რატომ შეაჩერა რემონტი 2 თვით მანიკა ასათიანმა და როგორია მისი ბინა ახალაშენებულ კორპუსში

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან - ბე­ქა წივ­წი­ვა­ძე­სა და შვილ­თან ერ­თად ვა­კე­ში ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. ბი­ნის რე­მონ­ტი და დი­ზა­ი­ნი დი­ა­სახ­ლი­სის გე­მოვ­ნე­ბით და უშა­უ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით გა­კეთ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რი­ე­რით კმა­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა კი­დევ აქვს დე­ტა­ლე­ბი და­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ამ­ბობს, რომ მე­რე მარ­თ­ლა ის იქ­ნე­ბა, რაც მას უნ­დო­და.

- თა­ვი­დან, რო­ცა მე და ბე­ქამ ბი­ნის ყიდ­ვა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა თქმა უნ­და, ად­გი­ლის მი­ხედ­ვით და­ვიწყეთ ძებ­ნა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბე­ქა ვა­კე­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რ­დი­ლი, უფ­რო ეს უბა­ნი გვინ­დო­და. მე სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვი­ზარ­დე და იქა­უ­რო­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ამ კორ­პუ­სი­დან 20
მეტ­რ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი ცხოვ­რობ­და, მას­თან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი და ამ ქუ­ჩას­თან რა­ღაც­ნა­ი­რად თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბაც მა­კავ­ში­რებს. თან ცენ­ტ­რა­ლუ­რი გამ­ზი­რი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბუ­ლია, არაა ისე­თი ხმა­უ­რი და მოძ­რა­ო­ბა და ეს მომ­წონს. ეს კორ­პუ­სი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო შე­ვარ­ჩი­ეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, მა­ინც გავ­რის­კეთ და მშე­ნე­ბა­რე­ში შე­ვი­ტა­ნეთ თან­ხა. რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც გაგ­ვე­წე­ლა ეს პრო­ცე­სი. გი­ო­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, რო­ცა ბი­ნა შე­ვი­ძი­ნეთ და ამ ახალ წელს გად­მო­ვე­დით, გა­მო­დის, რომ ოთხ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და ყვე­ლა­ფერს.



რე­მონ­ტი

- დი­ზა­ი­ნე­რი არ მყო­ლია, შე­იძ­ლე­ბა ამას დღეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ვნა­ნობ, რად­გან რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი მაკ­ლია, ბო­ლომ­დე „შევ­სე­ბუ­ლიც“ არ ვარ. თა­ვი­დან ერ­თი სუ­ლი გვქონ­და, რო­დის გად­მო­ვი­დო­დით და რო­გორც კი იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვე­დით, რომ უკ­ვე საცხოვ­რებ­ლად მზად იყო, გად­მო­ვე­დით... მე­რე, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვიწყეთ და ესეც გა­მე­წე­ლა.

სა­ერ­თო ჯამ­ში ჩე­მი სახ­ლით და რე­მონ­ტით მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ფე­რე­ბი არის ისე­თი, რო­გო­რიც მე მიყ­ვარს: მშვი­დი, არც ძა­ლი­ან ფე­რა­დი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და არც სულ მთლად თეთ­რი. ზო­გა­დად თეთ­რი მიყ­ვარს, მაგ­რამ ჭარ­ბად ეგეც მა­ღი­ზი­ა­ნებს. აქ რა­საც ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა დე­ტა­ლი ჩე­მი ნა­ფიქ­რი და ნაწ­ვა­ლე­ბია, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას (ი­ღი­მის). მე დავ­დი­ო­დი, ვარ­ჩევ­დი, ვხა­ზავ­დი, ვხა­ტავ­დი, ვაჩ­ვე­ნებ­დი ხე­ლოს­ნებს და მოკ­ლედ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ცეს­ში.

ყვე­ლა­ზე მე­ტად შპა­ლე­რის შერ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­და, დიდ­ხანს ვორ­ჭო­ფო­ბო­დი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს შპა­ლე­რი, ზედ­მე­ტი ორ­ნა­მენ­ტე­ბი, ფე­რე­ბი ცუ­დად მხდის. მითხ­რეს, მა­შინ ქა­ღალ­დი გა­ა­კა­რი და შე­ღე­ბეო. არც ეს მინ­დო­და, რა­ღაც ძა­ლი­ან უბ­რა­ლო გა­მო­ვი­დო­და. და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი და კა­ტა­ლოგ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნა­ლე­სი ეფექ­ტის მქო­ნე შპა­ლე­რი... მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს არ ჰქონ­დათ ად­გილ­ზე, სად არ ვე­ძე­ბე და ბო­ლოს გა­მო­ვა­წე­რი­ნე. ორი თვე ამის გა­მო რე­მონ­ტი შე­ვა­ჩე­რე. სა­ბო­ლო­ოდ ის გა­მო­ვი­და, რაც მინ­დო­და, არაა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და არა „შპა­ლე­რუ­ლია“ (ი­ღი­მის).


ოთახ­ში ჭა­ღის გარ­და რამ­დე­ნი­მე ტი­პის გა­ნა­თე­ბაა...

- დივ­ნის თავ­ზე რომ გა­ნა­თე­ბაა, მი­სი დი­ზა­ი­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მე მო­ვი­გო­ნე, დავ­ხა­ზე და ხე­ლო­სანს ვუთხა­რი, ასე უნ­და გა­მი­კე­თო-თქო, შე­მის­რუ­ლა და მარ­თ­ლაც ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­ვი­და. ჭა­ღებ­ზე მა­ინ­ც­და­მა­ინც არ ვგიჟ­დე­ბი, სი­სა­და­ვე მიყ­ვარს და რთუ­ლად ვპო­უ­ლობ იმას, რაც მომ­წონს. მა­გი­დის თავ­ზე რომ ჭა­ღი კი­დია, ეგეც ძლივს ავარ­ჩიე, სა­დაა და ჩემს სახლს უხ­დე­ბა, სა­მი ფე­რის გა­ნა­თე­ბა აქვს, თბი­ლი, ცი­ვი და მო­ცის­ფ­რო. ტე­ლე­ვი­ზო­რის გვერ­დით რომ სა­ნა­თი დევს, დე­და­ჩემ­მა მა­ჩუ­ქა. ახალ სახ­ლ­ში რომ გად­მო­დი­ხარ, ხომ იცი, რო­გორც ხდე­ბა?! ყვე­ლას უნ­და, რა­ღაც ისე­თი გა­ჩუ­ქოს, რა­საც კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნებ. ჰო­და, დე­დამ გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ნა­თი ეჩუ­ქე­ბი­ნა. ასარ­ჩე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ა­რეთ, უკ­ვე იმე­დი რომ გა­და­მე­წუ­რა, დე­დამ ინ­ტერ­ნეტ­ში ეს აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ნა­ხავად რომ მი­ვე­დით და აან­თეს, მივ­ხ­ვ­დი, ჩე­მი სახ­ლის ფე­რებ­ში იყო ზუს­ტად, მა­შინ­ვე წა­მო­ვი­ღეთ.


ავე­ჯი სახ­ლის სა­ერ­თო ფერ­თა გა­მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ერ­წყ­მის.

- ავე­ჯი და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე. ზე­და­პი­რი, ფე­რი - ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი შერ­ჩე­უ­ლია, შეკ­ვე­თა მი­ვე­ცი და გა­მი­კე­თეს. ძა­ლი­ან ვიწ­ვა­ლე მა­გი­დის და სკა­მე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე. ბე­ქას დე­და მეხ­მა­რე­ბო­და და დამ­ყ­ვე­ბო­და ყველ­გან, რჩე­ვებს მაძ­ლევ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მე ვი­ღებ­დი. ბო­ლოს მა­გი­და ვი­ყი­დე მზა, უცხო­ე­თი­და­ნაა ჩა­მო­ტა­ნი­ლი, ძლივს რა­ღაც მო­მე­წო­ნა და მხო­ლოდ 4 სკა­მი ჰქონ­და (ი­ცი­ნის). იდე­ა­ში ისე­დაც მქონ­და, რომ მა­გი­დის ირ­გ­ვ­ლივ სულ ერ­თ­ნა­ი­რი სკა­მე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო და ასეც გა­მო­ვი­და. ჯერ­ჯე­რო­ბით 4 თა­ვი­სი სკა­მი აქვს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ვი­ყი­დი ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს. ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვია, გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ცო­ტა გავ­ზარ­მაც­დი (ი­ღი­მის).



სამ­ზა­რე­უ­ლო მი­სა­ღე­ბი­დან მი­ნის კედ­ლი­თაა გა­მო­ყო­ფი­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ერთ სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი ორი ოთა­ხი, სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან.

- ჩე­მი იდეა იყო, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო მი­სა­ღე­ბი­დან მი­ნის კედ­ლით გა­მო­მე­ყო და თა­ვის­თა­ვად კა­რიც მი­ნის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მი­ნის კედ­ლის ჩარ­ჩო­ე­ბი ამ ოთა­ხის ფე­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, კონ­ტ­რას­ტუ­ლია. ვერ­ცხ­ლის­ფე­რი არა­ფე­რი მაქვს, ინ­ტე­რი­ე­რი სულ კრე­მის­ფერ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, მაგ­რამ ამ ტო­ნა­ლო­ბის შე­ტა­ნა აქა­უ­რო­ბას ძა­ლი­ან მო­უხ­და. კედ­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­ბუ­რუ­ლი მი­ნი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, გამ­ჭვირ­ვა­ლე მხო­ლოდ კა­რია, სა­ერ­თო ჯამ­ში კარ­გი გა­მო­ვი­და, მომ­წონს. ზო­გა­დად, სტუ­დიო არ მიყ­ვარს, ყო­ველ­თ­ვის მირ­ჩევ­ნია სამ­ზა­რე­უ­ლო იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს და ასეც გა­ვა­კე­თე. კარს ბო­ლომ­დე რომ და­კე­ტავ, მი­სა­ღებ­ში არც ხმა­უ­რი გა­მო­დის და არც - სუ­ნი. თვი­თონ სამ­ზა­რე­უ­ლო მინ­დო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო ან სულ შა­ვი, ან სულ თეთ­რი, მაგ­რამ ჩემს დას აქვს შა­ვი და და­ტან­ჯუ­ლია, ყვე­ლა ნა­თი­თუ­რი ეტყო­ბა, ამი­ტომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე რჩე­ვა და სულ თეთ­რი გა­ვა­კე­თე, შა­ვი ფე­რი კი კა­ფე­ლი­თა და ტექ­ნი­კით შე­ვი­ტა­ნე. რად­გან ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხი­ლის­ფე­რიც იყო, დე­ტა­ლე­ბით, ჩა­იდ­ნით, და­ნე­ბის ნაკ­რე­ბით ეს ფე­რიც გა­და­ვა­თა­მა­შე.



სახ­ლ­ში დამ­ხ­მა­რე არ მყავს, ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ, კვი­რა­ში ერ­თხელ მო­დის დამ­ლა­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მო­წეს­რი­გე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა.

მა­ნი­კას სა­ძი­ნე­ბე­ლი მი­სა­ღე­ბის­გან ოდ­ნავ მუქ ფერ­ში, უფ­რო ნაც­რის­ფერ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი - აბა­ზა­ნის კე­დელ­ზე ნა­ხევ­რად გამ­ჭვირ­ვა­ლე მინის დე­კო­რია.

- ამ სახ­ლის თავ­და­პირ­ველ პრო­ექ­ტ­ში იყო სა­მი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე მინ­დო­და, რომ ჩემს სა­ძი­ნე­ბელ­ში სა­კუ­თა­რი სვე­ლი წერ­ტი­ლი და გარ­დე­რო­ბის ოთა­ხი მქო­ნო­და, გა­და­ვა­კე­თე. ჩემს ოთახს თან ახ­ლავს 14 კვ.მ ვე­რან­და, მი­სი შე­მო­ერ­თე­ბა მინ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ სახ­ლი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი არაა ბო­ლომ­დე და მე­რი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი გა­მე­წე­ლა, მო­მა­ვალ­ში ამო­ვა­შე­ნებ და მის ხარ­ჯ­ზე ოთახს გა­ვა­ფარ­თო­ებ, ისე­დაც არ მაქვს პა­ტა­რა ოთა­ხი, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად მინ­და გა­კე­თე­ბა. მო­სას­ვე­ნე­ბელ კუთხეს მო­ვაწყობ აქ დივ­ნით და ტე­ლე­ვი­ზო­რით, სა­წო­ლიც ჩა­ი­წევს და კი­დევ უფ­რო დი­დი სივ­რ­ცე იქ­ნე­ბა. მე­ო­რე აივა­ნი მი­სა­ღებს აქვს, სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნაც შემიძლია გა­ს­ვ­ლა, იქაც შე­იძ­ლე­ბა სკა­მე­ბი­სა და მა­გი­დის დად­გ­მა და კარ­გად მოწყო­ბა, ესეც გეგ­მა­ში მაქვს.



რაც შე­ე­ხე­ბა აბა­ზა­ნის კე­დელ­ზე მი­ნის დე­კორს, მა­გის მსგავ­სი ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ვნა­ხე, ოღონდ იქ მთე­ლი კე­დე­ლი მი­ნის იყო და მას­ზე ჰქონ­დათ მიდ­გ­მუ­ლი სა­წო­ლი, ცო­ტა უფ­რო დი­დი ფარ­თი რომ მქო­ნო­და, შე­იძ­ლე­ბო­და, მეც სხვა­ნა­ი­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ აქაც არ ვთქვი უარი ჩემს სურ­ვილ­ზე და აბა­ზა­ნა­სა და გარ­დე­რო­ბის ოთახს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა კე­დე­ლი მი­ნის აგუ­რე­ბით გა­ვა­ფორ­მეთ, სა­ბო­ლო­ოდ კარ­გი გა­მო­ვი­და.

მა­ნი­კას სა­ძი­ნებ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ბავ­შ­ვის სა­ძი­ნე­ბე­ლია.



- უნ­და გავ­თ­ქ­ვა გიო და გითხ­რათ, რომ ჯერ კი­დევ ჩვენ­თან სძი­ნავს, ამი­ტომ მი­სი სა­ძი­ნე­ბე­ლი ბო­ლომ­დე მოწყო­ბი­ლი არაა, ძი­რი­თა­დად სა­თა­მა­შოდ იყე­ნებს. გათ­ვ­ლი­ლი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, რა სად უნ­და დავ­დ­გა და მო­მა­ვა­ლი წლი­დან უკ­ვე გი­ოც გვპირ­დე­ბა, რომ გა­და­ვა თა­ვის ოთახ­ში, ამა­სო­ბა­ში და­ვას­რუ­ლებ კი­დეც მოწყო­ბას.

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

ლია 2018-07-13 17:07
აუუ... აი, მე ძალიან მომეწონა... უთბილესი ფერებია.. ყოჩაღ მანიკა... მინდა მეეეც...
natashka 2018-02-08 11:28
მანიკა თქვენს სახლს ნამდვილად ეტყობა გემოვნება, მე თეთრ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, საშინელი უგემოვნების ნიშანია მუქ ფერებში გაწყობილი სახლი. ღია ფერი საერთოდ ცნობილია , რომსახლს აძლევს სითბოს და , ამასთან ერთად სივრცეს, რაც შეეხება მინას თუ არსებობს მანდ ფერები მე არ ვიცი ანუ ავირჩევდი უფრო კრემისფერს, ,
მარიამი 2018-01-11 19:40
გეთანხმები ლალუკა.გემოვნებაზე არ დავობენ,მაგრამ ჩემთვის ზედმეტად უბრალო და ჩვეულებრივია ყველაფერი.განსაკუთრებით აბაზანა და მისაღები ოთახი არ მომეწონა,ძალიან მოსაწყენია.ალბათ იმიტომ რომ უპირატესობას მუქ ფერებს ვანიჭებ რემონტში.ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ახალ სახლში ამ ოჯახს.
ნიტა 2018-01-08 16:10
ფერები და სტილი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით მისაღების ფარდები, ულამაზესი ფერია. სამზარეულოს გამყოფი მინის კედელიც მომწონს, თუმცა ფერი ცოტა საოფისე იერს ანიჭებს ფოტოზე. რეალურად შესაძლოა, ჯდება ანსამბლში. სტუდიოს ტიპის ბინა მეც არ მომწონს, იმის გამო, რომ ქართველებს ჩვევაში გვაქვს სახლში მზადება.მაგ. მჭადის სუნი მთელ ბინაში გაფანტული, როგორი გამწოვიც არ უნდა გქონდეს, კოშმარა. სტუდიო ალბათ უფრო მათთვისაა, ვინც მუდამ გარეთ მიირთმევს, სამზარეულოში კი ყავა, ხილი და მსგავსი მსუბუქი პროდუქტი აქვს..
ლალუკა 2018-01-06 09:27
მომკალით და ასეთი სიცარიელეც არ მიყვარს. პარკეტი მიყვარს, რაღაც სითბოს ვგრძნობ მისგან, მყუდროებას და სახლის სუნს. ასეთი სახლებისგან, კი ოფისში მგონია თავი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მიუხედავად იმისა რომ მანიკა ძალიან მიყვარს

კომენტარის დამატება