მოოქროვილი ბუხრები, ხელოვნური ჩანჩქერი - მდიდრული სახლი თბილისში, რომელიც 2.4 მილიონად იყიდება

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლი 2 466 400 მლნ ლა­რად იყი­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე 800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის კერ­ძო სახლზე. ეს არის 6 სარ­თუ­ლი­ა­ნი, 18-ოთა­ხი­ა­ნი, ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სახ­ლი, 1 100 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ეზო­თი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქო­ნე­ბა მო­ი­ცავს ორ - დიდ და პა­ტა­რა სახ­ლს, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით არის აშე­ნე­ბუ­ლი.

„ეზოს გა­ლა­ვან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია "მა­რუ­ლა", რომ­ლის გა­კე­თე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით, 50 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა. სახ­ლს აქვს 3 მან­ქა­ნა­ზე გათ­ვლი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი და ეზო, სა­დაც 9 სა­შუ­ა­ლო ზო­მის ავ­ტო­მო­ბი­ლი ეტე­ვა. ეზო­ში არის ხე­ხი­ლი და
ყუ­რძნის ხე­ი­ვა­ნი. სახ­ლს აქვს თა­ვი­სი სა­უ­ნა პერ­სო­ნა­ლუ­რი დიდი აუ­ზით (გარ­და მთა­ვა­რი აუ­ზი­სა), სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი, მა­რა­ნი, სა­ბი­ლი­არ­დე, 5 უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ბუ­ხა­რი, რო­მე­ლიც გა­კე­თე­ბუ­ლია ოქ­რო­ნა­რე­ვი მარ­მა­რი­ლო­თი.

სახ­ლის აივ­ნე­ბი და ვე­რან­და (რო­მელ­საც აქვს ლა­მა­ზი ხე­დე­ბი თბი­ლის­ზე) არის გა­კე­თე­ბუ­ლი ასე­ვე ოქ­რო­ნა­რე­ვი მარ­მა­რი­ლო­თი. ეზო­ში არის ულა­მა­ზე­სი ხე­ლოვ­ნუ­რი ჩანჩქე­რი. სახ­ლს, რად­გა­ნაც მდე­ბა­რე­ობს სი­მაღ­ლე­ზე, აქვს სა­უ­კე­თე­სო კლი­მა­ტი. ორი­ვე სახ­ლი გა­მოდ­გე­ბა სას­ტუმ­როს­თვის“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

კომენტარები

nino 2018-06-03 03:29
am sasaxles upatrono bavchvebs an moxucta tavshesapars xom ar gadascemdit?ati amdeni bankshic geknebat...adamianebi daglocavdnen mainc da siketeshi chagetvlebodat.xelpasis pulit ashenebuls mainca da mainc ar hgavs...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები