ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ხშირად აქვეყნებს საინტერესო პოსტებსა და ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამჯერად ფოტოხელოვანის ყურადღება საჩხერეში ერთმა ჩვეულებრივმა სოფლის საოჯახო სასტუმრომ მიიპყრო.
"ჯერ რა ეზო იყო - ფართო, აბიბინებული. თვალს ესიამოვნა, შემდეგ თავად ფიცრული სახლითა და ძველებური ინტერიერით მოვიხიბლე. მასპინძლები კი გადასარევი ხალხი აღმოჩნდა.
სამი ოჯახი ამხანაგობად გაერთიანდა. შემდეგ ამ ადამიანებმა ძველებურ სახლს ხელი შეავლეს, თანაც, ისე, რომ სიძველე შეინარჩუნეს, "აწარმოე საქართველოს" დახმარებით საოჯახო ტექნიკა შეიძინეს და უკვე 2016 წლის აპრილში 1ლი სტუმარიც მიიღეს." - წერს გოგა ჩანადირი და რა
დიზაინერებს გააოცებთ ამ ინტერიერით, თუმცა მისი სითბო და სიმყუდროვე ბევრს მოხიბლავს. რომ აღარფერი ვთქვათ ეგზოტიკაზე, რომლის გარეშეც სოფლის სასტუმრო წარმოუდგენელია.
კომენტარები
საძინებელში საწოლზე რომ გადასაფარებელია, ასეთი ჩვენც გვაქვს :)))