რით ჩავანაცვლოთ "სტენკა" და რა დავდგათ კედლის ავეჯის მაგივრად სასტუმრო ოთახში


კედლის ავეჯი, იგივე ე.წ."სტენკა", საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. თავის დროზე ის ძალიან პრაქტიკულ და ფუნქციონალურ ნივთად ითვლებოდა კარგი შესანახი სისტემით. თუმცა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ მსგავსი ტიპის ავეჯი არც ისე მოხერხებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს, და მისი შესანახი სისტემის ნახევრზე მეტი, როგორ წესი, აუთვისებელია. ერთი სიტყვით, ავეჯის ამხელა ნაწილი ძირითდად ტელევიზორის დასადგამად გამოიყენებოდა.

ჩვენ შემოგთავაზებთ საკმაოდ საინტერესო ვარიანტებს, თუ რითი შეიძლება ამ სახეობის ავეჯის ჩანაცვლება.

1. დასაკიდი თარო



თუ თქვენი ოთახი არა არის დიდი ზომის და არ
გინდათ მისი ავეჯით გადატვირთვა, დაკიდეთ ტელევიზორის გვერდით თარო. ეს ძალიან დახვეწილიც არის და ფუნქციურიც. 

2. საწერ მაგიდასთან კომბინირებულ თაროები



ერთოთახიანი ბინები ყოველთვის საჭიროებენ სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას. ამ შემთხვევაში მსგავსი კონსტრუქცია ნამდვილად მისაღები და გამართლებულია. ის ლამაზადაც გამოიყურება, ადგილსაც ზოგავს და რაც ყველაზე მთავარია, არის ძალიან პრაქტიკული.

3. წიგნის ორი სტელაჟი და კომოდი



როდესაც საუბარია კედლის ავეჯზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ერთ-ერთი უარყოფით მხარე იყოს ის, რომ ყველა ნივთი განთავსებული იყო ერთ სივრცეში, ერთ კედლეზე. ეს კი სივრცეს საგრძნობლად აპატარავებს. თანამედროვე დიზაინერები ეძებენ ისეთ ხრიკებს, რომ შეძლონ ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია გონივრულდ განთავსდეს ტელევიზორი, არ გადაიტვირთოს სივრცე და ამასთანავე არსებობდეს შესანახი სისტემა. მაგალითად, დივნის საპირისპირო მხარეს ისინი დგამენ კომოდს, რომლის თავზეც იკიდება ტელევიზორი, მარჯვნივ კი ამონტაჟებენ წიგნის ორ სტელაჟს. ასე სივრცეც განიტვირთება და მიზანიც მიღწეულია.

4. ავეჯის კომპოზიცია დივნის ირგვლივ



ვფიქრობთ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა დივნის გარშემო გარკვეული კარადის მოწყობა. განსაკუთრებით ეფექტური იქნება მსგავსი კომპოზიცია მაღალჭერიან ბინაში. მსგავსი კონსტრუქციის დადებითი მხარეები აშკარად თვალშისაცემია. პატრონს აქვს საკმარისი შესანახი სისტემა და არც ოთახი გამოიყურება გადატვირთულად.

5. კომოდი




არის შემთხვევები, როდესაც არ ღირს დაძავა და ახალი ველოსიპედის გამოგონება, ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია ჰოდა, შესაძლოა ამხელა პრობლემა ერთმა კომოდმაც მოაგვაროს, ეს ძალიან მარტივი და საკმაოდ ეფექტური გადაწყვეტილებაა. შეარჩიეთ კომოდის დახვეწილი მოდელი და მორჩა, პრობლემა აღარ არსებობს.

6. ტელევიზორიანი დასაკიდი კონსტრუქცია



დივნის საპირისპიროდ განთავსებული მსგავსი ტიპის ტელევიზორიანი კონსტრუქცია ნამდვილად ეფექტურია, თუ თქვენ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ, გირჩევთ იზრუნოთ იმაზე, რომ აღნიშნულ კონსტრუქციას ქონდეს შებრუნების მექანიზმი. ეს არა მარტო მოსახერხებელი, არამედ ეკონომიურიც არის. არ დაგჭირდებათ სახლში რამდენიმე ტელევიზორის შეძენა.

7. არტ-ობიექტი




ეს კი ხელოვნების მოყვარული ადამიანების საყურადღებოდ. თუ შესანახი სისტემის ნაკლებობას არ განიცდით, შეგიძლიათ მისაღებ ოთახში ექსპერიმენტებს მიმართოთ. ეს ეხება ოთახში როგორც ავეჯის ქონას, ისე მის არქონას. მაგალითად, დიზაინერები გთავაზობენ დივნის მოპირდაპირე მხარეს არც მეტი, არც ნაკლები, ღუმელის განთავსებას. ეს ძალიან ორიგინალური და დახვეწილი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ტელევიზორს, ის შეგიძლაით კედლეზე დაკიდოთ.

8. ბუხარი



ამ შემთხვევაშიც ხაზს გავუსვამთ იმ მომენტს, გაქვთ თუ არა სახლში საკმარისი შესანახი სისტემა, თუ მის ნაკლებობას არ განიცდით შეგიძლიათ მისაღებში უბრალოდ ელექტრო ბუხარი განათავსოთ და მიიღოთ მაქსიმალური ესთეტიური სიამოვნება.

9. არაფერი არ არის საჭირო




თუ ოთახი მომცრო ზომის არის და არ გნებავთ მისი გადატვირთვა, მაშინ მოაშორეთ კედელს ყველაფერი, დაკიდეთ მარტო ტელევიზრი და მიიღებთ თავისუფალ, მსუბუქ ოთახს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები