როგორ გამოიყურება ჯორჯ ბუშის რანჩო ტეხასში

ჯორჯ ბუშის რანჩი ტეხასში საკმაოდ ლაკონურად გამოიყურება და ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. 2009 წელს მან დატოვა თანამდებობა და დაბრუნდა თავის დაბადების ადგილას, ტეხასში. ამ ადგილით ის ყოველთვის ამაყობდა. ჰოდა, პოლიტიკის შემდეგ ოჯახთან ერათდ სწორედ აქ დაფუძნდა. 650 ჰექტარი მიწა საოცარ ადგილზე არის გადაჭიმული.
ამ რანჩოს ვიწრო წრეში დასავლეთის თეთრ სახლსაც უწოდებდნენ. ამ სახლში პოლიტიკოს ჯორჯ ბუშს ბევრი პოლიტიკოსისთვის უმასპინძლია.



სახლი მინიმალისტურ სტილშია, აქ ყველაფერი ლაკონური და ფუნქციონალურია.



ბუშს უყვარს ხელოვნება და ძველებური ნივთები. მის სამზარეულოს მე-19 საუკუნის რარიტეტული სარკე
ამშვენებს, სარკის ირგვლივ კი თავს მექსიკელი ოსტატების მოხატული თეფშები იწონებენ.


ბუშის კაბინეტი ღია ფერებშია, კედლებზე მისი საყვარელი ძაღლების ფოტოებია განთავსებული. იატაკს ავღანური ხალიჩა ამშვენებს.

კომენტარები

&&& 2022-04-21 18:36
მიშიკოს ყვარლის რანჩოსავით ძალიან მოკრძალებულია.
უი? 2022-04-21 18:36
როგორც ფოტოდან ჩანს, იმდენი წიგნი აქვს რანჩოზეც კი, რომ კიბეს სჭირდებათ. რატომ არაფერს კითხულობს?
ვანო 2022-04-21 07:58
აქაური ჩამპალი კორუმპირებულების სახლები რო ნახო ეს იმასთან სათამაშოა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები