სტუმრად მსახიობ მეგ რაიანთან - „ეს სახლი ჩემს დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. დავიღალე მსახიობის მომთაბარე ცხოვრებით".

„დედა, შენ ძველებურად მეგანიზაციით ხარ დაკავებული?“ - ხშირად ეკითხება მეგ რაიანს მისი 24 წლის ვაჟი და ინტერიერის მოწყობის სიყვარულით გატაცებულ დედაზე ხუმრობს. მსახიობის ეს კონკრეტული რეზიდენცია, მისი რიგით მეცხრე დიზაინერული პროექტია.

„ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა ინტერიერებით ჩემს გატაცებას სიგიჟედ მიიჩნევს“ - გამოტყდა მეგი.

„საქმე იმაშია, რომ სარემონტო პროცესს ვაღმერთებ. ასე მგონია, ეს რაღაცით ჩემს პროფესიასთანაა კავშირში. მსახიობებს ცოტა რამის კონტროლი შეუძლიათ. მუდმივად სხვის სათქმელს ამბობ, იმყოფები დეკორაციებში, რომლებიც სხვა ადამიანებმა მოიფიქრეს და ისეთ სამყაროს ქმნი, როგორსაც რეჟისორი ხედავს. ხოლო როცა
მორიგ რემონტს ვიწყებ, პროცესს მთლიანად ვაკონტროლებ, ეს ჩემი შანსია სამყაროს ვაჩვენო, ვინ ვარ სინამდვილეში“ - განმარტავს მსახიობი.

მეგ რაიანი მთელი მსოფლიოს ანტიკვარულ მაღაზიებში მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა ავეჯსა და აქსესუარებს და სურდა ინტერიერში თითოეული მათგანისთვის ადგილი გამოენახა.

„ეს სახლი ჩემს დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. დავიღალე მსახიობის მომთაბარე ცხოვრებით. მე ნამდვილი სახლი მჭირდებოდა, რაც აქ ვიპოვე“ - ამბობს რაიანი.



წყარო: admagazine.ru


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები