გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა

ჩვენს დრო­ში სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი ბევ­რი მი­ნა­ხავს, ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში დაბრუნე­ბუ­ლი - ცო­ტა. “ში­ნის” გუ­რუ­ლი მას­პინ­ძე­ლი, და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. და­კას (ა­სე ეძა­ხი­ან და­რე­ჯანს ში­ნა­უ­რუ­ლად) სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­სე­ბუ­რია, მი­სი დი­ზა­ი­ნით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ხედ­ვა სახ­ლის თი­თო­ე­ულ კუთხე-კუნ­ჭულ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა. ლა­მა­ზად მოვ­ლი­ლი ეზოც თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბათ. ახ­ლა სწო­რედ აქ მას­პინ­ძ­ლობს ნაც­ნობ-მე­გობ­რებს - კე­ცებ­ზე გა­მომ­ცხ­ვა­რი უგემ­რი­ე­ლე­სი ხა­ჭა­პუ­რე­ბით, სახ­ლ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო-არ­ყით და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­სი ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი

საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გით - ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სუფ­თა, სან­დო ჩი­რით. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო...



- მე ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ვარ, ხი­დის­თავ­ში ჩე­მი მე­უღ­ლე ცხოვ­რობს. ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა­ი­ონ­ში წა­მო­ვე­დი და ჩე­მი პრო­ფე­სი­ით, ქი­მი­კო­სად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. 90-იანი წლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი წარ­მო­ე­ბა გა­ჩერ­და, ჩე­მი სამ­სა­ხუ­რიც და­ი­ხუ­რა. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ზე­თის გა­კე­თე­ბა წა­მო­იწყეს, უფ­რო სწო­რად, გა­აგ­რ­ძე­ლეს. ჩო­ხა­ტა­ურ­ში სა­რე­დაქ­ციო ოაზი­სი შე­იკ­რა. რე­დაქ­ცი­ა­ში გვქონ­და კომ­პი­უ­ტე­რი, რაც მა­შინ ძა­ლი­ან დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. გე­ნე­რა­ტო­რის წყა­ლო­ბით დე­ნიც მუდ­მი­ვად მოგ­ვე­წო­დე­ბო­და. მე ვა­კა­ბა­დო­ნებ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლე, ბუ­ღალ­ტ­რო­ბა ვის­წავ­ლე. დღემ­დე რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯე­რად, სა­ბუ­ღალ­ტ­რო აღ­რიცხ­ვას ახ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად ვა­ხერ­ხებ. სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი მაქვს, ყველ­გან სამ­სა­ხურ­ში ვარ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნოს­ტალ­გია დი­დი იყო. თბი­ლის­ში შინ ყოფ­ნის გან­ც­და არ მქონ­და, სახ­ლ­ში მხო­ლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმე­ტეს, ეს გა­რე­მო მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შევ­ქ­მე­ნით ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით, ნელ-ნე­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ახ­ლა ის ჩვე­ნია, ჩვენს სამ­ყა­როს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლიც გახ­და.

- და აქ­ვე და­იწყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და...
- სულ მინ­დო­და, რა­ღაც ისე­თი საქ­მე წა­მო­მეწყო, რო­მე­ლიც შინ და­მაბ­რუ­ნებ­და. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, ასეთ საქ­მედ ჩი­რის წარ­მო­ე­ბა მი­ვიჩ­ნიე. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი ხი­ლი ლპე­ბა, იყ­რე­ბა, არა­ვინ იბა­რებს. თა­ნაც გუ­რი­ა­ში ხილს არ ვწამ­ლავთ, ანუ დი­დი რე­სურ­სია ჩი­რის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის. და­ვიწყე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ამ თე­მა­ზე, წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი ში­ნა­უ­რი სა­ამ­ქ­რო და პრო­დუქ­ცია. ბიზ­ნეს­გეგ­მაც დავ­წე­რე. შემ­დეგ მთავ­რო­ბამ და­იწყო პრო­ექ­ტი „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მელ­მაც მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. იმ­დე­ნად ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი მქონ­და ამ თე­მა­ზე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ და­ფი­ნან­ს­დე­ბო­და და მარ­თ­ლაც ასე მოხ­და. და­ფი­ნან­სე­ბა 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ვი­ღე და წარ­მო­უდ­გე­ნელ ვა­და­ში, 1 თვე­ში - სა­ა­ხალ­წ­ლოდ ჩე­მი პრო­დუქ­ცია უკ­ვე გა­ყიდ­ვა­ში იყო. ეს ჩე­მი, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და უამ­რა­ვი მე­გობ­რის თა­ნად­გო­მის შე­დე­გია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მაქვს ჩე­მი საქ­მე და გვერ­დით მყავს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც უხა­რი­ათ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა და უხა­რიათ ის, რომ სოფ­ლად ერ­თი კარ­გი წა­მოწყე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებიან, მაკვალიანებენ.

- ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის მი­ტო­ვე­ბა და სო­ფელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა, არც ისე მარ­ტი­ვია, თუნ­დაც ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. არ გა­გი­ჭირ­დათ?
- მარ­თა­ლი გითხ­რათ, სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა არ მი­ჭირს, მე აქა­უ­რი ვარ და აქ რომ ვარ, სახ­ლ­ში ვარ. სახ­ლ­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. მთე­ლი დღე ვშრომობ. ვდგე­ბი დი­ლის 7 სა­ათ­ზე, მაქვს გა­წე­რი­ლი გან­რი­გი - ბოს­ტ­ნის და­ბარ­ვა-და­მუ­შა­ვე­ბა: იქ პა­მი­დო­რი უნ­და დავ­რ­გო, აქ კიტ­რი დავ­თე­სო, იქით მწვა­ნი­ლე­ბის კვლე­ბია და ასე. მე­ზობ­ლის ქა­ლე­ბი იცი­ნი­ან, ამას ჩვენ­ზე უკე­თე­სი ბოს­ტა­ნი აქვს, ნა­ხე, რო­გორ და­ხა­ზაო. წინ რომ პა­ტა­რა ყვა­ვილ­ნა­რია, ისიც ჩე­მი ხე­ლით ახ­ლა­ხან მო­ვაწყ­ვე. იქით ვარ­დე­ბია და ასე შემ­დეგ. მაგ­რამ მარ­ტო ერ­თი საქ­მე რომ აკე­თო, არ გა­მო­ვა - ბოს­ტანს ან ყვა­ვილ­ნარს ბა­ლა­ხი წა­ი­ღებს. ამი­ტომ, ისე უნ­და გა­ა­ნა­წი­ლო დრო, რომ კარ­გი შე­დე­გი გქონ­დეს. თან ყვე­ლა­ფე­რი ისე უნ­და იყოს, რო­გორც მე მინ­და. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია სოფ­ლის საქ­მე.

ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რი და­კე­ტი­ლი სახ­ლია... მე ჩა­მო­ვე­დი და აქ საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვიწყე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და ალ­ბათ, აქ ცხოვ­რე­ბის ცო­ტა მე­ტი ინ­ტე­რე­სი და სტი­მუ­ლიც გა­უ­ჩი­ნა. ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი მა­მუ­კაც ხში­რად ჩა­მო­დის ბა­თუ­მი­დან, მან ჩხა­ვე­რის ჯი­შის ვა­ზი გა­ა­შე­ნა. იმე­დი მაქვს, სხვე­ბიც ნელ-ნე­ლა მო­ი­ხე­და­ვენ აქეთ, სო­ფე­ლი ბევ­რად პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დება და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მიხ­ვ­დე­ბა, რომ აქ ცხოვ­რე­ბა კარ­გია, და გა­უქ­რე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს სო­ფე­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და უიმე­დო­ბის ად­გი­ლია.

- რა არის პერ­ს­პექ­ტი­ვა სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხეთ, მას მე­რე, რაც უშუ­ა­ლოდ აქ ცხოვ­რობთ?
- ჩე­მი მე­უღ­ლე რუს­თავ­ში მუ­შა­ობს, ხში­რად მარ­ტო მი­წევს ხი­დის­თავ­ში ყოფ­ნა, ანუ ხში­რად ვარ ჩემს თა­ნამ­შ­რო­მელ, მე­ზობ­ლის ქა­ლებ­თან ერ­თად. ამის გა­მო მე­ტად გა­ვი­გე მა­თი სატ­კი­ვა­რი, მე­ტად და­ვი­ნა­ხე მა­თი პრობ­ლე­მე­ბი.

სოფ­ლის მო­სახ­ლე­ებს, არა­მარ­ტო ქა­ლებს, ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ზე და რო­ცა და­ი­ნა­ხეს, რომ მე ნამ­დ­ვი­ლად მი­ვი­ღე სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, ბევ­რ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. მაგ­რამ მა­თი ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა და გაგ­ზავ­ნამ ტექ­ნი­კუ­რად მე მო­მი­წია, რად­გან ხალ­ხ­მა არ იცის კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან მუ­შა­ო­ბა. არა­და, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის - სო­ფელ­ში რე­ეს­ტ­რის სახ­ლია, ბიბ­ლი­ო­თე­კა - ინ­ტერ­ნე­ტი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით. 90-იან წლებ­ში რე­დაქ­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი კომ­პი­უ­ტე­რი გვედ­გა, გა­ჭირ­ვე­ბაც მე­ტი იყო, მაგ­რამ იმ დროს­თან შე­და­რე­ბით, დღეს უფ­რო დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლია სო­ფე­ლი, ხალ­ხი და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლია, უმ­რავ­ლე­სო­ბას ურ­ჩევ­ნია, იყოს მუ­შა­ხე­ლი, ვიდ­რე გა­ი­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი საქ­მე. ამ ყვე­ლა­ფერს კი გა­ნა­პი­რო­ბებს მა­თი შეზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით და და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, რის გა­მოც სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბი მათ­თ­ვის ხში­რად მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.

- რა­საც აქ ვხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად გა­ა­კე­თეთ - ეს თქვე­ნი სა­ოც­ნე­ბო გა­რე­მოა? აის­რუ­ლეთ, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ თუ კი­დევ აპი­რებთ იდე­ე­ბის სრულ­ყო­ფას?
- სახ­ლის დი­ზა­ი­ნი და ინ­ტე­რი­ე­რი ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით არის მოწყო­ბი­ლი, თუმ­ცა უამ­რა­ვი ჩა­ნა­ფიქ­რი ჯერ კი­დევ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. თა­ვი­დან სახ­ლის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია რომ დავ­გეგ­მე, ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად მი­ყუ­რებ­დ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მხა­რი ამი­ბეს. ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თეთ და მი­ვი­ღეთ ის, რაც არის. ჩვენ მოგ­ვ­წონს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამას სხვე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე.

სახ­ლ­ში ბევ­რი ძვე­ლი, მო­დი­დან გა­და­სუ­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თი იყო, მა­გა­ლი­თად, თითბრის აბა­ჟუ­რი, რკი­ნის სა­წო­ლე­ბი, ჩე­მი დე­დამ­თი­ლის ნა­ქარ­გე­ბი და ა.შ. ყვე­ლა­ფერს ახა­ლი სა­ხე მი­ვე­ცით და ახ­ლა ამ სახ­ლის სა­ვი­ზი­ტო ნივ­თე­ბია. მე­ხერ­ხე­ბა ხელ­საქ­მე, ვა­კე­თებ აბა­ჟუ­რებს. ეს დი­დი აბა­ჟუ­რი ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლია, ფარ­დე­ბი, გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, ყვე­ლა დე­კო­რი ჩე­მი შექ­მ­ნი­ლი თუ შერ­ჩე­უ­ლია. სუ­რა­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნა­ჩუ­ქა­რია. ეს ნა­ნა გი­გო­ლაშ­ვი­ლის და აკა­კი ინა­ნიშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბია.

- სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის კე­დე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გი­ნა­ლუ­რია - აქ სტუმ­რად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბით და ნა­ხა­ტე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი...
- მინ­დო­და, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ღია სივ­რ­ცე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად თა­ვი­სუ­ფა­ლი. ვი­ფიქ­რე, რომ კედ­ლე­ბი არ შე­მე­ღე­ბა და ყვე­ლა მსურ­ველს თა­ვი­სი ანა­ბეჭ­დი, წარ­წე­რა თუ ნა­ხა­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. შარ­შან ჩე­მი მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­მე­გობ­რომ ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხურ ხი­დის­თა­ვო­ბა­ზე პირ­ვე­ლად მო­ხა­ტეს ეს კე­დე­ლი და ასე და­იწყო. მე­რე ყვა­ვი­ლი და ხე­ლე­ბის ხე მა­რი­კომ და­ხა­ტა და თან­და­თან „შე­ი­ფოთ­ლა“, მე­რე ჩე­მი მე­გო­ბა­რი ლო­ლა ხუ­ბუა იყო ჩა­მო­სუ­ლი, მან პე­პე­ლა და­ხა­ტა, ეს ორ­ნა­მენ­ტი - ზუ­რამ და ასე... სა­მახ­სოვ­რო­დაც რჩე­ბა და ლა­მა­ზიც არის.



- გამ­ხ­მა­რი ყვა­ვი­ლე­ბი შევ­ნიშ­ნე, ამას ჩა­ის­თ­ვის ახ­მობთ?
- მინ­და, ჩი­რის წარ­მო­ე­ბას ხი­ლის ჩა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბაც და­ვა­მა­ტო, რო­მელ­შიც გამ­ხ­მარ ხი­ლის ნაჭ­რებ­თან ერ­თად ყვა­ვი­ლე­ბის გამ­ხ­მა­რი მი­ნა­რე­ვე­ბიც იქ­ნე­ბა შე­რე­უ­ლი. უკ­ვე გა­ვახ­მე იის, აკა­ცი­ის, ვარ­დის, ლი­მო­ნი­სა და მან­და­რი­ნის ყვა­ვი­ლე­ბი. ახ­ლა ცაცხ­ვის ყვა­ვი­ლე­ბი მინ­და და ასე შემ­დეგ. თან ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვაგ­რო­ვებ ამ ყვა­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა მა­თი ნა­ყე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა ზამ­თარ­ში და­ვიწყე და მხო­ლოდ კი­ვი­სა და მან­და­რი­ნის გაშ­რო­ბა მო­ვას­წა­რი. ხი­ლის სე­ზო­ნი და­იწყო, მარ­წყ­ვი და ბალი უკ­ვე გა­ვაშ­რე, თან­და­თან მივ­ყ­ვე­ბი და ყვე­ლა ხილს გა­ვაშ­რობ. ძი­რი­თა­დად ვამ­ზა­დებ ხი­ლის ჩირს, და­შაქ­რულ ხილს და ტყლაპს. ვავლებ ჩურ­ჩხე­ლებ­საც. ამ პრო­დუქ­ტებს სა­სა­ქონ­ლო სა­ხეს ვაძ­ლევ მიქ­სის სა­ხით - კო­ლო­ფებსა და კა­ლა­თებ­ში.

- რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?
- ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქ­ტ­ზე, სო­ფელ­ში ვყი­დუ­ლობ ხილს. მე­რე ვრეცხავთ, ვთლით, ვჭრით, ვშაქ­რავთ და სა­მი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შრე­ბა პრო­ექ­ტის თან­ხით შე­ძე­ნილ აპა­რატ­ში, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის კონ­ტ­რო­ლი. აპა­რა­ტი მუ­შა­ობს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე. გა­ზაფხულ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად, ხი­ლის საშ­რო­ბად ვა­პი­რებთ მო­ვაწყოთ მზის ენერ­გი­ით საშ­რო­ბი. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ჩი­რე­ბის პრო­ცეს­ში ხი­ლი და­ცუ­ლია მწე­რე­ბი­სა და მტვრის­გან. ეს ფაქ­ტო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ არის ცო­ტა, ხში­რად საკ­მა­ოდ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია მწე­რე­ბი­სა და მტვრი­სა­გან; საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ასა­წო­ნი ჩი­რი კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხა­ლი­სო ფე­რე­ბი­საა, მაგ­რამ ხი­ლის გე­მოს მოკ­ლე­ბუ­ლია და კონ­სერ­ვან­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი; მე ვცდი­ლობ, რომ ჩვე­ნი ჩი­რი თუ ტყლა­პი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად სუფ­თა, სან­დო, ნა­ტუ­რა­ლუ­რი და გემ­რი­ე­ლი...

მას მე­რე, რაც გაშ­რე­ბა და გა­მო­ვი­ღებთ, ჩირს ნაჭ­რის ტომ­რებ­ში ვი­ნა­ხავთ. შემ­დეგ ვა­ფა­სო­ებთ ყუ­თებ­სა და კა­ლა­თებ­ში. კა­ლა­თებს ლა­მა­ზად შე­კე­რილ ნაჭ­რის ტომ­სი­კებ­ში ვფუ­თავთ. ვახ­დენთ ეტი­კე­ტი­რე­ბას, შემ­დეგ მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­ბა­რებთ მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

- თა­ვა­დაც ხომ არ აპი­რებთ, დარ­გოთ და მო­იყ­ვა­ნოთ ის ხი­ლი, რო­მელ­საც მე­რე სა­ჩი­რედ გამოიყე­ნებთ?
- დი­ახ, მი­ფიქ­რია ამა­ზე და და­ვიწყე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ გა­ზაფხულ­ზე ნაკ­ვე­თი და­ვა­მუ­შა­ვეთ და შე­მოდ­გო­მა­ზე კივს დავ­რ­გავთ. გვაქვს რამ­დე­ნი­მე ძი­რი მან­და­რი­ნი, ფარ­თო­ბიც გვაქვს, კი­დევ და­ვა­მა­ტებთ. უკ­ვე დავ­რ­გე თხი­ლი, კაკა­ლი, ბა­ლი, ვაშ­ლი, მსხა­ლი და კენ­კ­როვ­ნე­ბი. რა თქმა უნ­და, ეს ხეხი­ლი ჩე­მი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ყოფს ვერ მომ­ცემს, მაგ­რამ სა­ნი­მუ­შე პრო­დუქ­ცი­ის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მოდ­გე­ბა. ვნა­ხოთ, მი­წის შე­ძე­ნა და მე­ტი ხი­ლის გა­შე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

მო­მავ­ლის გეგ­მებ­ში ასე­ვე შე­დის ჩი­რის სახ­ლის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მო­ეწყო­ბა. იქ ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი ჩი­რის სა­ამ­ქ­რო, ოჯა­ხუ­რი სას­ტუმ­რო და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ად­გი­ლი სადღე­სას­წა­უ­ლო/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის.

ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ოჯა­ხუ­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ჩი­რის წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა. ოჯა­ხუ­რი სას­ტუმ­რო გუ­რუ­ლე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მინ­და იყოს მსგავ­სი სერ­ვი­სის მოყ­ვა­რუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან, რო­გორ ცხოვ­რობს გუ­რუ­ლი კა­ცი სო­ფელ­ში. სტუ­მარს შე­ეძ­ლე­ბა, ჩვენს მდი­ნა­რე­ში ითევ­ზა­ოს, გა­მო­აცხოს კე­ცის ხა­ჭა­პუ­რი; ასე­ვე იმუ­შა­ვებს სივ­რ­ცე სადღე­სას­წა­უ­ლო თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის, ტრა­დი­ცი­ებ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით; მინ­და, მქონ­დეს მცი­რე, მაგ­რამ გა­მარ­თუ­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა; გემ­რი­ე­ლი, ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ცია; კარ­გი მომ­სა­ხუ­რე­ბა - ეს იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტ­მა ერ­თად შექ­მ­ნას მომ­გე­ბი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პრე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი ბიზ­ნე­სი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა რო­გორც სა­ექ­ს­პორ­ტო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი და მცი­რე და მიკ­რო­ბიზ­ნე­სის კულ­ტუ­რის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ვნა­ხოთ, ეს მო­მავ­ლის გეგ­მე­ბია...

იხილეთ დარეჯანის საოცარი სახლისა და ეზოს ფოტოები

თეა ცაგურიშვილი

ეს და კიდევ ბევრი საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის, მე-5 ნომერში, რომელიც უკვე იყიდება 

კომენტარები

ნატო 2018-12-24 00:14
დაკა ყოვლთვის წარმატებული იყავი, თქენი მშობლები ნათელი მათ სახელს, თქვენი ძმა ძალიან კარგი ოჯახით--ბედნიერი მომავალი თქვენ...
keti 2018-04-12 12:44
ar mikvirs mamachemac tanamdeboba datova da kalakidan cavida misi babuis datovebul micas miashura tavi dgesac magas vambob soplidan mosaxleoba kalakshi garbis shen ki kalakidan sopelshitko pasuxi asetia dadga is dro rom kvela ukan soplebs daubrundeba da is kalakelebi romlebsac ar akvt mica an ikidian an kvelapers gaaketeben rom erti patara ram naxon rom mikvnen soplis meurneobaso dro mova da kalakshi cxovreba ise gachirdeba rom puris kidvasac vegar moaxerxebeno da pulic rom kondeto priodukti ar eknebato dznelia kalakshi gazrdili adamiaebistvis soplis cxovreba advili ar aris namdvilad gmertma kvelas dzal gone misces da shedzleba gamdzleoba radgan is pirobebi namdvilad ar aris rac kalakshia
ნუნუ ბერიძე! 2018-04-12 10:49
შესანიშნავია! წარმატებას გისურვებთ!
თბილისელი 2017-08-01 11:51
ინტერიერი მომეწონა,მაგრამ ეს უაზროდ მიშენებული გვერდით აივანი არა. თუ წვიმაში და თოვლში ისევ გარეთ იარე,მაშინ რა აზრი აქვს? თან ცალკე სახურავით სახლი უფრო დამახინჯდა. უფრო კარგი იქნებოდა შიგნით აივანზე მოექცია ხის კიბე. არც სახლი დამახინჯდებოდა,არც ძვირი დაჯდებოდა, ხედიც უკეთესი იქნებოდა და ფუნქციურადაც დაიტვირთებოდა.
ნანა 2017-08-01 01:38
წარმატებები.გულწრფელად გამიხარდა,მხოლოდ ამ გზით გადარჩება საქართველო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები