"კომფორტული ბუდე" არ მჭირდება" – კარლ ლაგერფელდის უცნაური სახლი

კარლ ლაგერფელდი – ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო. მისი პარიზული ბინის მოწყობაში პირადად მიიღო მონაწილეობა, ინტერიერსაც თავად გადაუღო ფოტოები, მოგვიანებით კი ჟურნალს ELLE DECORATION  ყველა მისი საიდუმლო გაუმხილა.

გთავაზობთ 2015 წლის ინტერვიუს:

– აღიარეთ, რომ ეს ინტერიერი სახლის კომფორტზე ტრადიციული წარმოდგენის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შექმენით?

სწორედ ასეა. "კომფორტული ბუდე" არ მჭირდება. ჩემი სახლი უზარმაზარ სასტუმრო ნომერს ჰგავს, რომელიც სავსეა ცნობილი დიზაინერების ავეჯით – მე მას "მომავლის ანტიკვარიატს" ვუწოდებ".

რამდენია ბინის ფართობი?

400 კვ მ. თუმცა სახლში ერთი კედელიც არ არის. ძველი
ინტერიერისგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. ადრე აქ ბუხარი იყო, მაგრამ მისი გაუქმება ვუბრძანე. არ მიყვარს ბუხარი – ხანძრის მეშინია.

სტუმრები ხშირად გყავთ?

არავითარი სტუმარი. მათ სხვა ადგილას ვიღებ. ეს წმინდა მამაკაცური – ეგოისტის თავშესაფარია. კერძსაც კი არასდროს ვიმზადებ. პრინციპულად. ვრეკავ და მოაქვთ. სამზარეულოს სუნების ატანა არ მაქვს.

კედლებზე ერთი სურათიც არ არის – ესეც პრინციპია?

დიახ. თანაც ზედმეტად ბევრი წიგნი მაქვს. კედლები ბიბლიოთეკას უჭირავს, სურათებისთვის ადგილი აღარ რჩება.

რა იყო თქვენი შთაგონების წყარო ამ ინტერიერის შექმნის დროს?

არავითარი წარმოსახვა არ ყოფილა. უბრალოდ მინდოდა ვოლტერის სანაპიროსთან დავსახლებულიყავი და გარშემო მხოლოდ ყველაზე თანამედროვე მასალები ყოფილიყო.

ამ ბინაში სულ ცოტა ხნის წინ გადმოხვედით საცხოვრებლად და მალე სხვაგან გადასვლას გეგმავთ. რატომ?

მიყვარს, როცა ყველაფერი უკეთესი ჯერ კიდევ წინ არის.

წყარო: elledecoration.ru


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები