ექიმი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა. მან თავისი ხშირი და ემოციური სატელევიზიო თუ "ფეისბუქჩართვებით" განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას, რომელმაც გიორგი ფხაკაძე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ისე გაიცნო, თუმცა, როგორც ირკვევა, მას ბევრ მნიშვნელოვან პოზიციაზე უმუშავია და დღემდე მეტად საინტერესო ცხოვრებაც გაუვლია, რაზეც AMBEBI.GE-ის უამბო:
- დედით უკრაინელი, მამით ქართველი ვარ. ბავშვობიდან ლვოვსა და ქუთაისში ვსწავლობდი და არაერთი სკოლა გამოვიცვალე. ამას გარდა, მუსიკალურ სკოლებში ვსწავლობდი, ჭიდაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი, როდესაც უკრაინაში დედას ბალეტზე დავყავდი, ქუთაისში ქართულ
ცეკვებს ვცეკვავდი, ჭადრაკით ვიყავი გატაცებული. ბავშვობა ძალიან დატვირთული მქონდა, სათამაშოდ დრო არ მრჩებოდა. ლვოვი და ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქებია. ხუთი წლის ასაკში მარტომ ვიმოგზაურე საქართველოდან უკრაინაში. ჩამსვეს თვითმფრინავში, ვიღაც კაცს მიმაბარეს და მე მივასწავლე იმ კაცს, როგორ მივეყვანე სახლამდე. ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ხუთი წლის ასაკიდან ბაზარში მარტო დავდიოდი. დედაჩემი ფულს მომცემდა და მე ვყიდულობდი. დამინახავდნენ, - რა საყვარელი ბავშვიაო და ისე მიკლებდნენ ფასებს... ჰოდა, მეც გემრიელად ვვაჭრობდი. ბავშვობიდან ვისწავლე ვაჭრობა, ხარისხის ცნობა. ყველა ყველს ვსინჯავდი, ვიდრე კარგ ყველს არ შევარჩევდი. თან ვიმახსოვრებდი, ვისთან როგორი იყო, მერე იმას ტვინს ვუბურღავდი, ვიდრე ფასს მაქსიმალურად არ დავაკლებინებდი. როცა საჭიროა, ნიუ-იორკში, მანჰეტენზეც ვვაჭრობ... მეუბნებიან, გიორგი რას შვრებიო? ვპასუხობ, - მაცადეთ! ქუთაისის მწვანე ბაზარი და ნიუ-იორკის მანჰეტენის ბაზარი ერთი და იგივეა, იქაც ფასებს ვაკლებინებ - მეთქი...
- თქვენს პროფესიულ არჩევანზე და ზოგადად, ჩამოყალიბებაზე ვინ იქონია გავლენა?
- სამედიცინოზე ჩაბარების ამბავი მე ვინ მკითხა, დედაჩემს უნდოდა თეთრი ხალათი მცმოდა. მამა ეუბნებოდა მზარეულებსაც კი აქვთ თეთრი ხალათიო, მართალი იყო, სჯობდა, მზარეული გამოვსულიყავი. დედა ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, ისე გამზარდა, ჩემზე ხელი არასდროს აუწევია, მაგრამ ისეთი მწარე ენა ჰქონდა, სჯობდა კარგად ვეცემე. როცა სწავლა არ მინდოდა, მეტყოდა, - რად გინდა სწავლა, აგერ ცოცხი და იმუშავე დამლაგებლადო. მეც ვტიროდი, არ მინდა "დვორნიკობა - მეთქი". სამედიცინოზე სწავლა არ მინდოდა, რადგან სისხლის ძალიან მეშინოდა. ერთხელ დედამ მაიძულა, ქათამი დამეკლა... ამ ქათამს ყელი ცოტათი წავაჭერი, მაგრამ ვერ მოვკალი, წამოხტა ეს სისხლიანი მამალი და გამომეკიდა, სამი წრე დავარტყი სახლს ყვირილით, მამალი სისხლისგან იცლება, მაგრამ გამწარებული მომდევს, მე დავრბივარ.
საბოლოო ჯამში, მაინც ჩავაბარე სამედიცინოზე. სახლში ყველა სიგარეტს ეწეოდა. დედა სულ მეუბნებოდა, - სჯობს შინ მოწიო სიგარეტი, მე საუკეთესო ხარისხის მაქვსო... ალბათ რომ არ მიკრძალავდნენ, ამიტომაც არასდროს არ გამჩენია მოწევის ინტერესი. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ პირველად დედამ მომცა პრეზერვატივი...
იმ დროს, სექსუალური თვალსაზრისით, მე ვიყავი ყველაზე განათლებული ბავშვი, ერთადერთი ვიყავი სკოლაში, რომელმაც იცოდა ბავშვი საიდან ჩნდება, რადგან დედაჩემმა მომცა წასაკითხად გინეკოლოგიის წიგნი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი. წავიკითხე, გავიგე და გადავედი შემდეგ ეტაპზე. სექსუალური განათლება მივიღე დედისგან.
- თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლი ააშენეთ, როგორი ისტორია აქვს თქვენს სახლს?
- ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ - შუასაუკუნებრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც, სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე-სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედათა მონასტრად გადააკეთა.
1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი - გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალბინიანი "კომუნალკა“ გახდა. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი.
გავყიდე ჩემი ულამაზესი სამსართულიანი სახლი წერეთლის 17-ში, ქუთაისში და ამ ფულით შევძელი ბოლო მეზობლის ერთი ოთახის ყიდვაც თბილისში. მერე რემონტი წლების განმავლობაში ვაკეთე. რაც ფული მიშოვია, ყველაფერი ამ სახლის კედლებში ჩავდე. სახლი ნახევრად დანგრეული იყო, ამის აღდგენა მოხდა 20 წლის რთული მუშაობით. ახლა ეს სახლი ჩემთვის საქართველოში ულამაზესი და ყველაზე საინტერესო სახლია. ამ სახლის საძირკველი მე-18 საუკუნისაა. საფრანგეთში, ძველი, ნაპოლეონის დროინდელი სახლი მაქვს. იხილეთ სრულად