იტალია ქვეყნის ულამაზეს სოფელში უცხოელებს მთელი წლით უფასოდ ცხოვრებას სთავაზობს


სტუმარს სამსართულიან თაუნჰაუსს სთავაზობენ. მთავრობას ასე სოფლის მიმართ ინტერესის დაბრუნება სურს, ასევე მისი პოპულარიზაცია ტურისტებში.
გიკვირთ, ალბათ, და არარეალურადაც გეჩვენებათ, თუმცა იტალიაში, სოფელ სამბუკაში, ახლადრესტავრირებულ სიცილიურ სახლში უფასოდ ცხოვრებაა შესაძლებელი. შეთავაზება მოქმედებს პროგრამა "სახლი 1 ევროდ" ფარგლებში. სწორედ ამ პროგრამით სურს ადმინსტრაციას ტურისტების"მკვდარ"  სოფელში მიზიდვა.



ეს შესაძლებლობა ადამიანებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ხალხი ერთი წლით ჩაესახლებინა ამ იტალიურ სოფელში. კანდიდატებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ წაყენებული: მსურველი უნდა იყის 18 წელს ზემოთ, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, საუბრობდეს თავისუფლად, იტალიურის ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება.
შერჩეულ კანდიდატი მთელი წელი უფასოდ იცხოვრებს ულამაზეს სახლში. სახლში ცხოვრება ნებადართულია მეგობართან, პარტნიორთან ან ოჯახთან ერთადაც კი.



მინიმალური ვადა სახლში ცხოვრებისა სამი თვე გახლავთ. დანარჩენი ცხრა თვის განმავლობაში კი ერთი ან რამდენიმე ოთახის ტურისტებზე გაქირავებაა ნებადართული.
ქირის თანხა გამქირავებელს რჩება. იღბლიან კანდიდატს მუშაობის საშუალებაც მიეცემა. ასევე შესთავაზებენ იტალიური ენის და იტალიური სამზარეულოს შესწავლის კურსებს.



პროგრამაში მონაწილის განკარგულებაში სამსართულიანი თაუნჰაუსი იქნება.



სახლი მთლიანად არის რესტავრირებული, თუმცა შენარჩუნებული აქვს ისტორიული სახე, ფასადი.
მთავარი საძინებელი , აბაზანა და პატარა მისაღები პირველ სართულზეა.




მეორეზე განთავსებულია კიდევ ერთი მისაღები, სამზარეულო, კაბინეტი და აბაზანა.
მესამე ოთახს მთლიანად სასტუმრო ოთახი იკავებს დიდი გასაშლელი დივნით. ეს ოთახი ასევე დამატებით საძინებლად შეიძლება გამოიყენონ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები