საოცარი ადამიანია, ყოველთვის ახერხებს, რომ მის გარშემო ბევრი ადამიანი გაახაროს, ყველას დადებითი მუხტი გადასდოს და თუნდაც თავის ბინაში საახალწლო დღესასწაული მოუწყოს, აი, ისეთი, რაც უკვე მერამდენე ახალი წელია, მის სახლში მხვდება და სანტა კლაუსის სოფელს მაგონებს. ეს რომ გააკეთო, განსაკუთრებით უნდა გიყვარდეს ყველა და ყველაფერი და, ალბათ, ბავშვივით უნდა გჯეროდეს ახალი წლის ჯადოსნურობის.
ამ სილამაზის შემოქმედი - წლევანდელი იუბილარის - საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სახე და დიდი ხნის განმავლობაში მისი დიქტორი
და გადაცემების წამყვანი ქეთი მითაიშვილია, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად, შიგადაშიგ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ამჯერად, ცოტათი დაუგვიანდა, თუმცა, საახალწლო ტრადიცია არ დაარღვია და სწორედ ამ პერიოდში გვესტუმრა. მასთან შინ მისულს, კიდევ უფრო ლამაზი და ჯადოსნური საახალწლო დღესასწაული დამხვდა. გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებს ქეთი ამ თვალისმომჭრელი სილამაზის შექმნას.
ქეთი მითაიშვილი:
- ვახერხებ კი? ხანდახან ვფიქრობ, ეს ყველაფერი ბუტაფორიაა, რადგან, საბოლოო ჯამში, მაინც ასე გამოდის, ძირითადი ფასეულობა ხომ მაინც სხვაა, მაგრამ... ამასაც, ხომ თავისი დატვირთვა აქვს - სილამაზეა, ესთეტიკაა! გამოგიტყდები და, წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მიძნელდებოდა ამის გაკეთება. ფიზიკურად ვერ ვიყავი კარგად და რომ დავიწყე ყველაფრის გამოლაგება, ვინანე, მაგრამ... უკვე გვიანი იყო. მერე ამას დავუპირისპირე, - ღმერთო, ჩემი შვილიშვილების გარდა, კიდევ რამდენი ბავშვი გაიხარებს ამის ნახვით-მეთქი. ბავშვები კი არა, დიდები ვხარობთ. თუნდაც შენ, რამდენ ფოტოსესიას აწყობ ხოლმე. რამდენ ახლობელს ვუთხარი, მოიყვანეთ ბავშვები და გადაუღეთ ფოტოები-მეთქი.
ბევრი რამ, რასაც ხედავ, ე.წ. გარესეილზე მაქვს შეძენილი - ოჯახები სახოვრებელს რომ იცვლიან ან ვიღაც გარდაიცვლება, ყველაფერს გაცილებით იაფად ჰყიდიან ხოლმე. მაგალითად, ეს პატარა, ლამაზი ნაძვის ხე კაპიკებში ვიყიდე, ასე, 70-80 წლის იქნება. მერე უცებ ცრემლი მომადგა, ჩავფიქრდი, ვთქვათ, მე ვიღაცის ოჯახიდან მერგო და ოკეანის გადაღმიდან ჩემს ოჯახში მოხვდა, ცას ხომ არ გამოვეკერები და, ჩემს შემდეგ, ნეტავ, ვისთან მოხვდება-მეთქი? რაღაც მომენტში გულიც ჩამეწურა... მაღალფარდოვან სიტყვებად ნუ ჩამითვლის ვინმე, მაგრამ... ეს ყველაფერი ღირებულია მაშინ, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყანაც დამშვიდებულია. თითქოს, ამისიც გერიდება, ადამიანებს შიათ, სწყურიათ და შენ კიდევ ასეთ რამეს აწყობ, მაგრამ... ბავშვებს, ჩემს შვილიშვილებს ამას ხომ ვერ ავუხსნი? ომის დროს თეატრალური წარმოდგენებიც კი არ გაუჩერებიათ, ადამიანებისთვის სტიმული რომ მიეცათ, ესთეტიკური სიამოვნებაც ხომ აუცილებელია, სულს სჭირდება!
- კარგია, რომ ტრადიციას არ უღალატე და მაინც საახალწლო პერიოდს დაამთხვიე ჩამოსვლა.
- როგორც შენ არ უღალატე ტრადიციას და საახალწლოდ მესტუმრე. ახლახან ჩვენი 5 წლის წინანდელი საახალწლო შეხვედრის ფოტოებს ვათვალიერებდი და ნოსტალგია მომეძალა. ზოგადად, ცოტათი სევდის მომგვრელიცაა ეს პერიოდი ყველასთვის და ყველაფრისთვის, ალბათ იმიტომ, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვაკარგვინა, თუნდაც - ჩემი კოლეგებიდან. სოციალურ ქსელების აქტიური მომხმარებელი არ ვარ და თემურ ჩხიკვაძის გარდაცვალება არც გამიგია. ჩემს აქ ყოფნას კი დაემთხვა ჩემი მალხაზ გელაშვილის გარდაცვალება. ისეთი ტკივილია ეს და იმდენად სევდის მომგვრელი, რომ თითქოს სიხარულისა და ხალისის შეგრძნება დავკარგეთ.
თითოეულ ადამიანს საკუთარი ნაჭუჭი გვაქვს - ზოგი ჩაკეტილი ვართ, ზოგი გახსნილი, ზოგიც - ზედმეტად გახსნილი, ზოგიც - აგრესიული... ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმეა. ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, რომ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი და ტელევიზიის დიქტორი ვიყავი, სოციალური ქსელები არ იყო. ალბათ, გულის შეტევა მექნებოდა, იმდენ აგრესიას, იმდენ ღვარძლს ბოღმას ვხედავ, რომ... ფაქტობრივად, ყველაფერი აგებული არის "ლაიქებსა“ და "დისლაიქებზე“. ამას რომ მივაქციე ყურადღება, ისე გავღიზიანდი, რომ... წარმოიდგინეთ, ადამიანი გარდაიცვლება და ვიღაც რომ დაწერს, ნათელი დაადგესო ან გაბედნიერდება ვიღაც და ულოცავენ, გამრავლებას უსურვებენ, ორივე შემთხვევაში გამოჩნდებიან ისეთები, ვინც იმდენ საშინელებას დაწერენ, გული გაგიჩერდება. თუნდაც ცუდს ფიქრობდე, ხომ შეიძლება, სულ არაფერი დაწერო?! ამიტომ მგვრის ამგვარი დამოკიდებულებები სევდას. ყოველთვის გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიმაჩნდა თავი და ახლა თითქოს ძალიან მიწიერი გავხდი, ალბათ, ჩემი შინაგანი მდგომარეობის ბრალიცაა.
ქეთი მითაიშვილის „ოქროსფერი სახლი“ ეგვიპტურ-ამერიკული ნივთებით
- ამერიკიდან დანახული საქართველო როგორია შენთვის, მით უფრო, ამ ბოლოს ძალიან რომ გაგიხანგრძლივდა იქ ყოფნა?
- რა უნდა დავინახო, როდესაც იქაც და აქაც ერთი მთლიანობით ვცხოვრობ, რასაც უპირველესად, ჩემი მიწა-წყალი, ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი და ჩემი სამეგობრო ჰქვია. ჩემთვის საქართველო ყველაფერთან და ყველასთან არის შესისხლხორცებული და ამიტომ დიდად არც არაფერი შეცვლილა. ყოფა-ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ დადებითი და უარყოფითი ყოველთვის იყო და არის. შეიძლება ახლა ყველაფერი განსაკუთრებით გამძაფრებულია, ყველა ასპექტში, მაგრამ ჩემთვის იმიტომ არ შეცვლილა, რომ ჩემ გარშემო მყოფი ხალხი - თქვენ არ შეცვლილხართ. ყოველთვის ასე იყო და არის და ვიცი, რომ ყოველთვის იმ სითბოთი შევხვდებით ერთმანეთს, რაც გვქონდა. გასაგებია, რომ წლები გადის, ასაკი გვემატება, შეიძლება ჯანმრთელობას ძველებური აღარ გვაქვს, ვიღაცას მეტად გაუჭირდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები არ იცვლება. თორემ გარემო როგორ არ შეიცვალა. ადრე ვერც წარმოვიდგენდი, თბილისში სამათხოვროდ ხელგაწვდილ ბავშვებს თუ დავინახავდი... აბა, რა უნდა დავინახო იქიდან იმის გარდა, რომ გული მეწურება, მტკივა ამდენ დავიდარაბაში, არეულობაში, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, გაუტანლობაში... ცოტა მეტი ადამიანური სითბო და როგორც ერთ ლექსშია, ცოტა ნიჭი რომ მოგვცა ერთმანეთის გატანის... განაგრძეთ კითხვა

კომენტარები