როგორ ცხოვრობს მილიარდერი ილონ მასკი

ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ ცხოვრობს მილიარდერი ილონ მასკი. მან თავისი უნიკალური სახლების კოლექციის დიდი ნაწილი გასაყიდად გაიტანა, იმიტომ, რომ მარსზე აპირებს მომავალში დაფუძნებას.

სახლი-ბუმერანგი

ილონ მასკს ლოს ანჯელეში საერთო ჯამში 7 სახლი აქვს. ერთს მაგალითად ისე იყენებს, როგორც სავარჯიშო ოთახს, სადაც მისი შვილები სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სახლი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.
ოთხი პოზიცია გასულ ზაფხულს გაყიდა, ახალი მფლობელი კი ტერიტორიის გაფართოებას აპირებს.

ეს სახლი კოლექციის მარგალიტია. ეს სახლი ექსცენტრიულ ბიზნესმენს, რომელიც ფორბსის სიაში 151 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა, სულ რაღაც
45 მლნ დაუჯდა. შენობა ერთსართულიანია, 914 კვ.მ., თუმცა შთამბეჭდავი თავად შენობაა, რომელიც ბუმერანგის სტილით არის აგებული.
ერთ-ერთ ფრთაში მდებარეობს საერთო მისაღები და სასადილო ოთახი, საიდანაც გასაწევი კარი გადის აუზზე, რომლის გარშემოც მოწყობილია ლაუნჯი.

მოპირდაპირე ფრთაში საძინებელები და აბაზანები მდებარეობს. ყველაფერი ისეა დაპროექტებული, რომ ყოველი ფრთის ფანჯრები გადის ბაღში, რომელიც სახლს მთელს პერიმეტრზე ერტყმის გარს. ქუჩის მხარეს სახლს ყრუ ფასადი აქვს. აქვეა მიწისქვეშა ფარეხში ჩასასვლელი. შენობის წინ არის დიდი აუზი, რომელიც თბება კიდეც. ბუმერანგის მთავარი კოზირი სისტემა "ჭკვიანი სახლია" - განათების, ვენტილაციის, გათბობის და აუდიო ფონის მართვა ტელეფონით არის შესაძლებელი.

30 მილიონი

გასულ ზაფხულს მასკი თავის ერთ-ერთ საყვარელ სახლს დაემშვიდობა. ეს სახლი 2012 წელს შეიძინა 17 მლნ დოლარად. გაყიდვას 30 მლნ დოლარად აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ფასი 29 მლნ იყო და მისი ახალი მფლობელი ჩინელი მილიარდერი გახდა, რომელიც კომპიუტერული თამაშების ბიზნესის წყალობით გამდიდრდა.

ეს სახლი, წინასგან განსხვავებით, უფრო გართობაზეა ორიენტირებული. სახლში არის ორსართულიანი ბიბლიოთეკა, სახლის კონოთეატრი, დიდი სპორტული დარბაზი და ვინოთეკაც კი.

1500 კვ.მ-იან სახლში არის 7 საძინებელი, ასევე სასტუმრო ოთახები. ინტერიერის სტილი ტრადიციული ამერიკული კლასიკაა. სახლი 1900 წელს არის აშენებული და შეძენის შემდეგ ილონ მასკმა აქ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გააკეთა. საინტერესოა, რომ სანამ შეიძენდა, დიდი ხნის განმავლობაში ქირაობდა ამ სახლს და ინტერიერსაც უკვე შეჩვეული იყო.

ეზოში არის ჩოგბურთის კორტი, სასადილო და სასაუზმო ზონა, მწვანე პარკი, ფარეხში კი ოთხი ადგილი ტესლას ავტომობილისთვის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ბრენდის ავტომობილით სარგებლობს.

ჯინა უაილდერის სახლი

მასკის მთელი ქონება ბელ-ეირში ერთ მთაზე მდებარეობს. არც ეს სახლია გამონაკლისი. მასკმა იგი ცნობილი ამერიკელი მსახიობისგან, ჯინა უაილდერისგან შეიძინა. სახლი ქანთრის სტილშია. ის 1951 წელს აშენდა. თუმცა ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით ახალ მფლობელს არ აქვს უფლება რამე გადააკეთოს, რადგან მასკი თვლის, რომ სახლი განსაკუთრებულია თავისი ყველა დეტალითა და ნიუანსით. თავად მილიარდერი ამ სახლს კერძო სკოლისთვის იყენებდა თავისი და მეგობრების შვილებისთვის.



30 მილიონი-2


კიდევ ერთი საოცარი სახლი, რომელიც მასკმა გასაყიდად გამოიტანა, ასევე მთის წვერზე მდებარეობს და ლოს ანჯელესს გადაჰყურებს. ის გარშემორტყმულია კიდევ სამი სახლით, რა თქმა უნდა, ეს სახლებიც მასკის საკუთრებაა. ეს სახლი, სხვებისგან განსახვავებით, უფრო თანამედროვე და მოდურია. არანაირი კლასიკა, მხოლოდ მინიმალიზმი და ოდნავ ჰაი ტეკი.



კამერული კოტეჯი

ეს სახლი სულ ცოტა ხნის წინ გახდა მასკის საკუთრება. ეს მისი ყველაზ ბიუჯეტური ქონებაა. მასში მან მხოლოდ 4,443 მლნ დილარი აიღო. ეს სადა სახლი ტრადიციულ სტილში, ზედმეტი პრეტენზიების გარეშეა მოწყობილი.
ჩვეული კლასიკა შერწყმული ხესთან მისი პატარა ფერიებისა და უფლისწულებისთვის. მასკს პირველი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს, ცოტა ხნის წინ კი მეგობარმა გოგონამ კიდევ ერთი შვილი გაუჩინა.

სახლი სილიკონის ველზე

ეს სახლი მდებარეობს სილიკონის დასახლებაში, სადაც მასკის კომპანიის შტაბ-ბინაა განთავსებული. ის გასაყიდად სულ ბოლოს გაიტანეს, თუმცა მალევე მოხსნეს აუქციონიდან. ეს სახლი ყველაზე დიდია, დაახოებით 5 000კვ.მ. აქ არის 10 საძინებელი, 10 აბაზანა, გიგანტური ავტოფარეხი, უფრო მეტიც, სახლში არის სრულფასოვანი საბანკეტო დარბაზი, უზარმაზარი ბანკეტის ოთახი სასადილოდ და ასევე უზარმაზარი სამზარეულო განკუთვნილი მზარეულთა დიდი ჯგუფისთვს.

ეს ინტერიერი გამოირჩევა რესპექტაბელურობით - გრაფიკული ფასადი, ბუხარი, მასიური ავეჯი, ფაიფური, აკადემიური ფერწერა და ა.შ.
სახლის ეზო 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქვ საკუთარი კანიონი, ყურე და ფეხით სასიარულო სპეციალური ადგილი.


რაღა დარჩა მასკს?

როგორც თავად წერს, ის ქირაობს სახლს, თუმცა ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ მილიარდერი მეგობარი გოგონას სახლში ცხოვრობს, რომელიც 20128 წელს ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე შეიძინა.
პატარა სახლი კლასიკურ სტილშია გაფორმებული. აქ არის განსაკუთრებული რამდენიმედონიან ტერასები, რაც სახლს განსაკუთრებულს ხდის.

კომენტარები

ლევანი 2021-08-08 18:42
მასკმა მომავალში იმოგზაურა და ისე იყიდა სახლი წარსულში?

20128 წელი საინტერესოა როგორი იქნება :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები