შონ კონერის ყოფილი ვილა საფრანგეთში 33 მლნ დოლარად იყიდება

საფრანგეთში შონ კონერის ყოფილი ვილა იყიდება. მისი შეძენა მსურველებს 33,87 მლნ დოლარად შეუძლიათ.
შონ კონერი 2020 წლის 31 ოქტომბერს ბაჰამიზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მას არა მხოლოდ საუკეთესო საჭმელი, მანქანები და ულამაზესი ქალები ხიბლავდა, საუკეთესო სახლებშიც ცხოვრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მას ჰქონდა სახლები ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში და ბაჰამებზე, სწორედ ეს უკანასკნელია წარმოდგენილი აუქციონზე გასაყიდად.


ეს საოცარი ვილა საფრანგეთის სამხრეთში, ნიცას მახლობლად მდებარეობს. ადგილობროვი მოსახლება ამ აპარტამენტებს დღემდე "შონის სახლს" უწოდებს. სახლი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თავის დროზე ბონდიანას კადრებშიც კი
მოხვდა ფილმში "არასდროს თქვა არასდროს".


სახლი დაახლოებით 0,4 ჰექტარზეა. შესანიშნავი ხედი იშლება ნიცას ძველ პორტზე. თავად ვილა ქვით არის ნაშენებ, კლასიკურ ფრანგულ სტილში. აქვს ხუთი დონე და ღია ტერასა სახურავზე. სახლს აქვს ლიფტიც.

სახლში არის ხუთი საძინებელი და აბაზანა თითოეულ სართულზე. მთავარი შესასვლელი შედის დიდ მისაღებ ოთახში, რომელსაც იატაკიდან ჭერამდე უზარმაზარი ფანჯრები ამშვენებს. ამ ფანჯრებიდან შესანიშნავი სანახაობა იშლება მთებსა და ზღვაზე, ასევე საოცარ ტერასაზე, რომელიც მთელი სახლის ირგვლივ არის გაკეთებული.

ძირითად დონეზე მდებარეობს ასევე საოჯახო ოთახი, კიდევ ერთი ოთახი და სამზარეულო. სასადილო და ძირითადი სამზარეულო ერთი სართულით დაბლა მდებარეობს. ის ტეარასაზე გადის.

ზედა სართულზე სახლის მეპატრონის საძინებელი, აბაზანა და უზარმაზარი გარდერობია. ასევე განთავსებულია ძალიან მოსახერხებელი აივანი.
და ბოლოს, სულ ქვედა სართულზე მდებარეობს ფიტნეს ცენტრი თავისი სატრენაჟორო დარბაზით, საშხაპეთი, გასახდელებით და დახურული აუზით, რომელიც ბაღში გადის.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები