მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე ჩვენში ცნობილი კასტინგ-მენეჯერია. მის გარეშე საქართველოში კინოს თითქმის არავინ იღებს. ქალბატონმა ეკამ ზუსტად იცის, მსახიობების როლზე შერჩევა. ამ საქმის უკვე 18-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მასობრივად მაინც პოპულარული სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ იცნობენ. ამ პროექტის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ეკა მჟავანაძე:
- დედულეთში, სამეგრელოში ეზო-კარი ოჯახთან ერთად ააბაღნარეთ. ამაზე ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ კიდეც. ახლა ამ კუთხით რა ხდება?
- ბაღნარის კიდევ უფრო სრულყოფა გრძელდება. არ ვჩერდებით. ვალამაზებ და გავალამაზებ. სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) არის ჩემი სამოთხე,
სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. გაზაფხულს მოუთმენლად ველოდები ხოლმე, რომ ჩავიდე. ფანჩატურს ვეძახით, მაგრამ რაღაც მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი გავაკეთეთ... სახელმწიფო პროგრამით მოცვი რომ დავრგეთ, შარშან მოსავალი უკვე ავიღეთ. წელსაც ასხია და შედეგებს ველოდებით. ახლა პირველად დავსვი კრუხი, ძალიან დამაინტერესა, ვნახოთ, აქედან რა გამოვა. მითხრეს, 18 დღეში გამოჩეკავსო... ვნახოთ. მოკლედ, ვაქტიურობთ.
- ვიცი, რომ თბილისში, ვერაზე, თბილისურ ეზოში გაიზარდეთ... როგორი იყო ის ეზო, გავაცოცხლოთ...
- ბარნოვისა და ბელინსკის (ახლა უკვე ჭოველიძე) კუთხეში, 35 ნომერში ვცხოვრობდი. რომ ვუყურებ, სულაც არ არის დიდი, მაგრამ მაშინ დიდად მეჩვენებოდა. ბავშვებს სარბენი გვქონდა, ასფალტი იყო დაგებული და სხვადასხვა თამაშებში ეს ხელს გვიწყობდა. კლასობანა მიყვარდა, კიდევ ბევრი თამაშით ვერთობოდით. ერთი გოგო ვიყავი, დანარჩენი - ბიჭები. თამაშს რომ ვიწყებდი, პირველი ვარ, დავიძახებდი, ვერავინ მასწრებდა... კარგად მახსოვს მეზობელმა თავის გაფუჭებული „კალასკიანი“ მოტოციკლი ერთ ადგილას რომ დააყენა, სადაც 2 წელი იდგა. ის მოტოციკლი ჩვენთვის იყო ცხენიც, მანქანაც და ყველაფერი. მასზე ფილმებიდან ეპიზოდებს განვასახიერებდით, კონცერტებს, სპექტაკლებს ვმართავდით. სარეცხის თოკებზე ფარდას, ან ზეწარს ვაფარებდით, ხალხს გვერდით ეზოდანაც ვეპატიჟებოდით, მოსაწვევებს ფერადი ფანქრებით ვაფორმებდით და იქვე იყოს ფასიც - 10 კაპიკი.
სპექტაკლის მერე იმ შეგროვილი ფულით ბაქრაძის ქუჩიდან, გემრიელი მზესუმზირა მოგვქონდა. ძალიან მხიარული ეზო იყო… მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ხის იატაკი იყო, აივანზე, ხან ვისი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავაკაკუნებდი, ხან - ვისი. ძირითადად უფროსი დების და დედის. მერე ქვედა სართულიდან იყო ამოძახება, - გაიხადე, თავი აგვტკივდა. ვიცვამდი დედის სამოსსაც, გარდასახვა სულ მაინტერესებდა. სარკესთან ვიდექი ხოლმე. ერთხელ თეატრალური გრიმი მაჩუქეს და იმით ვითხაპნებოდი... ურთიერთობები მაინც სხვანაირი იყო. იყო სიცილი, წყენა, ჩხუბიც, მერე იმ საქმეების გარჩევა. იყვნენ ჩაკეტილი მეზობლებიც... დედა ექიმი რომ იყო, დასახმარებლად ხან ვინ ეძახდა, ხან ვინ. ბებიას სამზარეულო ჰქონდა ჩაბარებული და მისი მომზადებული კერძების სურნელი ეზოში ტრიალებდა... უგემრიელესი კერძების, ნამცხვრების გაკეთება იცოდა, ფანტასტიკური მეოჯახე იყო... ეზოს საინტერესო ხალხიც სტუმრობდა, მათ შორის, ქართლოს კასრაძე, საშა დადეშქელიანი. ფერადი ბავშვობა მქონდა, ასეთივე ეზო. ახლა, სიზმრებსაც რომ ვნახულობ, სულ იქ ვარ.