მომღერალმა და კომპოზიტორმა, ჯონ ლეჯენდმა და მისმა მეუღლემ, მოდელმა კრისი ტეიგანმა მანჰეტენზე მათი მშვიდი, ინტიმური და მყუდრო ბინა გვიჩვენეს.

ჯონ ლეჯენდმა და კრისი ტეიგანმა საკუთარი თავის ძიება ნიუ-იორკის ამ ბინაში 2013 წელს დაიწყეს. როგორც წესი, საცხოვრებელი სახლის შერჩევისას ადამიანები კარგი ხედებისა და ბუნებრივი შუქისკენ ისწრაფვიან, მაგრამ კრისმა და ჯონმა ორიგინალურობა გამოიჩინეს - ბინამ ისინი „სიბნელითა და ატმოსფერულობით“ მიიზიდა.

სამზარეულოს ფანჯარა აგურის კედელთან გადის. კრისი კი, რომელიც აღმერთებს კერძების მომზადებასა და ჭამას, მიუხედავად მოდელობისა - ამით აღფრთოვანებულია: „მე Empire State Building-ზე
ცქერას, ძველ აგურებზე ყურება მირჩევნია“. სიბნელესა და სიმყუდროვისკენ სწრაფვა გასაგებია: ჯონი და კრისი ძალიან დაკავებული ადამიანები არიან. ბევრს მოგზაურობენ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სივრცე „განტვირთვისთვის“.

სიმყუდროვისთვის ინტერიერში შეტანილია თბილი ფერები და ძველი მასალები, როგორებიცაა გადამუშავებული ხე და მუქი ლითონი.

ჯონი და კრისი აღმერთებენ აქ დროის გატარებას. სასტუმრო ოთახში როიალი დგას - თუ მოულოდნელად ჯონს მუზა ეწვევა. ის, რაც ამ სახლში არ არის, სასტუმრო საძინებელია. „აქ ღამით არავის დატოვება არ გვსურს“ - ადასტურებს კრისი.

როგორც უკვე ვახსენეთ - ბინა ინტიმურია.
წყარო: admagazine.ru