ცნობილი ადამიანების უჩვეულო სახლები

ცნობილი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ექსტრავაგანტურობით, რაც მხოლოდ ხასიათს როდი ეხება, არამედ სახლებსაც, რომლებშიც ცხოვრობენ. არ გჯერათ? ვეცდებით დაგარწმუნოთ.

პიერ კარდენი




ეს უჩვეულო სახლი პიერ კარდენმა 1991 წელს შეიძინა. კლდის პირზე არის ასენებული და მიუხედავად მრავალწლიანი არსებობისა, დღესაც გამოირჩევა ავანგარდული ვიზუალით. სიცოცხლის ბოლო წლებში მოდელიერი ცდილობდა გაეყიდა სახლი, მაგრამ ალბათ ფასის გამო ვერ მოახერხა, ხუმრობა საქმე ხომ არაა - სახლი 350 მლნ ევროდ არის შეფასებული.

ლე კორბუზიე

ცნობილი თეორეტიკოსის სახლი საყოველთაოდ განთქმული გახლდათ ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ეს სახლი ცნობილმა არქტიექტორმა სულ რაღაც
სამ საათში დააპროექტა. შედევრი მეუღლეს მიუძღვნა დაბადების დღის საჩუქარდ.

სალვადორ დალი

დალის სახლი კი ნამდვილი კომპლექსია, რომელიც მხატვრისა და მისი მუზების ნავსაყუდელი გახლდათ. სახლი დალიმ თავისი გაყიდული ნახატების ფულით იყიდა. აქ მხატვარი ცხოვრობდა და მუშაობდა 1931-დან 1982 წლამდე.






ნაომი კემპბელი

ესპანელი არქიტექტორის ეს შედევრი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. სახლს აქვს მინის გუმბათი და აშენებულია კოლოგიურად სუფთა მასალით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები