სახლი 4 საძინებლით და ბუხრებით - როგორ სახლში ცხოვრობს სკარლეტ იოჰანსონი

ჰოლივუდის ბორცვები კალიფორნიაში ყველაზე პრესტიჟულ რაიონად ითვლება, რადგან აქ ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. ცნობილთა სიაში სედის სკარლეტ იოჰანსონიც, რომელმაც სწორედ აქ, ბორცვზე შეიძინა საუცხოო სახლი, რომელშიც 3,9 მლნ. დოლარი გადაიხადა.
სახლის საერთო ფართი 3500 კვ.მ-ია. მსახიობი აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ბოლო დროს გადაწყვიტა, გაეყიდა სახლი და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასულიყო.


ამ ულამაზესი ორსართულიანი სახლის მთავარი ღირსება დიდი აუზია 8-კაციან სპა ზონასთან ერთად.

სახლში სულ 4 საძინებელია, 4 სტუმრის ოთახი, 2 აბაზანა. მთელ სახლში ხის იატაკია. დიდ მისაღებში ულამაზესი ბუხარია, ერთ-ერთი
საძინებლის ფანჯრიდან კი ცნობილი წარწერა, ჰოლივუდი მოჩანს. ესეც ამ სახლის ერთ-ერთი ხიბლია.

სასადილო ოთახში უჩვეულო, კონუსის ფორმის ჭაღი კიდია, რომელიც ყურადღებას იქცევს, სამზარეულო და სასადილო გადადის სასტუმრო ოთახში, რომელთანაც მსახიობის მედიაცენტრია განთავსებული.

ერთ-ერთი სტუმრის მისაღები ოთახი ბუხრით ორად არის გაყოფილი. ერთ ნაწილში დიდი მაგიდა და საკმებია, მეორე ნაწილში კი - დივანი და სავარძლები.




აბაზანა ხით არის მოპირკეთებული. მეორე აბაზანა კი ბაღში გადის.
საძინებელი თავისი მინიმალიზმით გაგაოცებთ. ფანჯარა თითქმის მთელ კედელს იკავებს. უზარმაზარი საწოლი, ბუხარი, პატარა მაგიდა და სავარძელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები