ქართულ მთის სოფლებში ძალიან ბევრი სახლია, რომლის კარიც წლობით არ იღება. ეს სახლებიც წლიდან წლამდე ელიან პატრონებს, მათგან გაღებულ კარის ჭრიალს და ფანჯარაში შემოჭრილ მზის სხივს. ზოგჯერ კი ეს მოლოდინი წლობით გრძელდება და დასასრულიც არ უჩანს. ამჯერად რაჭის სოფლებში შემორჩენილ სახლებს წარმოგიდგენთ, მათთვის დამახასიათებელი ხის აივნებითა და ქვით ნაშენი "პალატებით". დღეს ასეთ სახლებს თითქმის აღარავინ აშენებს. მომავალში ვეცდებით, ტრადიციული წესით ნაგები სახლები საქართველოს ყველა კუთხიდან გაჩვენოთ. შეიძლება მათი დანახვისას ბევრს გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ შინ ხართ.
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება
კომენტარები