რატომ არ უნდა დადგათ საწოლი კედელთან და როგორ მოქმედებს ძილზე საწოლის მდებარეობა


მრავალი კვლევის მიხედვით, ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს. ამ დროს ორგანიზმი ძალებს აღიდგენს - კოლაგენი და მისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები აქტიურად იწარმოება და ტოქსინები გამოიყოფა.
შესაბამისად, ხარისხიანი ძილი ადამიანის სიჯანსაღისა და ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლის მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორ გრძნობთ თავს ადამიანი. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ საწოლი კედელთან ახლოს არ უნდა დავდგათ. რატომ?
რომ დავუკვირდეთ, ამას ძალიან მარტივი, ლოგიკური ახსნა აქვს. კედელთან განთავსებული საწოლის არსებობის შემთხვევაში გაცილებით რთული იქნება იატაკის გაწმენდა და მის ქვეშ ჩავარდნილი ნივთების ამოღება,
რადგან ღიაა მხოლოდ ერთი მხარე.

გარდა ამისა, კედელი ხელს უშლის ჰაერის სწორ ცირკულაციას. შედეგად, ლეიბი შესაძლოა ზედმეტად დატენიანდეს. თეთრეულის გამოცვლაც რთული პროცესი იქნება, აღარაფერს ვამბობთ საწოლის ყოველდღიურ გასწორებაზე - მას ხომ გვერდიდანაც კი ვერ შემოუვლი.
ასევე, თუ ადამიანს მარტო არ სძინავს წყვილს გაუჭირდება ძილი. დიდი ალბათობით ერთი მეორეს გააღვიძებს. არასწორად განთავსებულმა საწოლმა შესაძლოა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გართულებაც კი გამოიწვიოს.

როგორ უნდა იდგეს საწოლი ოთახში? ყველაზე სასურველი ვარიანტია საწოლის მზიდი კედლის მახლობლად განთავსება. ამავდროულად, სასურველია, რომ საძილე ადგილი კედელს ეყრდნობოდეს თავით და არა გვერდით.
გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. არც ფანჯარასთან ღირს საწოლის დადგმა. არც კონდიციონერები უნდა იყოს მიმართული საწოლისკენ.
საწოლი არ უნდა იდგეს არც კარის მოპირდაპირედ. ასე ადამიანი ძილის დროს თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. გახსოვდეთ, რომ კარგი ძილი ჯანმრთელობის გასაღებია, ხოლო სწორად მოთავსებული საწოლი კარგი ძილის საწინდარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები