ედიტ პიაფის ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე - სახლი, სადაც ის მთელ სამყაროს ემალებოდა

მე-20 საუკუნის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელმა, ქალბატონმა, რომელიც ფრანგული ვნების სიმბოლოდ არის ქცეული, საკმაოდ მძიმე ცხოვრებაგამოვლილმა ედიტ პიაფმა ეს ვილა საბოლოო ნავსაყუდლად შეარჩია.


სახლი ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს უმშვენიერეს ადგილას, სადაც შუა საუკუნეებში რამდენიმე მონასტერი იყო. სწორედ აქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები უმშვენიერესმა ედიტ პიაფმა. აქ გახლდათ განმარტოებული, უცხო თვალსა და ჟურნალისტებს გარიდებული.



სახლში არის შვიდი საძინებელი, ექვსი აბაზანა, აუზი და ტერასა. ინტერიერი პროვანსულ სტილშია შესრულებული. მიუხედავად სახლის შთამბეჭდავი მოცულობისა და საძინებლების მრავალფეროვნებისა, მომღერალმა უპირატესობა მაინც პატარა ზომის ოთახებს მიანიჭა.



სახლს პიაფისდროინდელი
ბევრი ნივთი შემორჩა, მაგალითად ბაღში, მუხის ქვეშ მოთავსებული ხის მაგიდა. სწორედ აქ ჯდომა და საკუთარი სიმღერების მოსმენა იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლების მთავარი გატაცება.


სახლის შემდგომმა მფლობელებმა მოახერხეს იმდენი, რომ სახლს ედიტისდროინდელი ხიბლი შეუნარჩუნეს.



ვილა ნიცადან 20 წუთის სავალზეა. ბოლო წლებში წარმატებით ქირავდებოდა ქორწილებისა და დღესასწაულების გადასახდელად. 2017 წლიდან კი გასაყიდად გაიტანეს, თუმცა მყიდველი დღემდე ვერ მოიძებნა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები