ჯანი ვერსაჩეს სახლი - ყველაზე სევდიანი სასტუმრო მსოფლიოში, სადაც ღამის გათენება 1000 დოლარი ღირს

საოცარი სასტუმრო მაიამი ბიჩზე, სადაც ცხოვრობდა და დაიღუპა ჯანი ვერსაჩე. აქ ღამის გათენება 1000 დოლარი ღირს.
ბევმა ადამიანმა არ იცის, რომ სახლი, რომელშიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და საბოლოოდ გარდაიცვალა ჯანი ვერსაჩე, დღესდღეობით არც მუზეუმია, არც კერძო რეზიდენცია, არამედ სასტუმრო.

კიდევ უფრო გასაკვირია ის არის, რომ აქ ყველა ოთახი ჯანი ვერსაჩესა და მისი ნათესავების პირადი აპარტამენტებია, მსურველს შეუძლია ღამე გაათენოს თავად ჯანი ვერსაჩეს ან მისი დის, დონატელას ოთახში.

2001 წელს დონატელა ვერსაჩემ სახლის ნაწილი გაყიდა, მათ შორის ცნობილი მარმარილოს
უნიტაზი.

დღესდღეობით სასტუმროში არის 10 აპარტამენტი, რესტორანი, ბარი, ასევე ლაუნჯი სახურავზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წარმოდგენა შეუძლებელია მედუზის თავის, ვერსაჩეს მთავარი სიმბოლოს გარეშე. მთავარი გამოსახულება აუზთან არის, რომელიც მილიონზე მეტი მოზაიკის ფილისაგან შედგება, აქედან 1000 24-კრატიანი ოქროთია დაფარული.








კომენტარები

ლია 2022-05-02 16:42
ასეთი დიზაინის სახლში თუ სასახლეში, ადამიანის ყოფნა, იგივე ცხოვრება, თუნდაც ერთი დღე-ღამით, ზედმეტად მიმაჩნია.... ის, როგორც ხელოვნების ნიმუში, შიძლება მხოლოდ დაათვალიერო....
მარიამი 2022-04-30 13:30
თეასაც ვეთანხმები და ანონიმი ავტორის კომენტარსაც. ძალიან მძიმე ინტერიერის სახლია.
:D 2022-04-29 17:19
ლამაზი სახლია. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი
------------- 2022-04-28 14:27
მე მაშინებს ასეთი გადატვირტული სახლები და მარტლა სევდაში მაგდებს!!
valentaini 2022-04-28 01:45
tea magari goimi xar.sheni komentaridan kargad chans rogori mdare gemovneba gaqvs.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები