წლის შედეგები - საუკეთესო უცხოური სახლების ტოპ ათეული

მაშ ასე, საუკეთესო, სხვადასხვა სტილის უცხოური სახლები - ტოპ-ათეული:

1. ვინტაჟური სახლი რეიმსში

ეს ვინტაჟური სტილის შოუ-რუმი გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ონლაინ შოუ რუმი, რომლის დასათვალიერებლად მხოლოდ მაღაზიის ვებ გვერდზე შესვლაა საჭირო. 

2. 54 კვ.მ ფართობის სახლი ვარშავაში

ეს სახლი კი ვარშავაში, მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ სართულზეა განთავსებული. ამ შემთხვევაში აქცენტი კლასიკაზეა გაკეთებული.

3. სახლი გეტებორგში

56 კვ.მ ფართის სახლი გეტებორგში მდებარეობს. ეს შენობა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, არქიტექტურული ძეგლი.
ის 1899-1901 წლებში ააშენეს. არქიტექტურული ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე შენობის გადაკეთება ან საფუძვლიანი
რეკონსტრუქცია აკრძალულია.

4. შვედი ბლოგერის სახლი

მარგი დიტცი ცნობილი შვედი ბლოგერია. ის ფეშენ-ექსპერტია. ეს მისი ბოლო შენაძენია დედაქალაქის ცენტრში, რა თქმა უნდა, საკუთარი დიზაინით მოწყობილი.

5. სკანდინავიური ბინა ლონდონში

ეს ინტერიერი ეფუძნება ღია, მინიმალისტურ სტილს. ეს გახლავთ თანამედროვე ინტერიერი, რომელშიც შემორჩენილია ისტორიული ხიბლი.

6. პარიზული სახლი ხედით ლუვრზე

ეს პარიზული სახლი მართლაც საოცრად გამოიყურება.

7. ტერასიანი პენტჰაუსი ბელგიაში

ეს გახლავთ სახლი მაქსიმალური სივრცის შეგრძნებით.

8. სახლი სტოკჰოლმში

ეს ორსართულიანი ვარდისფერფასადიანი სახლი შვედეთშ ცნობილია იმით, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი მოქანდაკე ქრისტიან ერიკსონი. სახლი მე-18 საუკუნეშია აშენებული, თუმცა ბოლო ასწლეულში რამდენჯერმე გადაკეთდა.

9. 38 კვ.მ ვარშავაში

ეს ნათელი სახლი მრავალსართულიან სახლში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნეშია აშენებული. დიზაინერების მონდომების წყალობით, 38 კვ.მ-ში ყველაფერია განთავსებული, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო.

10. სახლი პოზნანში

დაახლობეით 95 კვ.მ ფართის ბინა პოლონეთის ქ. პოზნანის თითქმის ცენტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არც ისე დიდია, ანტრესოლის ადგილიც მოიძებნა, ბიბლიოთეკისაც და კიდევ ბევრი სხვა რამის.

კომენტარის დამატება