"მომავალ ზამთარს მსურს მოვახერხო სვანეთში ასვლა... ტკბილად მახსენდება ბავშვობაში ციგებით სრიალი. გაყინული ხელები და მერე რომ გახურებულ ღუმელთან მიეფიცხებოდი. არაფერია იმ ღუმელზე თბილი და საყვარელი მაგ დროს. ბეთჰოვენის მუსიკასავით ჩამესმის გამხმარი შეშის ტკაცა-ტკუცი ღუმელში"... - მსოფლიოში წარმატებული ქართველი ტენორი – გია ონიანი ახალი წლის ტრადიციებზე გვესაუბრა...
- საერთოდ ყველა მოგონება, რაც სვანეთს უკავშირდება, ყველაზე სანუკვარია... განსაკუთრებით საახალწლო განწყობები: მახსოვს, პატარობისას მეზობლის მეკვლე ვიყავი, მერე იმ ოჯახში მოხუცი გარდაიცვალა და დამტოვეს უმუშევარი. როცა ვინმე კვდება - მეკვლეობა უქმდება ავტომატურად... მას მერე ჩემს
ფეხს შეელახა რეპუტაცია და სოფელში "წითელი ამენთო"... ჩვენს სოფელში გვქონდა ასეთი ტრადიცია: თამაშდებოდა ლატარეა: სვანურ ქუდში ჩაყრიდნენ მეზობლების სახელებს ქაღალდზე დაწერილს და ბავშვს ამოაღებინებდნენ.. ვისი სახელიც ამოვიდოდა, იმის ოჯახში ვხვდებოდით ახალ წელს სამეზობლო... იყო 2-3 დღიანი ქეიფი და დროსტარება, ბევრი სიმღერა და ცეკვა-ხუმრობები... ბოლოს ისევ ლატარიას გაათამაშებდნენ და მომავალი წლის მასპინძელი ირკვეოდა... როგორც წესი, მეკვლეს ტკბილეული ოჯახში მიაქვს. ის ოჯახი აუცილებლად ჩუქნის რამეს. ერთხელ ჩექმები მაჩუქეს და პატარა მომივიდა. ტირილით გავსავათდი. დამტუქსეს, ცრემლები არ შეიძლება ახალ წელს ოჯახშიო. ჩექმის გამოცვლის შეპირებით მომთაფლეს და გამაჩუმეს...
- გამოცვალეს?
- დიახ, ერთი კვირის შემდეგ...
- მთელ მსოფლიოში ბევრი მოგზაურობა გიწევთ... როდის გქონდათ ყველაზე უჩვეულო ახალი წელი?
- ყველაზე უჩვეულო ახალი წელი ერთხელ მქონდა, ვენიდან რომ მოვფრინავდი თბილისში... რეისი იყო 31 დეკემბერს, 23.30 წუთზე - ჰაერში შევხვდი ახალ წელს. განსაკუთრებით ლამაზი იყო ფეიერვერკების ზემოდან ყურება. საოცარი სანახაობა იყო. სტიუარდესებმა შამპანური გახსნეს და ყველას დაგვისხეს თითო ჭიქა. უცებ გავხდით ყველა ერთმანეთის ახლობლები და ნაცნობები...
მას მერე, რაც საოპერო მომღერალი გავხდი, უკვე სხვადასხვა ივენთებზე და შეკრებებზე მიწევდა ძირითადად ახალი წლის შეხვედრა. სხვის გართობაზე ორიენტირებული პროფესია გვაქვს. საკუთარ სიამოვნებაზე ნაკლები დრო გვრჩება. რაც ევროპაში ვცხოვრობ, ყოველ ახალ წელს სადმე მივდივარ ოჯახთან ერთად. ახალ გარემოში ვხვდებით ხოლმე ახალ წელს. ვიყავით ალპებში, ვილნიუსში, იტალიაში, შარშან ბრიუსელში გვქონდა დაგეგმილი და დაბრონილი სასტუმრო, მაგრამ ტერორისტული საფრთხის გამო ბელგიამ გააუქმა ტურისტების მიღება და ჯავშანი მოგვიხსნეს... წელს მინდა სახლში შევხვდე. რადგან პირველი ახალი წელია ახლადშეძენილ სახლში და არ მინდა სხვაგან წასვლა...
- გერმანიაში რა გაქვთ ახალ წელს ქართული... მაგალითად ქართული ღვინო?
- ღვინოს არ ვაკეთებ... ნატურალური ღვინო მიყვარს და აქ კიდევ შაქარი თუ არ დაუმატე, ძალიან მჟავე გამოდის. ამიტომ საქართველოდან ჩამომაქვს ან აქვე ვუკვეთავ ქართულ ღვინოებს. არის ფირმები, რომელთაც შემოაქვთ
ქართული კერძები, რა თქმა უნდა ტრადიციულად გვაქვს - გოზინაყი, საცივი... მეც ვღებულობ მონაწილეობას, მიყვარს კულინარიული საქმიანობა...
- რისი გემო გენატრებათ ყველაზე მეტად სვანეთიდან?
- ყველაფრის... სულ ზაფხულში მიწევს ასვლა სვანეთში უკვე ბოლო 20 წელია და ზამთარი მენატრება, თოვლიანი მთები და გზები... ჩიტების მოწყენილი კვნესა (ჭიკჭიკი არ ჰქვია მაგას), გაყინული მდინარე, რომელიც მზოლოდ ზამთრობით არის კამკამა. სუფთა თოვლზე სიარული და ის ხმა, ნაბიჯებს რომ ახლავს. ეგ ჩამესმის და ძილის წინ ხშირად ვფიქრობ ამაზე. მენატრება ეს ყველაფერი და ვეცდები, მომავალ ზამთარს მოვახერხო სვანეთში ასვლა.
ტკბილად მახსენდება ბავშვობაში ციგებით სრიალი. გაყინული ხელები და მერე რომ გახურებულ ღუმელთან მიეფიცხებოდი. არაფერია იმ ღუმელზე თბილი და საყვარელი მაგ დროს. ბეთჰოვენის მუსიკასავით ჩამესმის გამხმარი შეშის ტკაცა-ტკუცი ღუმელში...
მანანა გაბრიჭიძე