ეკოსახლი 500 დოლარად: წყვილმა ეს უჩვეულო სახლი უღრან ტყეში ააშენა


ნებისმიერ ჩვენგანს უოცნებია ოდესღაც ზღაპრულ სამყაროში ცხოვრებაზე თუმცა ამ ოცნების რეალიზება არც ისე მარტივია. აი, ნიკი და ლოლა კი ისე მოიხიბლენ ამ ზღაპრული ხედით, რომ გადაწყვიტეს რადაც უნდა დაჯდომოდათ საკუთარი ოცნებისთვის ფრთები შეესხა.



ნიკი პროფესიით ფოტოგრაფია და არ გაჭირვებია ოცნების სახლის წარმოსახვა. წყვილმა საკმაოდ კრეატიულ ხერხს მიმართა და სახლი ფანჯრის ჩარჩოებით ააშენა.



ნიკს და ლილას არ ქონდათ იმის საშუალება, რომ სახლის მშენებლობისთვის სოლიდური თანხები გაეღოთ და ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.
მათ ძველი ფანჯრების ჩარჩოები ფაქტობრივად კაპიკებად შეიძინეს და მშენებლობას შეუდგნენ.
სახლის მშენებლობა წყვილს სულ 500 დოლარი დაუჯდა. მათ გადაწყვეტილებას ახლობლები სერიოზულად არ აღიქვამდნენ თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.



ამ საოცარი სახლის აშენებას თვენახევრი დაჭირდა.



სახლი აღჭურვილია ფეჩით, რომლეზეც შესაძლებელია საჭმლის მომზადება და ასევე ეს ფეჩი უზრუნველყოფს სახლის გათბობას.



სახლი ღამ-ღამობით, როდესაც შუქები ინთება, მართლაც ზღაპრულ ადგილს გავს. თავად წყვილი კი დარწმუნებლია, რომ საცხოვრებლად და შემოქმედებითი თვალსაზრისით უკეთესი ადგილის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელია.



კომენტარები

ირინოლა 2020-05-06 23:19
"ფეჩი", ეტობა, ძველი ქართული სიტყვაა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები