მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება - დაათვალიერეთ, სანამ ახალი მფლობელი შეიძენს

ექვსი აუზი, სპა-სალონი, კინოთეატრი და ბოულინგიც კი, ზომით კი თეთრ სახლზე ორჯერ დიდი. აი, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი. გაინტერესებთ მისი ფასი უძრავი ქონების ბაზარზე? ეს სახლი არც მეტი, არც ნაკლები, 295 მლნ დოლარად არის შეფასებული, ლოს ანჯელესში მდებარეობს და მისი ფართობი 10 ათასი კვ.მ-ია. სახლის საბაზრო ღურებულება 295 მლნ დოლარია, რაც წინა რეკორდს, 65 მლნ დოლარად შეფასებულ სახლს მალიბუში,  117 მლნ დოლარით აჭარბებს.


7 თებერვალს სახლი გასაყიდად აუქციონზე გავა. პოტენციურ მყიდველს გადაწყვეტილების მისაღებად და ისტორიაში ჩასაწერად სამი დღე
ექნება.

შენობას 360 გრადუსიანი პანორამული ხედი აქვს წყნარ ოკეანეზე. მის მშენებლობას თითქმის 10 წელი დასჭირდა.

სახლში 21 საძინებელი და 49 აბაზანაა. ასევე 6 აუზი, 5 დახურული და ერთი ღია. არის ღამის კლუბი, სპა სალონი, 40-ადგილიანი კონოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, ბოულინგი და სახურავზე უზარმაზარი ტერასა.
აქ ნახავთ ხელოვნების უამრავ ნიმუშსა და ანტიკვარულ ნივთს.

აქვე არის ორსართულიანი ბიბლიოთეკა, იგივე კაბინეტი, ბარი მარმარილოს მაგიდით, ჩოგბურთის კორტი, ვინოთეკა 10 ათასი ბოთლით და 30 ავტომობილის ავტოფარეხი.


მეზობლად ცხოვრობენ ჯასტინ ბიბერი, მაილი საირუსი, ტეილორ სვიფტი, ჯენიფერ ლოურენსი.




კომენტარები

ნიკალა 2022-02-07 21:39
"ბე" რომ დაგიტოვოთ, ერთი 100 ლარი, ხომ არ გამიყიდით, გეხვეწებით რა, სანამ მეზობლებში ფულს მოვისესხამ?
გოგი 2022-02-01 12:35
99 ხინკალის არ იყოს 295 მილიონი რაღაა, ბარემ 300 დაეფასებინათ. არ ღირს თუ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები