სტივ ჯობსის სახლი - ციფრული მაგნატი ძველებურ სახლს და სოფლურ სტილს ირჩევდა

ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენს, რომ ციფრული სამყაროს მაგნატი, Apple-ის გენერალური დირექტორი, სტივ ჯობსი არა თანამედროვე ფეშენებელურ ვილაში, არამედ ძველებურ, სოფლის სტილის სახლში ცხოვრობდა. კალიფორნიის შტატში, ქალაქ პალო ალტოს გარეუბანში, ქუჩის ბოლოს მდებარე ეს საცხოვრებელი ჯობსმა 1990-ის წლებში შეიძინა, როცა ახალდაქორწინებული იყო. სახლი თავისი მიწის ნაკვთით 2 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აქვს 7 საძინებელი, 5 სააბაზანო ოთახი. ის ბრიტანულ ქალაქგარე სახლს მოგაგონებთ და ძალიან წყნარ უბანში მდებარეობს. ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ აქ მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტი ცხოვრობდა.

მოგვიანებით მისი მეუღლე იხსენებდა, თუ
რა დამამშვიდებლად მოქმედებდა წყვილზე ეს სახლი. "კუთხე, სადაც სტივს უყვარდა ჯდომა, ყველაზე მყუდრო ადგილი იყო სახლში. სახლი ყველა სეზონზე განსხვავებულად გამოიყურებოდა, მაგრამ შთამაგონებელ ძალას არასოდეს კარგავდა" - იხსენებს მისი მეუღლე.






















კომენტარები

ინგა 2020-04-28 16:57
და კიდევ ერთი... სანამ თქვენ იზომბებით, ვერ გაგირკვევიათ რა ფასეულობით იცხოვროთ, მე კი ვარ სახლში, ვერთობი ჩემს ,,პუპსიკასთან,, ვიოკებ ყველა ემოციას (დღეში სამჯერ, იშიათად ხუთამდეც ავდივარ), თქვენ იკითხეთ, თქვე საცოდავებო....
თენგო 2020-04-27 10:36
კომენტარი ვერ გაგიკეთებია ადამიანს, ვინმე თავს რომ არ დაგესხას და მაგრად არ მიგალანაძღოს. კომენტარი ნიშნავს ადამიანის საკუთარი აზრის გამოხატვას და რატომ ილანძღებით?
ზაზა 2020-04-26 18:26
ძალიან კარგია, მშვენიერია, ყველას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავსის ქონება რომელიც სხვას არ წაართვა და არ მოპარა...
inga 2020-04-26 12:27
ინგა - რატომ უნდა გაგიჟდეს გაჭირვებული ადამინი. ე.ი. გაჭირვებულს სხვისი ქონება ანერვიულებს.მერწმუნე ყველა გაჭირვებული არ არის ეგრე. უფალმა იცის ვის რა მისცეს. ადამიანი თუ ხარბია , რომც ქონდეს სხვისი ყველაფერი შურს
giorgi 2020-04-25 10:51
კაი სახლი კი არის და შენ გინდ სოფლური უძახე და გინდ ღარიბული

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები