დახურული სივრცე და დაძაბული გარემო - სწორედ ასე ატარებს ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბევრი ჩვენგანი. დიახ, სწორედ ოფისზე გვაქვს საუბარი. ჩვეულებრივი, სატანდარტული ოფისი ხომ ასეთია, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, არსებიობს არაჩვეულებრივი ოფისებიც. გაგაცნობთ 9 ყველაზე მაგარ ოფისს მთელ მსოფლიოში
1. Selgas Cano
წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ მადრიდის ერთ-ერთ არქიტექურულ ფირმაში, კერძოდ, Selgas Cano-ში. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასრულებთ ნახაზებს და აკეთებთ საბუთებს ხეების ჩრდილქვეშ, მზე სასიამოვნოდ გათბობთ და ირგვლივ ჩიტების საამური ჟღურტული ისმის. თქვენ უშუალოდ ბუნებაში მოგიწევთ მუშაობა.
ხოსე სელგასმა
2. Jump Studio
Jump Studio-მ ლონდონში მდებარე Red Bull-ის ოფისს განსაკუთრებულად მოაწყო. ამ ენერგეტიკული სასმელის ენერგია მომუშავე პერსონალს უფრი აქტიურად და ენერგიულად მუშაობაში დაეხმარება.
ოფისი სამსართულიანია. აქვს დიდი, ფართო სახურავი, შეკიდული კიბე და ატრაქციონი. მეტი რა გინდათ, ოფისს აქვს ატრაქციონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.
3. Pallotta Teamworks
გამოთქმა, ამის ზემოთ მხოლოდ ცაა, ლოს-ანჯელესის ამ ოფისზეა მორგებული. სულ რაღაც 2-მილიონიანი ბიუჯეტით კომპანიამ მოახერხა მეტად ორიგინალური, განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნა. საბოლოოდ ოფისი განთავსდა საწყობში, რომლის ფართიც არის 4366 კვ.მ. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 40 დოლარს უდრის, ეს კი სტანდარტულ ფასზე ორჯერ ნაკლებია.
კომპანია კრეატიულად მიუდგა ოფისის გაფორმებას და საბოლოოდ სერიოზული თანხაც დაზოგა.
4. Innovation Imperative
ეს პატარა ოფისი იტევს 2 ადამიანს და ორ მაგიდას. ასეთი გასაშლელი ოფისები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, ტყის შუაგულში. ამ ოფისების ფასი დაბალი არ არის, თუმცა გამომდინარე მისი ეფექტურობიდან, ამად ღირს.
5. Google-ის ოფისი ციურიხში
ალბათ არავის გაკვირვებია ამ სიაში Google-ის ოფისის მოხვედრა. ეს ოფისი იდეალური ადგილია კონფერენციისთვის ლანჩის დროს.
ამ კომპანიის თანამშრომლებს სურდათ ჰქონოდათ ოფისი, რომელიც იქნებოდა მრავალფუნქციური და რომელიც ასევე უბიძგებდა მომსახურე პერსონალს კრეატივისკენ. როგორც ხედავთ, მათ ასეთი ოფისი მიიღეს.
6. Google-ის ოფისი ნიუ-იორკში
ეს ოფისი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ერთი შეხედვით თანამედროვე ატმოსფერო ჰარმონიულად ერწყმის ნიუიორკულ სტილს. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თანამშრომლებმა უფრო მეტად იკონტაქტონ ერთმანეთში.
ამ იფისს ქალაქის მთელი კვარტალი უკავია. მუშაობს 3 000-მდე ადამიანი. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ აქ გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალება მოპედია. აქ ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ოფისს. თუ გსურთ დასვენების დღეების საინტერესოდ გატარება, გირჩევთ იმოგზაუროთ "გუგლის" ამ ოფისებში.
7. ოფისი სათამაშოებით
ძალიანაც რომ გაწუხებდეთ ოფისის დახშული სივრცე, ეცადეთ თქვენი სამუშაო ადგილი ორიგინალური გახადოთ, როგორც ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი ოფისის თანამშრომელმა გააკეთა, აქ ძალიან უნდა მოინდომოთ, ტელეფონი მაინც რომ იპოვოთ.
8. Inventionland
პენსილვანიის შტატში, პიტსბურგში, მდებარობს ოფისი საოცრებათა ქვეყანა. მისი ფართობი 5667 კვადრატული მეტრია. ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ექსცენტრიული ოფისია.
აქ თანამშრომლები მუშაობენ ან ხომალდებზე, ანაც ჯადოსნურ ხეებზე, ან სულაც უზარმაზარ სარბოლო ტრეკზე. ამ ტერიტორიაზე არის ასევე სამი წყალვარდნილი, დაფრინავენ ჩიტები და პეპლები. ეს კომპანია ამერიკაში ყველაზე დიდ გამომგონებელ ფაბრიკად ითვლება.
9. Open Systems
მინიმალისტური თანამედროვე ოფისის დაპროექტდა შვეიცარიაში. აქ თავისებური ატმოსფერო სუფევს. ეს კომპანია შედგება იდენტური პატარ-პატარა ყუთებისგან. ყველა შუშის კედელი შეიძლება დაიშალოს და გადატანილ იქნას სხვაგან.