ვარდების ცნობილი სელექციონერი, დევიდ ოსტინი, რომელიც ფირმის David Austin Roses დამფუძნებელია, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
David Austin Roses ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: „ვწუხვართ, რომ დევიდ ოსტინის გარდაცვალების შესახებ უნდა გამცნოთ. მან სამშაბათს 92 წლის ასაკში მშვიდად განისვენა საკუთარ სახლში, შროპშირში, ოჯახის გარემოცვაში“.
ვარდების სელექციონერთა ბრიტანულმა ასოციაციამ დაადასტურა, რომ დევიდ ოსტინ-უფროსი 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
დევიდ ოსტინი 1926 წელს ფერმერების ოჯახში დაიბადა. ის ადრეული ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს სახლის საქმეებში, მაშინდელ დროში ხომ ფერმერთა ცხოვრება მარტივი არ იყო და აუცილებელი იყო თავდაუზოგავი შრომა,
რათა უფასო წვნიანის რიგში დგომა არ მოგწეოდა.
როცა 14 წლის დევიდმა ვარდების მოყვანა დაიწყო, ალბათ, სწორედ ამიტომ ურჩიეს მშობლებმა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის მოეკიდა ხელი.
რა თქმა უნდა, დევიდის ოჯახში ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰობი ერთ დღესაც გაცილებით სერიოზულ საქმიანობად იქცეოდა, რასაც ბიჭუნამ ინგლისის ფერმიდან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
დევიდ ოსტინი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებაღე და სელექციონერი არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. „ინგლისური ვარდები“ კი უკვე დიდიხანია მის სახელთან ასოცირდება და ნამდვილ ბრენდად იქცა.
შესაძლოა ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დევიდ ოსტინის ვარდებმა ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს არა დიდ ბრიტანეთში ან ევროპაში, არამედ სხვა კონტინენტებზე - შორეულ იაპონიასა და აშშ-ში. მის მიერ გამოყვანილ ყვავილებს ყველაზე ხშირად ვხვდებით საქორწინო თაიგულებში.
პირველი ვარდი, რომელიც ოსტინმა კომერციული წარმოებისთვის გამოიყენა იყო „Constance Spry“. ის 1961 წელს გამოჩნდა და ცნობილ ბრიტანელ ქალს, ფლორისტ კონსტანტ სპრეის მიეძღვნა.
ამას მოჰყვა 55 წლიანი ახალი აღმოჩენები, წარმატებები და მიღწევები. იმ დროისთვის ოფიციალურად 200 სახეობის ვარდი იყო დარეგისტრირებული, რომელთაგან 20-ზე მეტი სხვადსხვა დროს სხვადასხვა ჯილდოებით დაჯილდოვდნენ, თავად დევიდ ოსტინი კი კომერციულად ყველაზე წარმატებული სელექციონერი გახდა. მისი სანერგეების ფილიალები მთელს მსოფლიოშია, ხოლო ნერგების გაყიდვებმა ყოველწლიურად 5 მილიონ ცალს მიაღწია.
ოსტინის კომპანია შეიძლება ოჯახის ბიზნესად ჩაითვალოს. მისი ვაჟი დევიდ-უმცროსი კომპანიის მმართველი დირექტორია, შვილიშვილი რიჩარდი კი - მარკეტინგის ხელმძღვანელი.
გარდა ამისა, დევიდის ქალიშვილმა კლერმა, საკუთარი სანერგე გახსნა, დაკავებულია ზამბახებისა და იორდასალამების გაშენებით. დევიდის მეორე ვაჟი ჯიმი კი ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
დევიდ ოსტინს არასდროს უყვარდა საყვარელ სახეობებზე საუბარი, მაგრამ ხანდახან აღიარებდა, რომ მისი საყვარელი ჯიშები იყო „კლერ ოსტინი“ - თეთრი ვარდი, რომელსაც სახელი ქალიშვილის საპატივცემულოდ დაარქვა და ვარდისფერი „ოლივია როუზ ოსტინი“, დევიდის შვილიშვილის ნამდვილი სახელი გახლავთ.