31 მარტს ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა - თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის ვარსკვლავად აღიარებული ქალბატონი. 1950 წელს ბაღდადში დაბადებული, წარმოშობით ერაყელი ზაჰა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი იყო, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი, არქიტექტორი. ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად.
ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მისი დასრულებული, გრანდიოზული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს, მათი არქიტექტურა, დიზაინი, ინტერიერი შთამბეჭდავია. არის ასევე დაუსრულებელი პროექტები, რომლებსაც სავარაუდოდ მომავალში დაასრულებენ.