიკული ზღაპარი, ეს იმდენი დაჯდებოდა არაჩვეულებრივ სახლს იყიდდნენ ნებისმიერ ადგილზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები