როგორ აქცია წყვილმა ძველი ბეღელი კომფორტულ სახლად: "არც ხელოსნების ფული ჰქონდათ და არც ძვირიანი მასალების"


ვინც მრავალი წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ყოველთვის ოცნებობს საკუთარ სახლზე, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად, თუ ოდნავი შესაძლებლობაც კი გაჩნდება. ასე დაემართა ტეხასელ წყვილს, რომლებმაც ისარგებლეს შესაძლებლობით და თავიანთი ოჯახისთვის საკუთარი ხელით "შექმნეს" სახლი. რაც მთავარია, ეს გააკეთეს მიტოვებული ბეღელის გადაკეთებით.

რთული გზა გაიარეს მეუღლეებმა ქეით და მაიკლ კრებებმა, რომლებიც დიდი ხანი გაურკვევლობაში იყვნენ, თუ როგორ უნდა შეეძინათ საკუთარი სახლი, რათა თავი დაეღწიათ ქირისგან, რომელიც ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს "ჭამდა".

ბოლო წვეთი იყო შეზღუდვები პანდემიის დროს, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა
სიტუაცია ოჯახში. სწორედ იმ მომენტში მაიკლმა ბებია-ბაბუისგან მემკვიდრეობით მიიღო 28 ჰექტარი მიწა ტეხასის შტატში, ფაიეტვილში. მაგრამ წმინდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე არსებული შენობებიდან მხოლოდ ერთი დარჩა - დანგრეული ბეღელი, რომელიც მაინც შეიძლებოდა რაღაცნაირად საინტერესო ყოფილიყო, როგორც ტრანსფორმაციის ობიექტი. ამ გარემოებას წყვილს სულაც არ აღუშფოთებია, პირიქით ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილი გაუჩინა.

წყვილმა, აქტიურად დაიწყო ტრანსფორმაციის პროექტის შემუშავება, შთაგონებულები იყვნენ საინტერესო მაგალითებით, რომლებიც მათ ინტერნეტში იპოვნეს და საკუთარი სურვილები. მათ ეს თავად უნდა გაეკეთებინათ, რადგან არ ჰქონდათ ფინანსური საშუალება პროფესიონალების, ასევე მშენებლებისა თუ დურგლების დასაქირავებლად.

პირველი ნაბიჯი იყო მრავალი ათწლეულის მანძილზე დაგროვილი ნაგვის მოშორება და ბეღელის ხის სტრუქტურის გამაგრების დაწყება, რომელიც უკვე შერყეული და სახიფათო იყო. ასევე საჭირო იყო ფანჯრების დამატება და ჭერის ნაწილობრივ აწევა, რათა მომავალი სახლის პაწაწინა სივრცე არ ყოფილიყო დამთრგუნველი.

მათ ასევე დაამატეს ტერასა, რამაც ხელი შეუწყო გამოსაყენებელი ფართობის გაზრდას; ის გახდა ადგილი, სადაც ოჯახს შეეძლო უფრო თავისუფლად დასვენება, კომუნიკაცია და სადილი ან ვახშამი. ორი პატარა ქალიშვილისთვის ტერასა გადაიქცა ზონად, სადაც შეუძლიათ ითამაშონ. მათ ასევე აქვთ წვდომა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეუძლიათ სირბილი ან ველოსიპედის ტარება, მთელი დღე სუფთა ჰაერზე გატარება.


მაგრამ იმისთვის, რომ თავად სახლი ასეთი სასიამოვნო ადგილი ყოფილიყო, ბევრი შრომა მოუწიათ, რადგან 26 კვ.მ ფართობზე ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემდნენ. საჭირო იყო ყველაზე კომფორტული პირობების შექმნა ერთდროულად ოთხი ადამიანის საცხოვრებლად. საბოლოოდ მათ მიიღეს შთამბეჭდავი, საკმაოდ გემოვნებით მოწყობილი კომფორტული სახლი, რომელში ცხოვრებაც ნამდვილად სასიამოვნო იქნება მოსიყვარულე ოჯახის წევრებისთვის.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები