როგორ გავხადოთ საწოლი უფრო კომფორტული - ბიუჯეტური იდეები


მშვიდი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ და ხელს არაფერი გვიშლიდეს. არადა, ხელის შემშლელი ფაქტორი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად ზეწარი, რომელიც ცურავს, ხელს უშლის კარგად გამოძინებას. შუა ღამეს დაჭმუჭნულ თეთრეულში გამოღვიძება ძალიან უსიაოვნო და არაკომფორტულია. კომფორტული პოზიციის პოვნის მცდელობა კი იწვევს გაღიზიანებას და არ გაძლევთ საშუალებას სრულფასოვნად გამოიძინოთ. არადა, ყველას გვქნია შემთხვევას, როდესაც ზეწარი მატრასზე არ ჩერდება, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს: არასწორი ზომა, ცუდად გადაფარებული ზეწარი ან და ძალიან
პრიალა მასალა. თუმცა არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელიც აღნიშნული დისკოფორტის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ზეწრის შესაკრავები
ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალური სამაგრები და შესაკრავები ნამდვილ ხსნად იქცევა. ისინი მაგრდება თეთრეულის კუთხეებზე და მჭიდროდ იჭერც მას, რაც ხელს უშლის ჩამოცურებას. ასეთი მოწყობილობები მარტივი გამოსაყენებელია, დიდხანს ძლებს და შესაფერისია ნებისმიერი ზეწრისა და ლეიბისთვის. თუმცა, მათ ყველა მაღაზიაში ვერ ნახავთ.

ლეიბის საფარი სრიალის საწინააღმდეგო ზედაპირით
სპეციალური საფარი ხელს უშლის თეთრეულის სრიალს, ქმნის დამატებით ფენას ლეიბსა და ზეწარს შორის, რაც ხელს უშლის სრიალს. შედეგად, თეთრეული რჩება ადგილზე და ხელს არ უშლის მშვიდ ძილს. გარდა ამისა, ასეთი აქსესუარი იცავს ლეიბს ჭუჭყისა და ცვეთისგან, ხდის საწოლს უფრო რბილს და კომფორტულს.


მორგებული ზეწარი
ზეწარი, რომელსაც პერიმეტრზე ელასტიური ზოლი აქვს, მჭიდროდ ერგება ლეიბს და არ სრიალებს ძილის დროს აქტიური მოძრაობის დროსაც კი. თეთრეულის გადაკვრა და მოხსნა მარტივია და უზრუნველყოფს საძილე ადგილის იდეალურ სიგლუვეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ პროდუქტის სწორი ზომის არჩევა ლეიბის პარამეტრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ან ძალიან თავისუფალი იქნება, ან ძალიან მჭიდრო.

უფრო დიდი ზეწარი
თუ ლეიბი საკმარისად მაღალია, შეგიძლიათ შეამციროთ სრიალის ალბათობა უფრო დიდი ზეწრის შეძენით. რაც უფრო მეტი ქსოვილია, მით უფრო საიმედოდ შეგიძლიათ პროდუქტის კუთხეების ჩაკეცვა. თუმცა ძალიან დიდი ზომის თეთრეული ნაკეცებად შეიკრიბება, ამიტომ ეს საუკეთესო ვარიანტი არ გახლავთ.


"შპილკები"
ფარდის სამაგრები შეიძლება იყოს პრობლემის ბიუჯეტური გადაწყვეტა. ისინი ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსაყენებელია. რა თქმა უნდა, ასეთი შესაკრავები ისეთი ესთეტიურად სასიამოვნო არ გამოიყურება, როგორც სპეციალური დამჭერები, მაგრამ ისინი საიმედოდ ამაგრებენ ზეწარს. ამ ვარიანტის ერთი ნაკლი ის არის, რომ დამჭერებს შეუძლიათ კვალის დატოვება თეთრეულზე.

კომენტარის დამატება