ბოლო დროს უფროდაუფრო მეტ ოჯახში ჩნდება სააბაზანო ავეჯის საჭიროება. ტრადიციულ ხელსაბანსა და აბაზანას დიასახლისები აღარ სჯერდებიან. არც არის გასაკვირი - სააბაზანოში ხომ უამრავი წვრილმანი ნივთია, რომლის შენახვაც დახურულ სათავსოებში, თვალისგან მოშორებულად გვსურს.
როგორ უნდა იყოს სააბაზანო ავეჯი?
პირველ რიგში ნესტგამძლე მასალით უნდა იყოს დამზადებული. დღეს სავაჭრო პუნქტებში ძირითადად ორი სახის მასალას მდფ-ს (შეღებილს) და პვც-ს გვთავაზობენ. მდფ კარგად არის ცნობილი მომხმარებლისთვის და ხარისხიან მასლად ითვლება, თუმცა მუდმივად ნესტიან გარემოში მის გამძლეობაზე თავს ვერავინ დადებს - აბაზანაში მას არამარტო არამარტო ორთქლი,
რაც შეეხება პვც-ს, ის პლასტმასის მაგვარი მასალაა, რომელიც წყლის სისტემატურ ჭავლსაც კი იტანს. სწორედ ამიტომ ბოლო დროს სააბაზანო ავეჯის ყველაზე წარმატებულ ვერსიად სწორედ პვც სახელდება. არჩევანი მის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო კეთდება:
*მსუბუქია და ადვილად გადასაადგილებელი
*უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას და -15 გრადუს ყინვას.
*კარგად იწმინდება. პრიალა ზედაპირის წყალობით მასში ჭუჭყი თითქმის არ ჯდება, ზედაპირული დაბინძურება კი სველი ტილოთიც მარტივად აღმოიფხვრება.
რაც შეეხება ფასს, სინთეტური პლასტიკატის პირობაზე არც ისე იაფია - ტუმბო თავისი ნიჟარით დაახლოებით 500 ლარი, სარკე სათავსოთი - 200 ლარი, პენალის ტიპის მაღალი დახურული კარადა კი 400 ლარი დაგიჯდებათ. აბაზანის ფართობის მიხედვით შეგიძლიათ სასურველი ფორმის დასადგმელი ან დასაკიდი კარადები შეარჩიოთ. არჩევანი საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება ფერს, ეს ინდივიადუალური, გემოვნების საკითხია, თუმცა უმეტესობა მაინ თეთრს ირჩევს. ალბათ იმიტომ, რომ თეთრი სისუფთავესთან ასოცირდება. წარმოგიდგენთ სააბაზანო ავეჯის განლაგებისა და მოწყობის რამდენიმე ვერსიას.
კომენტარები