რომელი ფერები იქნება აქტუალური ინტერიერში 2023 წელს

ფერები, რომელმაც უნდა შექმნას მყუდრო, კომფორტული, ბუნებრივი, მშვიდი ატმოსფერო. თანამედროვე ინტერიერში უნივერსალური ტონები დომინირებს, რომლებიც სხვადასხვა ფერებთან შეხამებებით გამოიყენება. 2023 წლისთვის ეს ფერები და ფერთა შეხამებები იქნება აქტუალური:

თბილი კრემისფერი



ეს გახლავთ წარმატებული, კრემისფერის და ნაცრისფერის ნეიტრალური სინთეზი, აღსავსე სიმყუდროვის ნოტებით. ამ ფერების სათანადოდ გამოყენებით შესაძლებელია ძალიან დახვეწილი, ელეგანტური დიზაინის შექმნა. ბუნებრივი კრემისფერი ასევე ძალიან ეფექტურად ეხამება წაბლისფერს, ჩამქრალ ლურჯსა და მწვანეს.

მუქი ჯინჯერი




ბოლო დროს აქტუალობით სარგებლობს მუქი ჯინჯერისფერი ხურმის ელფერით. ძალიან მყუდრო და თბილი ფერი. ამ ფერს ინტერიერში შემოაქვს
არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ფუფუნება და სიმდიდრე. საოცრად უხდება ოქროსფერი ელემენტები. საუცხოო ტანდემს ქმნის ასევე წითელ ხესთან.

აკვარელის ცისფერი

ეს ფერი ოპტიმალურ გადაწყვეტილებად ითვლება საძინებლისთვის.
ეს მისტიკური ფერი სხვაგანაც შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა სხვა, ნეიტრალურ ფერებთან ერთად. იდეალურად ეხამება ნაზ კრემისფერს.

მომხიბვლელი მწვანე

კონსერვატორ ადამიანებს გავახარებთ და ვაცნობებთ, რომ მომავალ 2023 წელს ისევ აქტუალობით ისარგებლებს დამჯდარი მწვანე. ეს ფერი განსაკუთრებით აქტუალური იქნება მინიმალისტური ელემენტების მქონე ინტერიერში. კედლებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მუქი ელფერი, ტექსტილისთვის კი, მოხავერდო შალითებისთვის, ზურმუხტისფერი.

ნუშისფერი


ცოტა ცივი, თუმცა ნაზი ნუშისფერი სხვადასხვა ფერთან ტანდემში სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ორიგინალურად ეხამება ლურჯს, მწვანეს, ცისფერს. ეს ფერი შესაძლოა ინტერიერში დომინირებდეს ან იყოს კომპანიონი ფერი, ორივე შემთხვევაში ძალიან ეფექტურია.

ქარვისფერი

ეს სიცოცხლით სავსე ფერი აერთიანებს ყვითელ, ალისფერ, ნარინჯისფერ ტონალობებს. კონცენტრაციისა და ხარისხის მიხედვით იცვლება მისი ბრწყინვალება. ეს ფერი ნებისმიერ ინტერიერში, ძირითადად აქცენტის სახით, არის ძალიან ეფექტური და პოზიტიური. ძალიან ლამაზად ეხამება ყავისფერს, იასამნისფერს და კრემისფერს.

სამბა



მწიფე ალუბლისფერი წითელი, ცნობილი სამბას სახელით, 2023 წელს ინტერიერის გაფორმების თვალსაზრისით ლიდერი გახლავთ. ეს ფერი უხდება როგორც ავეჯს, ისე ტექსტილს. ძალიან კარგად ერწყმის ნებისმიერ ნეიტრალურ ფერს.

ოქრო

ოქრო მაინც ოქროა. დიზაინერები მოგვიწოდებენ, არ შევუშინდეთ ამ ფერს და ფუფუნებას. სულ პატარა ოქროსფერი ელემენტებიც კი ინტერიერს საოცარ ხიბლს სძენს. ძალიან უხდება შოკოლადისფერს, ნარინჯისფერს, შავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები